2 სიტყვას მეც ვიტყვი,რადგან შემომიერგანიზატორა,გამყოლი ვიყავი და დაკარგული მაშველიც.
:კარავთან: ამ ამპლუაში პირველად მომიწია გასვლა.
მე ძირითადად ჩემს ჯგუფთან ერთად დავდივარ,4-5 ადამიანი,რომლებსაც ერთმანეთი გამოცდილი გვყავს და ერთად სიარული სიამოვნებაა.
მე არ მეგონა,რომ კარაველს უნდა აუხსნა,რომ ნაგავი არ უნდა დაყარო და სამარშრუტოში არ უნდა მოწიო,რომ უნდა იარო ჯგუფთან ერთად და არ უნდა აბუნტდე.
მოსამზადებელ თემაში დავდე რამდენიმე გასათვალისწინებელი შენიშვნა და შოდასთან და ჯგუფის რამდენიმე წევრთან პირად საუბარშიც იშნე,რომ არ იქნებოდა იოლი გასვლა.თავს არ ვიმართლებ,უბრალოდ ავღნიშნავ.
რაც შეეხება იმას,რომ რატომ წავედით მაშველი ჯგუფი,თანაც 2 ქალი და თანაც ნასვამი.
მე სანამ ტელეფონზე ვლაპარაკობდი,მანამდე ჯგუფი დაეშვა დაბლა და დავრჩით მარტო 5 ადამიანი.მითხრეს,რომ გადაწყვიტეს მოსაძებნად წასვლა.გზა დიდი აბულისკენ ასე თუ ისე მე ვიცოდი და უნდა გავყოლოდი.ანკი როგორ დამეშალა ვინმესთვის წასვლა,როცა ჯგუფში გიორგი კივილაძე იყო,მისი და დაიკარგა და ეს 'გაპარვა' ფაქტობრივად ჩემი +ის კისერზე იყო.
აქ თუ ვინმე თვლის,რომ ჩვენ იქ გასართობად და შეგნებულად წავედით და დავიკარგეთ,დიდად შემცდარა! ჯითი,ალბათ გართობად ის ჩაგვითვალეთ,განძანიდან რომ გვირეკავდით და მე აქედან სიცილით გპასუხობდით.განა მე კი მეცინებოდა? ყველაზე ნაკლებად,მაგრამ პანიკა ამეტეხა?მეტირა? და ტქვენც ამეღელვებინეთ? რომელმა იცით რა ხდებოდა იქ,აბულის ტბებთან ღამით? გგონიათ ჩვენ ვერთობოდით და ქვედა ბანაკზე არ ვდარდობდით?რომ დილას ვიღაც სამსახურში მიდიოდა,ვიღაცას სახლში უცდიდნენ,ვიღაც ჩემზეც,და ყველა დაკარგულსა და არდაკარგულზე ნერვიულობდა? მედალს 2 მხარე აქვს!
ნასვამობას რაც შეეხება,რომელი იყო იქ მთვრალი,რომ ფეხი არეოდა,ან რამე ცუდი მოემოქმედებინა?
მე აბულებზე ბევრჯერ ვარ ნამყოფი და კიდევ არაერთხელ ავალ.უბრალოდ შოდას ჯგუფში იმიტომ 'ამოვყავი' თავი,რომ რაღაცეები მომეყოლა და რაც მიყვარდა მენახებინა..
ალბათ მომავალში :კარავზე: გასვლას მე არასდროს დავგეგმავ,ისევ მარტოს,ან თითქმის მარტოს მირჩევნია ახალი ადგილები აღმოვაჩინო და ძველს მივუბრუნდე. ყველა საკმარისად დიდად მივიჩნიე საიმისოდ,რომ სათითაოდ არ მიმეცა შენიშვნა და დემოკრატია მინდოდა ყოფილიყო.ვფიქრობდი,ეს ყველას გასვლა იყო და კარგი იქნებოდა სურვილები დამებალანსებინა. აღმოჩნდა,რომ შევცდი და არ მეყო საიმისო ძალა და სითამამე,ეს გამეკეთებინა.
იყო კიდევ მე2ე მომენტი: ჯგუფში უმეტესობა ჩემთვის უცნობი მოლაშქრე იყო + მე და შოდა დაგეგმვაში ისე განვსხვავდებით ერთმანეთისგან,როგორც ცა და დედამიწა.
ეს იყო ჩემი კომენტარი,რაც მინდოდა მეთქვა.
ყველაფრის მიუხედავად,მე კმაყოფილი დავრჩი გასვლით.
რამდენიმე კარგი ადამიანი და მეგობარი 'აღმოვაჩინე',იმედია მომავალში თანამოლაშქრეობის პერსპექტივით

))