


Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
Ketevan Guliashvili wrote:დართლოში ამ ქალბატონთან ვისადილეთ, საოჯახო სასტუმრო აქვს და სადილი რომ მოვითხოვეთ მასთან გაგვაგზვნეს. /ფასი 10 ლარი/
მისი შვილიშვილი ხატია გვეკელუცებოდა:)
ეგ ჰეღოს ნასოფლარია. დიკლოს არ იყოს, მაგასაც დიდი ლეგენდა უკავშირდება.ეს ნაგებობები კი მოპირდაპირე მთაზეა განლაგებული
ძალიან კარგად გვიმასპინძლა დამშეულებს:) /შემწვარი კარტოფილი, სალათი, ძველი ლობიო, საწებლები, წნილი, მოცვის ანუ ჟოლის მურაბაც არ მოგვაკლო, მარხვაზე ვიყავით და.../. კიდევ იყო ხაჭოსა და ზეთისაგან? /თუ არ ვცდები/ დამზადებულ კერძი, რომლის სახელიც ვერ დავიხსომე. ჩემდა სამარცხვინოდ ამ ქალბატონის სახელიც კი არ ვიცი, ისევე როგორც გირევში რომ გვიმასპინძლა.ელანიძიაანთ სასტუმროში იყავით ბესოსთან, "სამციხეში"?
guruli wrote:ახლა ჰეღოს ციხის აღების ლეგენდა.
ლეკები შემორტყმიან მაგ სოფელს, მაგრამ კარგად გამაგრებულ გალავანს ვერაფერი დააკლეს თურმე. თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულა ალყა, მაგრამ მეციხოვნენი ისე მყარად მდგარან თურმე, ვერაფერს აკლებდათ მტერი, საზოგადოდ, თუშებს სახლების, კოშკებისა და გალავნების ასაშენებლად ლეკები გადმოჰყავდათ, რომლეთათვისაც მშენებლობა მთავარი პროფესია იყო და ამით იყვნენ განთქმულები. ის გალავანიც მათი აშენებული ყოფილა და როცა საშველი აღარ ყოფილა, წასულან ლეკები, უპოვიათ ის ხელოსნები და მაგ ციხის საიდუმლო (ციხე-სოფელი - ძველად მთაში ამ სტილისა იყო თითქმის ყველა დასახლება) გვასწავლეთო. მშენებლებს ჯერ შორს დაუჭერიათ, ფიცი გვაქვს დადებული და ვერ გავტეხავთო... ჩაციებიასნ ესენი, მაგრამ არც ისინი ტყდებოდნენ თურმე... ამ ჭიდილშიც გვარიანი დრო გასულა, განა ცოტა, მაგრამ ბოლოს საქმეში მოლები ჩარეულან, ფიცის ახსნის მთელი რიტული ჩაუტარებიათ და მშენებლებსაც გაუმხელიათ საიდუმლო: მთავარი კარიბჭის პირდაპირ მთაზე ადით და კარების გასწვრივ კედელში დატანებულ თეთრ ქვას დაინახავთ. იმ ქვას თუ გამოაგდებთ, მერე კედელი თავისით ჩამოიშლებაო... ამის გაკეთება უკვე დროის საქმე იყო და ასე დაცემულა ჰეღო... მას სემდეგ აღარც აღდგენილა იგი... მოსახლეობის ნაწილმა ტყვეობას გაასწრო, ნაწილიც მერე გამოიხსნეს, მაგრამ მოსახლეობა იქ აღარ გაჩერდა. ჯერ, ძალიან მიუვალ ადგილზე, ციცაბო ფერდობზე ცხოვრობდნენ. თანაც, სოფელს არც ტყე უდგებოდა და არც სასმელი წყალიც უჭირდა. ამიტომ გადარჩებნილი მოსახლეობა იქიდან აიბარგა და რაც შეიძლება, შორს გამოეცალა საშიშ ზონას - ჭეშოში გადმოსახლდა... ვერ გეტყვით, რატომ არ დარჩნენ გირევში ან - ფარსმაში, რომელიც ძალიან დიდი სოფელი იყო და ჭეშომდეც მდებარეობს. სიმართლე გითხრათ, ამ ლეგენდაში ჩემთვის ისიც გაურკვეველია, ამ ხანგრძლივი ალყისას ჰეღოელებს მეზობლები რატომ არ დაეხმარნენ? სამი სოფელი ხომ იქვე იყო და სხვებიც მიასწრებდნენ... არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჰეღოს ციხის დაცემაზე ვაჟაც ლაპარაკობს ლექსში "ბაკური".