როგორც თიკომ დაწერა, ავანოსი მეთუნეობის დიდი ცენტრია. აქ ერთ-ერთი ასეთი დაწესებულება მოვინახულეთ, რომელიც ერთი ოჯახის ბიზნესია და თაობიდან თაობას გადაეცემა, ხელოვნების ამ დარგს ამ ოჯახის ბოლო შვიდი თაობა მისდევს. როგორც ვთქვით, ქოთნებს და სხვა ნივთებს წითელი და თეთრი თიხისგან ამზადებენ. ამ ნარევს ურევენ წყალს და ფაიფურს, რომ ნაკეთობამ სიგლუვე და მოქნილობა შეიძინოს. I ეტაპი არის ე.წ. ბისკვიტი (მისი წართული შესატყვისი მეთუნეობის ტერმინოლოგიაში არ ვიცი, როგორ იქნება

ასე მზადდება თეფში

ეს კი ნაკეთობების მოხატვის პროცესი.


ნაიამაც სცადა ქოთნის დამზადება, ფოტოები უკვე დადო თიკომ.
მერე ზედა სართულში აგვიძღვნენ, სადაც მაღაზია აქვთ. ულამაზესი ნივთები ვნახეთ, ძლიან კარგი ხარისხის. მაგრამ ფასებიც შესაბამისი იყო. ყველაფერი საკმაოდ ძვირია. სულ პაწაწინა სუვენირი 20 ლირა ღირდა, უფრო ლამაზი ნივთების ფასი კი საშუალოდ 150-200 ლირა იყო.


ჰო, კიდევ ერთი, სადაც კი შევედით ყველგან თურქულ ჩაის გვთავაზობდნენ. უგემრიელესი ვაშლის ჩაი აქვთ, რომელიც ვაშლის დაქუცმაცებული ნაყოფისგან მზადდება. იმდენად მოგვეწონა, უმრავლესობამ შეიძინა კიდეც ასეთი ჩაი ყუთებით
