Gvalva,
თქვენი დახმარებით შეგროვილი ნივთები და პროდუქტი მუცოში, არდოტში და ანდაკში გავანაწილეთ.
"ანდაკის" ნაცვლად "ბახაო" ხომ არ უნდა იყოს? ანდაკს ხომ მეორე სერიაში ვიღებთ
შეიძლება ვცდები, მე ხომ მაგ დროს ბანაკში ვიყავი და "სათვალიან აჩიკოსთან"

ერთად სტუმარს სტუმარზე ვიღებდით და ვაცილებდით.
სტუმრები ანდაკიდან (მარცხნივ "სათვალიანი აჩიკო")
სტუმრები ისრაელიდან
მაგათ ჰქონდათ მარშრუტი თუ ჰქონდათ..... სრული მარშრუტი არ მახსოვს, მაგრამ ის კი მახსოვს რომ ფეხით მიდიოდნენ აბუდელაურის ტბებისაკენ. თქვეს, რომ თუშეთიდან (სოფელი არ მახსოვს) მოდიოდნენ ფეხით.
მოკლედ, სტუმრების ორივე პარტია დავაპურეთ, ერთი-ორი-სამი-ოთხი-ხუთი... სადღეგრძელოც ითქვა... მართალია, უფრო მისაღებია "ერთი-ორი"-ს თქმა, მაგრამ ჭუნას ბრალია, თვლა რომ გავაგრძელე
Mao,
salut!!! რომ არ გითხრა, არ შემიძლია. კავკასიკა იყო თავის დასთან ერთად წამოსული. საათში 17.25-ჯერ "მაიმუნობდა" და თითქმის ყოველ ნახევარსაათში იღიმებოდა "მე მაგის... მუხლების ჭირიმე". ჰო მართლა, მაიმუნზე გამახსენდა, მიკროავტობუსიდან ადგილი დაგვანახა, ამ ადგილას მაიმუნები ბინადრობენო. სამწუხაროდ ჯიში ვერ დავიმახსოვრე. ჯიხვებს რომ სწავლობდა ვიცოდი, მაგრამ ხევსურულ მაიმუნებზე

საერთოდ პირველად გავიგე. რომ იცოდე როგორ გინატრეთ, ნეტავი აქ იყოს მაო და გაღიმებულ კავკასიკას ხედავდეს-თქო. ისე კი თქვა, რომ თბილისში რომ ჩავალთ, ისევ დავსერიოზულდებიო. ასე, რომ თუკი კავკასიკას

-ის ნახვა გსურს ნატურაში, ბუნებაში უნდა მოხვდეთ ერთად
