Page 31 of 37

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 16:20
by guruli
kotetbeli, ეგ რაა, ერთხელ თურმე გომეწარში რომელიღაც სოფელში დღეობაზე მიფრენილა შამილა (მგონი, არ ვცდები). ცხადია, ნასვამი და სხვა დღეობებზე ნაქეიფარი. თურმე მის მისვლამდე მოღრუბლულა და ქალ-ბავშვი ადრე წამოსულა სუფრიდან. მაგრამ წვიმას მაინც ვერ ასწრებენ თურმე. ამას იქ ცოტა დაულევია, სხვაგან ეჩქარებოდაო, იქაურებს კიდე უთხოვიათ, ე მაგ მთის გადაღმა ქალები და ბავშვები მიდიან და ეგებ აიყვანო როგორმე, წვიმა მოუსწრებთ და დასველდებიანო. ესეც წამოსულა და ზედ იმ ციცაბო ბილიკის კიდეზე მიუყენებია ვერტმფრენი. იმდენად ახლოს, ხალხი გამოღებულ კარებში თავისუფლად შემხტარა . :D მაგრამ მთელ ამ ისტორიაში ყველაზე სასცილო იმ ქალების რეაქცია ყოფილა, უკნიდან ვერტმფრენის გუგუნი რომ გაუგონიათ, მოუხედიათ და ხედავენ, ვერმფრენი ეჯახებათ... :lol: :lol: ვითომ მანქანაა, მიწაზე დაეჯახოთ.
ერთხელაც შამილა დიკლოში ჩასულა მესაზღვრეებთან. ცხადია, იქაც კაი შექეიფიანებული და აუჩემებია, რუსეთის საზღვარზე უნდა გადავფრინდე და ჭკუა ვასწავლო, მაგათ რამე ხომ არ ეშლებათო. :D ეხვეწნენ, ემუდარნენ თურმე, მაგრამ სიმთვრალესთან არ გაჭრა არაფერმა და მაინც გადაფრინდა იქით. ხუთი წუთიც არ იყო გასული, ტყვიასავით გადმოფრენილა უკან და ეგრევე ხევში ჩაშვებულა, ისე ხევ-ხევ გაჰყოლია ალაზნის ხეობას, უკან კი რუსების დიდი სამხედრო ვერტმფრენი მოჰყვა თურმე. იმან ზევიდან დაზვერა საზღვრის მიმდებარე ტერიტორიები და რაკი ვერაფერი დაინახა, არც გამოკიდებიაო, მაგრამ ამას კი უჭამია გვარიანი შიში, რუსების მხარეს რომ განგაში ატეხილა და იმხელა სამხედრო მახინა გამოდგომია. :lol: იმის მერე არ უცდია იქით გადაფრენაო. :lol:
ომალოში ხომ ეუთოს მისია დგას და მათი მფრინავები ზედმიწევნით იცავენ ინსტრუქციას - იოტისოდენადაც არ გადაუხვევენ წესს, ესენი კიდე თურმე ხან რომელი ხეობიდან შეაწუილებენ ომალოში და ხან რომელიდან. :D ახლა შეეჩვივნენ თუში მფრინავების თავზეხელაღებულობას, თორემ თავიდან ლამის განგაშს აცხადებდნენ ამათ მოულოდნელ გამოხტომებზეო.
შამილამ და დათო აბალოიძემ მართლაც გმირობა ჩაიდინეს, როცა რამდენიმე წლის წინ უშბიდან თუ შხარადან ვანო გულედანის და ამერიკელი ჯო ბენსენის ცხედრები ჩამოასვენეს. მაშინ რამდენიმე საათი იტრიალეს თურმე დასაჯდომი ადგილის ძებნაში და ბოლოს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ერთი ციდა პლატოზე მაინც დამჯდარან. ეგენი რომ არა, იქნებ, ვერც ჩამოესვენებინათ.

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 16:28
by gobe
ვაჰ, ვერტმფრენით გაცილებით საინტერესო იქნება. ალბათ რამდენი ლამაზი ხედის გადაღების საშუალება იქნება...

მინდა თუშეთში. არ ვყოფილვარ, მაგრამ მინდა. ვასილ კეჟერაძის არ იყოს, წინ ხომ პირველად ნახვის დიდი ბედნიერება მელის :wink:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 19:50
by kopeina
ვააააა, ვერტმფრენით მეც მინდა. ჯერ არ ვმჯდარვარ ვერტმფრენზე და ძალიან "მეაზარტება"..... :shock:
უფ, მთებს ზემოდან რომ გადმოხედავ და თანაც გადაიღებ აპარატით..........
ვერტმფრენით მეც მოვდივარ....

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 21:53
by Mrs. Robinson
kopeina
ჰაი!
"მეაზარტება" ზოგს მერე ძვირად დაუჯდა, ეხლა საკუთარი ვერტმფრენი "ეოცნებება!" და მერე როგოოოოორ.............
:D
ისე ვერტმფრენით განავარდება მეც მინდაააააააა

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 22:52
by kopeina
Mrs. Robinson
ეჰ, საკუთარი ვერტმფრენი მეც "მეოცნებება!!!!!"

მაგრამ, თუ საჭიროა ფრენასაც ვისწავლი და თუშეთის მთაგორებს ისეც შემოუფრენ.......

წავიდეთ, ვერტმფრენის იდეა მე უკვე ავიტაცე..... :)

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 31 იან 2007, 23:47
by kotetbeli
guruli
მაგარი ისტორიებია :D
თუშეთიდან რომ მოვდიოდი, წინა დღეს ომალოში გავჩერდით, ქვემოთ ხეობის ძირიდან დოლ-გარმონის ხმა მოდიოდა და ამბობდნენ შამილა ქაეფობს ძმაკაცებითო და მერე ალბათ თბილისში წავაო... :D ვურეკეთ შამილას ტელეფონზე, ვურეკეთ მრა არად გინდა, არ აუღია მერე მართლა ამოიწუილა ხეობიდან (მე კი სალტოებს ვაკეთებდი ისე ვუქნევდი ხელებს :D ) და ეგრევე თბილისისკენ გაიშხუილა :wink:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:19
by staff
მოკლედ ჯერ ერთი ვერტსფრენით სეირნობა ეგრე მარტივი არ არის, ერთი საათი 1300$ ისიც ნაცნობობით! მეორეც თუ დამგზავრება გინდათ შეიძლება დაემგზავროს კაცი მაგრამ რამდენ ხანს მოუწევს ლოდინი არავინ იცის, იქიდან კიდევ როდის ჩამოვა არც მაგის გარანტიას მოგცემთ არავინ. ეს ყველაფერი მე დაზეუსტები ვიცი, ერთი ან ორი კვირით ადრე გვიწევს შეთანხმება ხოლმე წასვლაზე და ისიც გარანტიას არვინ გვაძლევს. ასე რომ......????!!!! მითუმეტეს ზამთარ-გაზაფულზე....
დამეთანხემე tushi...

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:24
by lama
staff
შენ როგორ ნაცნობობაზე ლაპარაკობ მე არ ვიცი :) მარა ......:)

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:26
by staff
Image ამით წავედით
Image
მე ფეხით დანარჩენები კი ამით წამოვიდნენ

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:27
by staff
lama
შენ როგორ ნაცნობობაზე ლაპარაკობ მე არ ვიცი მარა ......
როგორზე და დედის ძმა-დისწულობაზე....

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:32
by tushi
staff

ერთრამეში ვერ დაგეთანხმები ახლა 1300$ აღარ ღირს ღირს 1900$ ისიც თუ თავისუფალი საათები აქვთ.

გაყოლა ნამდვილად შეიძლება, ეუთოს რეისზე, მაგრამ უკან დაბრუნების თარიღს მართლა ვერ შეგპირდებიან. თან არანაირი გადახვევა მარშრუტიდან. თბილისი ომალო თბილისი. თბილისი გირევი თბილისი.


ასევე შესაძლებელია სამხედრო რეისზე მაგრამ ეს მართლა ახლო ნაცნობობებს მოითხოვს.

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:39
by tushi
რაც შეეხება 40 ლარს მცდარი ინფორმაცია, შეიძლება იყო ადრე კომუნისტრების პერიოდში. ეხლა აღარ არის რადგან სამოქალაქო რეისები არ არის დანიშნული თბილისი ომალო

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:39
by staff
tushi
მართალი ხარ დედის დისწულო ეს შარშანწინდელი ფასია კოტეს რომ უნდოდა სვანეთსჰი წასვლა....

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:46
by staff
guruli

ჩემ დროს კაცი 40 ლარი ღირდა ერთი გადაფრენა

როგორც გავიგე თუშების სიძე ყოფილხარ და ისა ფული შენც გამოგართვეს???? :wink:
რის ფული პირველად მესმის ბილეთები იყიდებოდა :wink:

თუშური შთაბეჭდილებები

Posted: 02 თებ 2007, 12:49
by tushi
staff

არა ეხლა გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ გზა ზალიან გვიან გაიხსნა დიდტოვლობის გამო. სუბსიდირება მოხდა არ მახსოოს ამგეობიდან თუ გუბერნიიდან და რამდენიმე რეისი დაინიშნა. მიაწყდა ხალხი და უბრალოდ მოსეირნე ხალხი რომ არ წასულიყო დააწესეს ფილტრაციის მეთოდი მხოლოდ თუშებისთვის 40 ლარი. ანუ მართლა ვინსაც საქმე ქონოდა რომ ის წასულიყო. აბა 40ო ლარი რასამოიღებს ხარჯბს :)