Post
by Archil » 09 სექ 2007, 21:51
tiko_r
მაგი მიყვარს, ტალღა რომ გატრიალებს, გახოხიალებს, პატარა ნაფოტოივით რომ ხარ და სტიქიის ნაწილად გრძნობ თავს. შიში გიჭამიათ როგორც ვხედავ, ასეთ ტალღებში შესვლასაც და გამოსვლასაც თავისი წესი აქვს.
შესვლა...
ელოდები ტალღას, ან უნდა შეუცურდე ძირში, ისე რომ გადაგიაროს და შემდეგ როცა ამოყოფ თავს, მაშინათვე მეორე ტალღის და მის ქვეშ შეძრომის მზადყოფნაში უნდა იყო. როდესაც ნაპირს ცოტათი მოშორდები, იქ უკვე საშიში ნაკლებადაა, აგიტანს და ჩამოგიტანს მხოლოდ. რა თქმა უნდა ტალღის სიმაღლეს გააჩნია. 10 მეტრის სიმაღლეზე მეტი ტალღის დროს შეცურვა არ ღირს, საფრთხე უკვე რეალური ხდება და დასახმარებლადაც არავინ შემოვა.
გამოსვლა
ნაპირს მიახლოება იმდენად რთული არაა, როგორც ნაპირზე ამოსვლა. ნაპირს ცურვით უახლოვდები, ენერგიას არ ხარჯავ ნაპირთან მიახლოებაზე, იყენებ ტალღებს, ანუ უნდა "შეაჯდე" ტალღას, მის კიჩოზე მოექცე და გამოყვე ნაპირისკენ, ამ დროს შეიძლება მოუსვათ ხელებიც, რომ ეფექტი მეტი იყოს. უკან დაბრუნებისას ტალღას არ ეჭიდავებით, უბრალოდ ცდილობთ რომ ნაკლებად წაგიღოთ უკან და წინსვლის ეფექტი მეტი იყოს, ვიდრე უკან წაღების. ამგვარად იუახლოვდებით ნაპირს.
ნაპირზე გამოსვლა ყველაზე საფრთხილო მომენტია ზემოჩამოთვლილიდან. ტაქტი თუ ვერ შეურჩიეთ სწორედ, უკეთეს შემთხვევაში ქვებზე რახანრუხუნი, ხოლო უარეს შემთხვევაში ფსკერზე ცოცხლად დამარხვის საფრთხე გემუქრებათ.
ტალღებს ახასიათებს ზრდისა და შემცირების ტენდეცია. ანუ, ჯერ მოდის "პატარა" ტალღა, მერე უფრო დიდი, შემდეგ კიდევ უფრო დიდი, შემდეგ მცირდება, შემდეგ უფრო მცირე , მცირე და შემდეგ შეიძლება ისევ ზრდაზე წავიდეს.
ნაპირიზე გამოსვლისთვის საჭიროა რომ შემდეგი ტალღა უფრო ნაკლები ძალის იყოს, ვიდრე ის ტალღა, რომელსაც მოვყვებით ნაპირზე. ამიტომ როდესაც ნაპირთან ტალღებზე ვდრეიფობთ, როდესაც მოვა ყველაზე ძლიერი ტალღა, და ვხედავთ რომ მისი შემდეგი უფრო ნაკლები ძალისაა, მოსალოდნელია რომ შემდეგი კიდევ უფრო ნაკლებიც იყოს. მიყვები ან ტალღას ნაპირამდე და როდესაც ფეხს შეახებთ ნაპირს, მაშინათვე გადადიხართ სირბილზე ნაპირისაკენ, რადგანაც ტალღა ცდილობს და შეიძლება უკან შეგითრიოთ, რაც ყველაზე საშიშია. თუ ამჩევთ, რომ ტალღას ვერ სძლევთ და ნაპირზე თავს ვერ შეიკავებთ, სჯობია გაყვეთ ტალღას უკან, თორემ თუ წაგაქციათ, ნაპირზე ქვებში დაგატრიალებთ და მგონი რამდენად სასიამოვნოა მაგი, უკევ გასინჯული გაქვთ. ამდენად წაყევით ტალღას ამ შემთხვევაში და შეარჩიეთ ისეთი ტალღა, რომლის შემდგომი ტალღა უფრო ნაკლები იქნება და წინა ტალღის მიერ ნაპირისკენ გასროლილს უკან ვეღარ შეგათრევთ.
ნაპირთან დრეიფის დრო ენერგიას არ ხარჯავთ და ენერგიას იკრებთ იმისთვის, რომ ტალღაზე შეჯდომისას რაც შეიძლება უფრო მიუახლოვდეთ ნაპირს და შემდეგ წელამდე წყალში შეძლოთ უკან დამაბრუნებელი ტალღისათვის წინააღმდეგობის გაწევა.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
