უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 18:46
ყველას დიიიდი მადლობები სასიამოვნო კომენტარებისათვის. ყველას გისურვებთ ისევე გესიამოვნოთ ლაშქრობებით როგორც ჩვენ.
nusa, სულ 3 ფირი მქონდა: აქედან ორი ფუჯის 200-იანი და ერთიც კონიკა-მინოლტას 100-იანი.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 19:09
გათენდა მე-5 დილაც. ჩვეულებისამებრ ვისაუზმეთ, მოვწესრიგდით და ასე 11 საათისათვის ამღისაკენ დავიძარით. დღეს ამღასთან ვაპირებდით დაბანაკებას და შემდეგ ასას ხეობის მონახულებას ტერღამდე.
ამღას რომ მივუახლოვდით ცოტა წამოწვიმა. ჩვენ ამღაში ერთმა ქალმა შეგვიფარა (ეს ქალი Gvalva-ს და Zura N-ს თავიანთ ფოტოებში ჰყავთ დაფიქსირებული. მას სამი თუ ოთხი შვილი ჰყავს: პატარები და საყვარლები). ცოტა ვისაუბრეთ და წვიმის გადაღების შემდეგ გზას გავუდექით. მალე მივადექით იმ ადგილს, სადაც ასას ხეობას კალოთანის ხეობა უერთდება. ცოტა შევიწიეთ კალოთანის ხეობაში და შესანიშნავი დასაბანაკებელი ადგილიც ვიპოვეთ. ასე პირველი საათი იქნებოდა. ამ დღეს ტერღას ნახვას ვერ მოვასწრებდით, ამიტომ ეს საქმე შემდეგი დღისათვის გადავდეთ. დრო უამრავი გვქონდა, ამიტომ ნელ-ნელა დავიწყეთ ჩვენი ბანაკის მოწესრიგება:
ეს მზადების პირველი ეტაპი: დასვენება

[/img]
ახლა შუა საქმეში ვართ

[/img]
აი დათო და ირმაც გამოჩნდნენ

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 19:16
როდესაც ყველაფერს მოვრჩით, გადავწყვიტეთ იქაურობა დაგვეთვალიერებინა. იქვე მდინარე პატარა კუნძულს ქმნიდა. გადავედით იმ კუნძულზე საკმაო რაოდენობით სოკო დავკრიფეთ. მერე კუნძული დავტოვე და აღმა ავყევი კალოთანის ხეობას. საკმაო ბოდიალის შემდეგ თავი მოვატრიალე და აი რა დავინახე:

[/img]
ესეთი ლამაზი სოკო პირველად ვნახე!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 19:25
ამ მცირე ბოდიალის შემდეგ ბანაკში დავბრუნდი და ახლა მე, ბექამ და ავთო ბიძიამ გადავწყვიტეთ მდინარის მეორე ნაპირას მდებარე ფერდობი დაგველაშქრა სოკოს მოსაძებნად. სასურველ ადგილას მალევე ავედით, მაგრამ ვერაფერიც ვერ ვნახეთ. სამაგიეროდ აი ეს სურათები გადავიღეთ:
ბექა და ავთო ბიძია

[/img]
აქ მე და ავთო ბიძია ვართ

[/img]
ესეც კალოთანის ფიჭვი, მთელი თავისი სიმშვენიერით

[/img]
და ბოლოს ჩვენი ბანაკი და ამღელი ძროხები

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 19:32
დღის ბოლოსათვის ყველანი ერთად შევიკრიბეთ: ზოგიერთებმა წარმოდგენები დადგეს

[/img]
ზოგიერთებმა ჯოკრის თამაში შეუბერეს

[/img]
ზოგიერთებმა კიდე ცეცხლთან ჯდომა ამჯობინეს

[/img]
და აი ესეც ბანაკი საღამო ხანს

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 19:34
ამასობაში დაღამდა კიდეც, ცოტა ხანი ვისაუბრეთ ცეცხლთან და კარვებსაც მივაშურეთ.
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 16 დეკ 2007, 21:10
ესეც ჩვენი გამოვლილი, ზემოთ ხსენებული ახიელი და ამღის სალოცავები
ამღა

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 22:50
ეგრე დათო კაია. შენი და ირმას ფოტოებით კიდევ უფრო ლამაზდება არხოტი მკითხველის თვალში.

-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 16 დეკ 2007, 23:56
ამღაში ეგ ერთი ოჯახი ცხოვრობს და ცხადია, ჩვენებთან მიხვიდოდით, გამეხარდა მათი ხსენება, კალოთანში შორიდან ბანაკი რომ გაქვთ გადაღებული და ძროხები რომ ჩანს ეგ "ჩვენების" ძროხებია

, მეც გამომირეკია მანდ ეგენი
სოკო არ ვიცი მარა ჟოლო(მალინა) თუ გხვდებოდათ? განსაკუთრებით ტერღას გზაზე? ჩვენ ძალიან ბევრი გეახელით და ვაითუ აღარაფერი დაგიტოვეთ

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 17 დეკ 2007, 00:08
ამ ქალბათონს ვიცნობ
ხომ???
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 17 დეკ 2007, 00:50
lama
ლალი მასწავლებელი

, ძაან საყვარელი ადამიანი.
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 17 დეკ 2007, 00:52
Drumer
კი ჩემი ახლობელია
მან მიმიყვანა მე ინგლისურის პედაგოგთან და დიდი მადლიერი ვარ მისი
ჩვენ ერთად ბევრი გვივლია ტყე ღრეში
უკაცრავად ლელა და ლალი შემეშალა ერთმანეთში
მარა გამომდინარე იქიდან, რომ მასწავლებელია მე მივხვდი რომ ეს ის ქალბატონია ვისთანაც ერთად მათურხევი მაქვს ფშავში დალაშქრული