Page 38 of 38

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 13:52
by Truli
guruli
Iako.
ანუ რამდენი კმ?
მესაზღვრეები მანამდე დგანან თუ მერე?

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 14:08
by ilia
ეჰ, კაი დრო იყო, კიდო მინდა

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 14:08
by Int3lig3nt
გუშინ გელოდის ვესაუბრე და არ არის საშიშიო.
უბრალოდ ჯერ თოვლია და მესაზღვრეებიც კი არ დგანან.

ვნახოთ, რომ ჩამოთბება, რა სიტუაცია იქნება.

guruli
2 დღიანი მინდა კარვებით და მნას ხეობის ამბავსაც დავაზუსტებ, იქნებ ეგეც მივაბა.

თრუსოს ხეობა 22 სექტემბერi 2007

Posted: 22 მარ 2010, 16:02
by guruli
Truli
guruli
Iako.
ანუ რამდენი კმ?
მესაზღვრეები მანამდე დგანან თუ მერე?
კილომეტრაჟი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ სოფლებს შორის მანძილი არაა დიდი.
ხეობაში რომ შედიხარ, პირველი სოფელია ქერთისი, მერე - აბანო და იმის იქით - ზაქათგორი. მერე კარატკაუს, სუატისის და სხვათა ნასოფლარებია.
Int3lig3nt
გუშინ გელოდის ვესაუბრე და არ არის საშიშიო.
უბრალოდ ჯერ თოვლია და მესაზღვრეებიც კი არ დგანან.
ესე იგი, არ შევმცდარვარ - გელოდი ვიცანი ფოტოებში.
ძალიან კარგი, საშიში თუ არაა, მაგრამ ნუთუ მესაზღვრეები ზამთარში არ დგანან იქ? :roll: :roll: ესე იგი რა გამოდის - იქიდან ვინმე რომ გადმოვიდეს, ზემო ოქროყანაში, აგათკაუში და მაგ მხარეებში ისე ჩამოვა, კაციშვილი ვერ გაიგებს? :roll:
guruli
2 დღიანი მინდა კარვებით და მნას ხეობის ამბავსაც დავაზუსტებ, იქნებ ეგეც მივაბა.
მე მგონი, მნა უფრო იოლად მიებმება. ნაღდად არ მგონია, ახლა მესაზღვრეებმა სუატისის და დევდორაკის მყინვარებისკენ გაგვიშვან - ხეობებს რომ ავყვეთ სიღრმეში, თორემ მყინვარზე ასვლას არც ვგულისხმობ. მაგათ რომც გავატარონ, რეალურად საშიშია იქით წასვლა - მართლა ძალიან იოლად გადმოდიან იქაური გადმოსასვლელებიდან და საფრთხე სავსებით რეალურია. ამიტომ მგონია, ასეთი მარშრუტი აჯობებს - თრუსოში გავიდეთ ზაქათგორამდე, ვნახოთ მაგის გაღმა სერზე აგებული ნათლისმცემლის ეკლესიაც, საიდანაც ორივე ხეობას გადავხედავთ, მერე კი, თუ ეს რელიეფის გამო შესაძლებელია, გადავლახოთ მარჯვნივ აღმართული შედარებით დაბალი ქედი და გადავიდეთ მნას ხეობაში. ოღონდ მე არ ვიცი, იქიდან არის თუ არა საერთოდ გადასასვლელები, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ უკან ზემო ოქროყანაში დაბრუნება და იქიდან მნაში შეყოლა ბევრ დროს დაგვაკარგინებს ფეხით მოსიარულეებს. ბოლო-ბოლო, თუ მნაში იქიდან ვერ გადავალთ, მაშინ თვითონ თრუსო დავათვალიეროთ მაქსიმალურად, ღამე მესაზღვრეებთან დავცეთ კარვები და მეორე დღეს უკანა გზაზე რასაც ვნახავთ, ეგ იქნება. ამ შემთხვევაში არა მარტო ზაქათგორისა და ნათლისმცემლის მიმდებარე ტერიტორიებს დავათვალიერებთ, არამედ მარცხნივ აღმართულ ქედზეც ავიდეთ, თუმცა ამ შემთხვევაში პირდაპირ ცხვირით მივადგებით ჯაყოების საზღვარს. :cry: