Post
by ARCHILI » 05 მარ 2008, 15:46
რაღაც ძალიან მეგობრულ-ოჯახური გასვლა გამოგვივიდა, თითქოს დედ-მამიშვილებთან ერთად გავსულიყავი ქალაქგარეთ...
ჯერ არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ძალიან კარგმა ადამიანმა, ქალბატონმა (საქალბატონე) სკვასკვამ ისეთი გულიანი მესიჯი მომწერა, ძმის გული რომ ვერ გაუძლებს და უნდა თუ არ უნდა, მაინც დაეთანხმება და შეეცდება...
ასე დავიწყე მეც დილა, დედამიწამ - მზით, მეც, შესაბამისად, მეგობრებით...
ნორიოს მარშუტკის ორიოდე მგზავრს ისე ფრიად მოეწონა ჩვენი საზოგადოება, რომ ბაზარში გადასულ ჩვენი სასტავის ნაწილს უანგაროდ დაელოდა, რას ამბობთ, როგორ გეკადრებათ, აბა, უთქვენოდ როგორ გავალთო...
ჰოდა, გავედით...
ნორიოში, მართალია, წითელი ხალიჩები ვერ დაგვახვედრეს (არა, და რა იმედი გვქონდა), მაგრამ...სამაგიეროდ, ტალახიენი გზები იყო იმდენი, ას დელეგაციას ეყოფოდა...
მე, როგორც ჭეშმარიტ ფეთხუმს, ცხადია, ტალახის ათვისებაში ვერავინ მაჯობა და საკმაოდ მალევე მარშუტკიდან ჩამოსვლის შემდეგ, უხარისხო ჩურჩხელასავით მივეხეტიალებოდი მონასტრის გზას...
სკვასკვა, როგორც ერთადერთი მანდილოსანი, რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი იყო და ამ დღის გმირობაც მხოლოდ მას ეკუთვნის...
ასე, ჯერ სიცილ-სიცილ, მერე მე და ვაჟა ჩხუბ-ჩხუბ და შემდეგ ისევ სიცილ-სიცილი ავედით მონასტერში...
აქვე, ალბათ უნდა გამოვარჩიოთ ამ დღის პირველი ნახევრის ტრაგიკული პერსონაჟი, ლამას +, რომელიც მცირედად ნაბახუსევი გახლდათ და ყოველი ნაბიჯის გადადგმას იმ არყის მადლით ახერხებდა, რომელიც ერთ-ერთ ჩანთაში უშფოთველად განისვენებდა...