თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by datoforesti » 13 თებ 2012, 23:50

miqaeli
მართალი ხარ.... ან ყველას ქონდეს თავისთვის..

მე ვფიქრობ მაგაზე უკვე.....
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by CheLo » 13 თებ 2012, 23:58

მოკლედ მეგობრებო ახლა მოკლედ მოგიყვებით რა შემემთხვა.. იმის გამო რომ ფეხები ისე გამეყინა რომ თითებს ვერ ვამოძრავებდი და ვარაუდით დავდიოდი უკან მომავალმა მოლაშქრეებმა მალე მოახერხეს ჩემი წინ გავლილი დისტანციის აღმოფხვრა და მალე დამეწიენ.. თუმცა იქვე გადაწყვიტეს შესვენება და მე განვაგრძე გზა.. იმ იმედით რომ დამეწეოდნენ ისევ.. გზაში შიგა და შიგ ვჩერდებოდი და მათთან ერთად რომ მევლო ნამდვილად შევაყოვნებდი.. წინ წავედი და ამ დროს გზა ორად გაიყო.. ერთი სამანქანო გზა იყო და მეორე რაღაც ვიწრო ბილიკი. ამ დროს ჩამიქროლა დიდმა მანქანამ და მეც ამ გზას გაუყევი.. ისეთი სიბნელე იყო ძლივს ვხედავდი არემარეს.. მთვარეც ვერ ანათებდა და ტყეში მხოლოდ აჩრდილები ჩანდა.. დაიწყო საშინელი აღმართი და ავედი მთაზე.. სადაც ისე ჩამომიბნელდა ვეღარაფერს ვხედავდი.. ამ დროს ჩავრთე ჩემი მობილურის ფანარი და 2 წუთში ტელეფონიც დამიჯდა.. უცებ ქვემოთ მთის ქვედა ნაწილში ხეები განათდა და მივხვდი რომ ჩემიანები იყვნენ.. აქ კი წნევამ დამარტყა : )) დავიწყე განწირული ყვირილი და ღმერთის ნებით გავაგონე კიდეც ვიღაცას.. ამ დროს სულ სირბილით ჩამოვირბინე ის გაყინული დაღმართი (2ჯერ ძალიან მწარედ წავიქეცი) და სულ გინებ გინებით გავედი ვაკეზე.. ამ დროს ვეღარაფერს ვხედავდი და უცებ გამოჩნდა საიდანღაც გოგა (ლინუკას მეგობარი) რომელსაც არ დაეზარა და წამომიყვანა..
მე რომ ისინი არ შემემჩნია ალბათ 2 კმ.ში ნათლისმცემელს მივადგებოდი. თუ კარები ღია იქნებოდა ალბათ იქ გავათენებდიო ღამეს.. თუმცა ჩემი ხასიათი რომ ვიცი ისევ უკან ჩამოვიდოდი სიბნელეში და სადმე ხესთან მოვიკუნტებოდი სიბნელეში და დაველოდებოდი გათენებას.. ან მგელი თუ არ შემჭამდა ან კიდე -20 გრადუსში თუ არ დავემსგავსებოდი თოვლის პაპას მაშინ ხო კარგი მაგრამ დიდი შანსი იყო იმ ქვეყნად წავსულიყავი : ))) აი მოლაშქრეები კი დილამდე ვერ მიპოვნიდნენ...
Image

User avatar
bachuki-giorgadze
ბოდიალა
Posts: 297
Joined: 19 ივნ 2011, 16:53
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by bachuki-giorgadze » 14 თებ 2012, 00:02

datoforesti ყველას რომ ქონდეს რაცია მასე ცოტა არიყოს უაზრობაა ყველაფერს ჯობს წინ ვინც წავა მას ქონდეს და უკან წამომსვლელ ჯგუფს http://www.amazon.com/Motorola-MH230R-2 ... 45&sr=8-10 მაგალითად ეს მოტორლას ფირმის რაციები მშვენიერია ეხა 1000 კილომეტრით შორს არავინ ჩამორჩება და არარის საჭირო 300$ შეძენა მთავარია ხარისხიანი იყოს არიყოს ერთჯერადი

User avatar
bachuki-giorgadze
ბოდიალა
Posts: 297
Joined: 19 ივნ 2011, 16:53
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by bachuki-giorgadze » 14 თებ 2012, 00:14

CheLo :( კიდე კაი გაიგეს შენი ხმა არამგონია რომ ღამე გარეთ დილამდე გაგეძლო თან რომ წახვედით იმ ღამეს მობილურზე მიჩვენებდა -14 ეგ კასპში და ისე რა იქნებოდა ღამე ტყეში გათენებას დალოდებოდი .. ღმერთის წყალობით რაც მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა ..

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by datoforesti » 14 თებ 2012, 00:34

CheLo
ჩემი ფანრის სხივი დაინახე..და შენი განწირული ყვირილიც მე გავიგე..:)

bachuki-giorgadze
ვიგულისხმე რომ ყველა მოლაშქრეს უნდა ქონდეს..და ყველა ყოველ გასვლაზე ხომ არ იქნება..1 გასვლაში 2-3 რაციანი რომ არმოჩნდეს მშვენიერია....
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by datoforesti » 14 თებ 2012, 00:36

ისე რაციაზე რადგან მივიდა საქმე ჯობია კარავმა სიხშირის ლიცენზია შეიძინოს, რომ პრობლემები არ შეგვექმნას...
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by matroska » 14 თებ 2012, 00:37

თოვლის პაპა, თოვლის პაპააა! წინანი უკანაო და უკანანი კი წინაო... პირველობის კომპლექსმა კინაღამ არ დაგღუპა? იყიდე რა რაცია და ფული თუ მოგრჩება, მეც მიყიდე, ჩამორჩენის მანიას იქნებ გადავურჩე :)) კეთილის სურვილებით ლიკა!

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by shoda1121 » 14 თებ 2012, 00:37

აქვს კარავს რაციები და შეგიძლია გამოართვაო და მერე დააბრუნოო როცა გასვლას მოაწყობო მეუბნებოდნენ;
ვისა აქვს?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 14 თებ 2012, 00:39

მარტო ზურასკიარა,ნებისმიერს შეიძლებოდა შემთხვეოდა ეგ ამბავი.

შოდას უნდა მისცეთ 1 რაცია განსაკუთრებულად :D

მადლობა ღმერთს,ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა )

datoforesti
ჩემი ფანრის სხივი დაინახე..და შენი განწირული ყვირილიც მე გავიგე
დავით,პატრულები ჩართე რაა :P
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by shoda1121 » 14 თებ 2012, 00:41

და ისა, ის რომ ჯგუფი ერთად არ დადის ჩემი ბრალია;
ჩამკეტობის პრობლემა მოვაგვარე: თავიდან მე ვიყავი ჩამკეტი, ბოლოს მიქაელმა პირნათლად შეასრულა მოვალეობა! მაგრამ ჯგუფს რომ ერთად ეარა ვერ გავქაჩე ეგ : რაღაც მექანიზმი/სტრატეგიაა შესამუშავებელი :(
მე და მამუ შევჩერდით ერთი წუთით საქმეზე :) მახსოვს და წინ მიმავალი 5 კაცი ისე მიფრინავდნენ უკვე ძლივს დავეწიეთ :)
იმდენად რთული იყო ჯგუფის ერთად ტარება რომ მომენტში ისიც გავიფიქრე აღარ მინდა ასეთი ლაშქრობის კარავზე დადება ისევ ჩემით 2-3 კაცი წავიდეთ ისა სჯობია თქო ...
Last edited by shoda1121 on 14 თებ 2012, 00:48, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by datoforesti » 14 თებ 2012, 00:46

ცაბო
შენ რომ გიყურებ მშივდება...თან ხაჭოიანი:D
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 14 თებ 2012, 00:48

shoda1121
ანუ,რა გამოდის,თუ წინ მიდხარ,ავტომატურად კაი ტიპი ხარ?

მე რაღაც მომენტში ლამის დავკომპლექსდი,მარათონული რბენა ხომ არაა,ლაშქრობა იმისაა,რომ ხან ცას ახედავ,ხან მზეს,როგორ ამოდის,ხან ხეს..

ჩემი მოკრძალებული აზრით.

თუმცა,ვის ლაშქრობაშიც მივდივარ,იმის ქუდს ვიფარებხოლმე.

პირადად ჩემთვის,ყველაზე 'სასიამოვნო' მომენტი იყო უკანა გზა,იმიტომ,რომ ყველა ერთად მივდიოდით :))) ხალისიც მეტი იყო და მოტივაციაც
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by shoda1121 » 14 თებ 2012, 00:50

ცაბო
გეთანხმები ძამას ხეობაში უნდა წამოსულიყავი რო გენახა რას ნიშნავს მარათონული რბენა: აქ კიდე არა უშავს ბოლოში გამოვასწორეთ; იქ 12-15კმ თოვლში ზოგმა 2 საათში ჩაირბინა, ზოგმა 5ში
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 14 თებ 2012, 00:51

datoforesti wrote:ცაბო
შენ რომ გიყურებ მშივდება...თან ხაჭოიანი:D
ხოდა წამიყვანეთხოლმე ხშირად და სულ იქნება ხაჭოიანები :D :D
Image
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
bachuki-giorgadze
ბოდიალა
Posts: 297
Joined: 19 ივნ 2011, 16:53
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by bachuki-giorgadze » 14 თებ 2012, 00:58

datoforesti
აუცილებელია რამოდენიმე რაცია გეთანხმები იყიდება კომპლექტში 4 რაციაც არის მე რომელიც დავდე სამსახურში გვქონდა გამძლეა .. Image Image ეს მეორე უკეთესია -30 -40 უძლებს :roll:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]