ახალი წელი ბაკურიანში

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ახალი წელი ბაკურიანში

Post by TuTa » 09 იან 2008, 17:26

კაპუჩინოში იყო მაგარი მუსიკები, სამაგიეროდ საცეკვაო ადგილები იყო იმდენად შეზღუდული რომ ძირითადად ადგილზე გვიწევდა ცეკვა :)

namcecuna

სათვალეებიანი ფოტოები შენც ხომ გაქვს? :wink:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ახალი წელი ბაკურიანში

Post by Mta Mkvarebia » 09 იან 2008, 17:29

tiko_r wrote:Mta Mkvarebia
კინოშიც გიცნეს ხო? :lol:
აბა?! ყველგან გვცნობდნენ და გვიღიმოდნენ, ასეთი ახალ წელი ბაკურიანს კარგა ხანს არ ექნება :wink:
shatilis asuli wrote:Mta Mkvarebia
შენი ფანი ვარ, ისე ერთი ორი სურათი მეც აღმოვაჩინე და ან დღეს ან ხვალ დავდებ :D
მე ხუთოსანი ბიჭის ფანი მეგონე :wink:
გეხუმრე, პმუა :!: :D
სურათებს ველით.
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 18:13

TuTa
კიკი, ჩემთან არის და დღეს საღამოს დავდებ ფოტოებს ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:00

მოკლდ, როგორც იქნა სახლში კომპი გაცოცხლდა და ჩემი კარვული საახალწლო ზღAპრის მოყოლის დროც დადგა... :)

მას შემდეგ, რაც ჩემმა პლიუსმა 30-ში ღAმით 12:30-ზე დამირეკა და თავისი ბაბუის გარდაცვალების ამბავი მითხრა, ორმაგად დამწუხრებულმა გავიფიქრე, რომ საახალწლო ზღაპარზე ოცნებაც კი უნდა დამევიწყებინა...

მაგრამ, ხომ იცით, თუ გული გულობს და ამ გულს ძალიან მიუწევს კარგ ხალხთან ერთAდ დიდი სიხარულის განსაცდელად, აუცილებლად აუსრულდება ახალი წლის ზღვარზე ერთი ყველაზე სანუკვარი სურვილი...

ხოდა, სამსახურიდან საგანგებოდ ადრე გათავისუფლებული, ლიკაკოსთან მძაფრი სატელეფონო კავშირებით შეგულიანებული და საკმაოდ აღელვებულ-დაძაბული გადარბენით და პრობლემების გადალახვით-როგორც იქნა, ბაკურინისკენ მიმავალ ბოლო მინიბუსში ჩავთბი-ჩემს ახლადგამომხვარ -შემდგომში ოლიმპიელ დათვ ლიკაკოდ წოდებულ პლიუსთAნ ერთAდ :)

და ბაკურიანისკენ ჰერი-ჰერი, მიგვიხარია, თბილისში კი დაიწყო თოვა და ფანტელები ისე ლამაზად ცვიოდნენ, თითქოს მარტო დატოვებული ქალაქის დარდი არ მიმყვებოდა შორ გზაზე . ...
წამო, ზღაპარში ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახალი წელი ბაკურიანში

Post by qvevri » 09 იან 2008, 21:04

namcecuna wrote:მოკლდ, როგორც იქნა სახლში კომპი გაცოცხლდა და ჩემი კარვული საახალწლო ზღAპრის მოყოლის დროც დადგა... :)

მერე :?: :?: :?:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ახალი წელი ბაკურიანში

Post by tiko_r » 09 იან 2008, 21:08

qvevri wrote:

მერე მერე :?: :?:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:09

კარგად მახსოვს, ბაკურიანში ფეხი რომ დავდგი, ისეთი სიცივე, სითეთრე და ყვითლად განათებული პატარა სამყარო დამხვდა, ვიფიქრე რომ მართლაც ზღაპარში აღმოვჩნდი და ის სიცივეც კი-შეჩვევამდე ასე რომ იკბინება თითებზე, ცხვირზე, ლოყებზე, მისტიურად საამური იყო :)

კაფე "კაპუჩინო" -ში გოგა გველოდება, თურმე ტრულალაც და კოკოც იქვე გლინტვეინს მიირთმევენ, კარის გაღებისას კაფეში სქელ ორთქლად შევარდა ყინვა და ... ჩვენ მალე პატარა მაგიდასთან ვთბებით, ჩაის ვსვამთ, კოკო მღერის, ცეკვის უცნაურ ნომრებს იხსენებს და გულში ვფიქრობ--- აი, დაიწყო.... :)

სახლამდე სრიალ-სრიალით მივედით, ჩემი უზარმაზარი ჩანთა გოგას მოაქვს, მე ცელოფანი, საახალწლო სუფრისთვის წვენები შეუძენიათ...

ჯერ ყველაფერი წინაა... ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახალი წელი ბაკურიანში

Post by qvevri » 09 იან 2008, 21:10

namcecuna wrote:კარგად მახსოვს, ბაკურიანში ფეხი რომ დავდგი, ისეთი სიცივე, სითეთრე და ყვითლად განათებული პატარა სამყარო დამხვდა, ვიფიქრე რომ მართლაც ზღაპარში აღმოვჩნდი და ის სიცივეც კი-შეჩვევამდე ასე რომ იკბინება თითებზე, ცხვირზე, ლოყებზე, მისტიურად საამური იყო :)

მერე მერე მერე :?:

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ახალი წელი ბაკურიანში

Post by tiko_r » 09 იან 2008, 21:10

მეეეეეეეეეეეეეეეეეეეერე? :?: :?:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:23

სახლის კარი იღება, მისაღები ოთAხის ღუმელში შეშა იწვის, თბილა, თბილა...

პიველივე ნაბიჯებით სამზარეულოსკენ გამაქანეს, აქ ცოტათი ნაცნობი და ჯერაც უცნობი კარაველები ფუსფუსებენ, ვგრძნობ, რომ დაბნეული ვარ, ზოგს ნაცნობსაც ვერ ვცნობ და უბრალოდ ერთი რამ დარწუნებით ვიცი-ძალიან, ძალიან მიხარია :D

გავიცანი თუთა, მისი ლამაზთვალება პლიუსი რუსო :)
გავიცანი თამუსია, შემდგომში, "კაპუჩინოში" ჩემს აღმოჩენად რომ იქცა ;)
გავიცანი კორტი, ლეგენდა- ლიკაკოსთან საუბრიდან უკვე შეყვარებული რომ მყავდნენ... :)
მგონი დანარჩენს ყველას ვიცნობდი....

ოთახში ადგილი მოგვიჩინეს, ნამცეცუნა ხარო და საწოლების უკმარისობის გამო ვინმეს თბილ ბუდეში შეგასახლებთო... :) მაგრამ, კეთილმა სახლის პატრონებმა ერთი ნამცეცის მოსათავსებელი ლოგინიც დაამატეს ოთახში და პირდაპირ საზღვარზე დავიდე ბინა :)

და დაიწყო მზადება ახალი წლის შესახვედრად...

გზაში მე და ლიკაკო ბევრს ვიცინოდით იმაზე , რომ ლიკაკო ბაკურიანულ ახალ წელს კარნავალს უწოდებდა, თურმე სასცილო კი არა, სინამდვილე ყოფილა, ცოტა ხანში წელსზევით ნაირფერად მორთული გოგოები მართლა კარნავალის ასოციაციას ქმნიდნენ :)
წამო, ზღაპარში ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ახალი წელი ბაკურიანში

Post by qvevri » 09 იან 2008, 21:32

namcecuna wrote:სახლის კარი იღება, მისაღები ოთAხის ღუმელში შეშა იწვის, თბილა, თბილა...

პიველივე ნაბიჯებით სამზარეულოსკენ გამაქანეს, აქ ცოტათი ნაცნობი და ჯერაც უცნობი კარაველები ფუსფუსებენ, ვგრძნობ, რომ დაბნეული ვარ, ზოგს ნაცნობსაც ვერ ვცნობ და უბრალოდ ერთი რამ დარწუნებით ვიცი-ძალიან, ძალიან მიხარია :D

გავიცანი თუთა, მისი ლამაზთვალება პლიუსი რუსო :)
გავიცანი თამუსია, შემდგომში, "კაპუჩინოში" ჩემს აღმოჩენად რომ იქცა ;)
გავიცანი კორტი, ლეგენდა- ლიკაკოსთან საუბრიდან უკვე შეყვარებული რომ მყავდნენ... :)
მგონი დანარჩენს ყველას ვიცნობდი....
ეს ყველაფერი გასაგებია მარა მერე :?:

ოთახში ადგილი მოგვიჩინეს, ნამცეცუნა ხარო და საწოლების უკმარისობის გამო ვინმეს თბილ ბუდეში შეგასახლებთო... :) მაგრამ, კეთილმა სახლის პატრონებმა ერთი ნამცეცის მოსათავსებელი ლოგინიც დაამატეს ოთახში და პირდაპირ საზღვარზე დავიდე ბინა :)

და დაიწყო მზადება ახალი წლის შესახვედრად...

გზაში მე და ლიკაკო ბევრს ვიცინოდით იმაზე , რომ ლიკაკო ბაკურიანულ ახალ წელს კარნავალს უწოდებდა, თურმე სასცილო კი არა, სინამდვილე ყოფილა, ცოტა ხანში წელსზევით ნაირფერად მორთული გოგოები მართლა კარნავალის ასოციაციას ქმნიდნენ :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:34

მერე?

ჯერ კიდევ დაბნეული ვიყავი, საახალწლო ზღაპარს ორი ლამაზი ბაჭია რომ შემოუერთდა, თავზე ცისფერი და ვარდისფერი ყურები (პეპლები) უფარფატებდნენ და სიხარულისა და მცირეოდენი ბრწყვიალებისაგან საყვარლად ბრწყინავდნენ :)
ასე გავიცანი თიკო და მისი პლიუსი გვანცა, რომელიც თავიდან კარველი მეგონა და ბოლო დღეს აღმოვაჩინე მისი პლიუსობა :)
ნ--------------------

სახლში მხიარული ფუსფუსი გრძელდება, მგონია არავის ველით და ფერად -ფერადი წვიმებით, სარკეებით, ბრჭყვიალა ჩრდილებით, ქუდებით, ნაირფერი ბრჭვიალა თმებით დავრბივართ ოთახიდან ოთAხში, ნაიას და ნაყავრებას ოთAხის სარკესთან ცოცხალი რიგი დგას, არა მარტო გოგოების, გამარჯობა საქართველო ელ. საპარსით ხელში შემოდის და ყოველგვარი რიგის დაცვის გარეშე სარკესთან ჩნდება :)

12 საათამდე ჯერ კიდევ არის დრო, და ფიქრი-ნუთუ ამ ყინვასა და სიცივეში გარეთ გავბედავთ გასვლას-უფრო და უფრო ხშირად მახსენებს თავს... მგონია ასეთი ცივი ღAმე დედამიწაზე არსად არასოდეს მომხდარა... თურმე ჯერ ახლა იწყება.... ;)
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ახალი წელი ბაკურიანში

Post by tiko_r » 09 იან 2008, 21:40

namcecuna
ჰო
განსაკუთრებით 1 საათის წინ დაბანილი თმით რომ გახვალ გარეთ... .... :shock: :lol: უჰუჰუჰუჰ :lol: (ეს ჩემი და გვანცას ფირმენნი სიცილია)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:43

სუფრა გაშლილია, ყველა წვრილმანში იგრძნობა უსაზღვრო სიყვარული, უსაზღვროდ გადამდები სიყვარული და ჯერ კიდევ გაურკვეველი ბედნიერების მოლოდინი...

ალბათ 11:13-ზე განგაშია, თბილდ ჩაცმისა და გარეთ გასასვლელად მზადების ბრძანება გაცემულია, დაბნეულობა მატულობს...

გზადაგზა ვიცვამ ხელთAთმანებს, "კაშნე"-ს მოხვევას თავს ვერ ვაბამ, ფეხსაცმელი ყინულზე სრიალებს :)
აზრზე არ ვარ-რომელი ტრაექტორიით წაგვიყვანა თოვლშI გაკვალულმა ბილიკმა, შორს ვხედავ გამწკრივენულ კარველებს, შუშხუნები ჯიბეში მაქვს, მაგრამ, მეეჭვება გაყინულმა თითებმა კოლოფის გახსნა შეძლონ ... :roll:

თAნ მესმის-ჩამოვიდნენ, უკვე აქ არიან...

ქვევრი, მაკენა და მათი პლიუსი გია პირველად "მინდორზე" აღმოვაჩინე, არ მახსოვს სახლში შემოსულიყვნენ, ან იმ არეულობაში ვერაფერი შევნიშნე მსგავსი...

"შენ ნამცეცუნა ხარ, ავატარით გიცანი" -ეს თურმე მაკენა ყოფილა, მცივა და ვუცინი, ვხედავ მაღალია, ვგრძნობ, იცინის, ბნელა, ღამეს ჯერ თვალს ვერ ვაჩვევ, თუმცა გარშემო სითეთრეა თოვლის...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ახალი წელი ბაკურიანში

Post by namcecuna » 09 იან 2008, 21:52

12-ს წუთები აკლია, შუშხუნებს ვანთებთ და გვიახრია, ჯერ ადრეა, მაგრამ ალაგ-ალაგ ისმის სულსწრაფი ადამიანების ნაადრევად აფეთქებული მაშხალების ხმა, ცაზე პირველი ფერადი ვარსკვლავები იწყებენ გამოჩენას.... რამდენიმე შუშხუნას ერთდროულად ვანთებ და მაღლა ვისვრი- პატარა წრეს შემოავლებენ ყინვას მაშხალები და თოვლში ცვივიან... მათ ჩAქრობამდე ანათებს თოვლი, თითქოს იქ, გაყინული ფიფქების ქვეშ უპატარავეს ქოხიდან მკრთAლი შუქი გამოდის...

ახალ წელს ულამაზესი, თოვლში ჩამალული ფეირვერკის ანთებით ვხვდებით, ჭიქებში შამპანური იყინება, დალეული შუშხუნა ღვინო ცოტათი მათბობს და ჩახუტობანა იწყება-ვულოცავთ ერთმანეთს, კეთილი სურვილებით, სიყვარულებით, ზოგს კი ორჯერაც -სიხარულია და თან მაინც ღამე :)
ახალი წელი თეთრ მინდორზე, ათასფერადი ცის ქვეშ, ისე ტკბილად მოვიდა, ნამდვილი ზღაპარი გაცხადდა ... :)
წამო, ზღაპარში ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]