Page 4 of 6

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 19:25
by Ketevan Guliashvili
გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სამოციქულო და სახარება მოვისმინეთ. მერე გავუდექით გზას.
გეზი ჩემი საყვარელი ჯუგაანისა და ტიბაანისაკენ ავიღეთ. ბავშვობის გემრიელ მოგონებად დამრჩა აქაური ლეღვი, ხალხზე და მათ იუმორზე ხომ არაფერს ვამბობ... ერთი გამახსენდა, მოხუცი ბებო ადგილის დათმობის მოსურნე ახალგაზრდას რომ ეუნებოდა. "იჯექი შვილო იჯექი, ჩემს გამო თავს ნუ გაიუბედურებ". მერე დაამატა ამ ახალგაზრდობისა ისეთი მადლიერი ვარო, რაც ცუდად ვხედავ, სულ დამდევენ - ბებო ჩაგიყვანოო?". მადლიერ ხალხს რა მოერევა.
ჰმ, არტემ ჭაჭანიძე - ლირიკა.

ეკლესიიდან ამოსულებმა "წეროები" ვითამაშეთ, ლევანიკომ მოიგო:)

სამარშრუტოში ასულებს მოგვშვიდა, ყბები ავამუშავეთ /ამ გასვლაში სულ ვჭამდით/. მძღოლის +მა შოთები გვიყიდა, ისიც დავამუშავეთ.

მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოთა სტეფანე ხირსელის მიერ დაარსებულ მონასტერში მივედით. ძველი ბაზილიკური ტიპის VI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის ადგილზე ახლა XIII საუკუნიდან მოყოლებული მრავალჯერ გადაკეებული დიდებული ტაძარი დგას.


Image

Uploaded with ImageShack.us


სტეფანე ხირსელის საფლავთან მისი დაუჯდომელი წავიკითხეთ.

დრო გვაჩქარებდა. სამარშრუტოში ასვლისთანავე ბჭობა დაიწყო სად წავსულიყავით, ოზაანში თუ ელიაზე თუ ორივეზე, ისმაელმა და შოდამ დროის შესაძლო დანახარჯები სულ წუთებით გათვალეს. ამასობაში ოზაანის მივადექით, გადაწყვეტილება თავისით მოგვადგა კარს. სამარშრუტო გაჩერდა თუ არა შეშით დატვირთული ურიკიანი მამაკაცი შეგვეგება, შოდამ ოზაანის ეკლესიის მისასვლელი გზები გამოიკითხა, ჩვენმა მასპინძელმა მეგზურობა შემოგვთავაზა, გვითხრა რომ ამ სოფელში 11 ეკლესიაა, და ეს სოფელი ძველად დიდი მნიშვნელობისა ყოფილა. ასევე გზიდან დაგვანახა სახლი და აღნიშნა რომ მის სარდაფში ფიროსმანის მოხატულობა აღმოუჩენიათ.
ფოტოზე ისმაილი, ჭელო, შოდა და ოზაანელი მეგზური.
Image

Uploaded with ImageShack.us

გზად ოზაანის ამაღლებისაკენ
Image

Uploaded with ImageShack.us

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 19:41
by Ketevan Guliashvili
თავიდან გაკვალული იყო, მერე გზა ორად გაიყო, ხელმარცხნივ მიმვალაი გზა გაკვალული იყო, ჩვენ კი პირდაპირ უნდა გვევლო გაუკვალავში. ორი ნაბიჯი არ გვქონდა გადადგმული ჯიპმა დააპიპინა, გაიწიეთო და გზაც გაგვიკვალა.

თავიდან ეს ნანგრევები გამოჩნდა
Image
By guliashvili at 2012-01-24

შემდეგ ამაღლებაც დავინახეთ. დიდებულია, დამეთანხმეთ.
Image
By guliashvili at 2012-01-24

Image
By guliashvili at 2012-01-24

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 19:53
by LEVANIKO
ნეტა ესე ძალიან უხარია ჩემი დანახვა :D
Image

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 19:54
by Ketevan Guliashvili
ფრესკები
Image
By guliashvili at 2012-01-24

Image
By guliashvili at 2012-01-24

Image
By guliashvili at 2012-01-24

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:01
by Ketevan Guliashvili
ოზაანი, ფრესკები

Image
By guliashvili at 2012-01-24

Image
By guliashvili at 2012-01-24

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:07
by shoda1121
ჩემი სურათების ბმული :)


http://mydisk.ge/download.php?id=erynabeqa

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:09
by shoda1121
ამ ფრესკას აქაც დავაკოპირებ:
საკურთხეველთანაა და ქეთევანი არ მიუახლოვდა არადა არაა ეს ეკლესია მოქმედი :



Image

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:13
by Ketevan Guliashvili
ოზაანიდან ჩამოსულებმა გდავწყვიტეთ ჯერ ხორნაბუჯი დაგველაშქრა, ხლო ელია დაბინდებისას გვენახა. შოდას მეგობრებმა მეგზურობა გაგვიწიეს და ხორნაბუჯისაკენ მიმვალ საფეხოსნო გზამდე მიგვიყვანეს.

სარკინიგზო ხაზი გდავკვეთეთ, ხმაურინა ქარხანას ჩავუარეთ გვერდი, მდელოსთან რომ მივედით ზურას აღფრთოვანებული შეძახილები გაისმა: ესაა! ის მდელოა მე რომ თოვლში ვიგორავე!

/ამაზე "იმედის ჯენტლმენებიდან" "вот оно - дерево!"გამახსენდა/.

გზად ცხოველების ნაკვალევი თუ ჩანდა. ბიჭები მაიმუნობდნენ და ერთ გადასახვევთან ისარი ცრუ მიმართულებით გახაზეს, არადა ნაფეხური იქით არ მიდიოდა! ხოდა ცაუსაფრდნენ, ცოტა ხანში ერთმა მართლაც სცადა იქით გადახვევა:D ბიჭების კმაყოფილებას საძღვარი არ ჰქონდა,რასაკვირველია ის ერთი გოგო იყო და ეს უფრო ამხიარულებდა საქმეს.


დომციკო.
Image

Uploaded with ImageShack.us

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:42
by Ketevan Guliashvili
შოდა, მარცხენა მხარეც თუ გადაიღე ისიც დადე რა. რა ფერებია!

ხორნაბუჯის ძირს გამოქვაბულთან დანარჩენებს დაველოდეთ, მერე ზურამ მზერა შეგვავლო, გაგვიღიმა და წინ წაგვიძღვა.

რამოდენიმე წუთში თვალწინ ველები გადაიჭიმა,

Image
By guliashvili at 2012-01-24
Image
By guliashvili at 2012-01-24
Image
By guliashvili at 2012-01-24
Image
By guliashvili at 2012-01-24
Image
By guliashvili at 2012-01-24

ბიჭებმა სიმაღლეები და ასაძრომები იქაც მონახეს და კიდეებზე წარბშეუხრელად დასეირნობდნენ.
ქართლოსი და ლევანიკო

Image
By guliashvili at 2012-01-24
Image
By guliashvili at 2012-01-24
ისმაილიც შეუერთდა, კარგი ფოტოაპარატით ვინც გადაიღეთ დადეთ ფოტო.
Image
By guliashvili at 2012-01-24

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 20:53
by shoda1121
ქეთევან მთლად ასეც ვერ შევიჭერი საკურთხეველში : მხოლოდ თავი შევყავი რომ ჩემს პირდაპირ რაც იყო ის მართლაც განუმეორებელი ფრესკები გადამეღო: თქვა გამყოლმაც რომ ფრესკები დროთა განმავლობაში ძალიან გაფუჭდაო მიმხედავი კი არა ჰყავს

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 24 იან 2012, 23:37
by CheLo
მე გოგოებში ვიყავი სულ ლევანიკო კი მარტო იღებდა სურათებს : ))))))))

Image

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 25 იან 2012, 01:03
by bavshvi
რაო სიზარმაცეო ??? - არავითარ შემთხვევაში !

მოკლედ, მე დიდი მთხრობელი არ ვარ (სამწუხაროდ) თუმცა მაქსიმალურად შევეცდები მოვყვე ამ დაუვიწყარი გასვლის შესახებ !

დავიწყოთ თავიდან.

შეკრების ადგილად დროზე მივედი, თუმცა აღმოჩნდა რომ ბოლო ვიყავი :) ანუ ამდენი ხალხი მე და ჩემს თანამგზავრებს გველოდებოდა :D მისვლის თანავე სამარშუტოში ადგილი დავიკავე და ჩემი მანქანა რედისონთან გავაჩერე (როგორც „ჭეშმარიტ“ ქართველს სიტი პარკი არ მაქვს :D). დანარჩენი ხალხი ვარკეთილთან ავიყვანეთ და გავეშურეთ კახეთისკენ.

გზად ზოგს ეძინა, ზოგი ბურას თამაშობდა და ზოგი სურათების გადაღებით იყო გართული :)

Image

Image

Image

როგორც ითქვა გათენებულიც არ იყო ვეჯინის ლავრისკენ რომ გავემართეთ
Image

Image

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 25 იან 2012, 01:10
by bavshvi
თუმცა ჩვენ ეს მშვენიერი ხედები და თოვლი გვამხნევებდა

Image

Image

Image

Image

Image

აქ პატარა ინცინდენტი მოგვივიდა :) გზა აგვებნა. ამ ბილიკს გაუყვა რაღაც ნაწილი და მეც მათ გავყევი

Image

თუმცა აღმოჩნდა რომ არასწორი მიმართულებით მივდიოდი, ამ ხალხმა დროზე მომისწრო და უკან გამომაბრუნეს, თუმცა წინ მიმავლებს მე უკვე ვერაფრით დავეხმარებოდი (ორგანიზატორები დაუკავშირდნენ და უკან გამოაბრუნეს)

Image

და აი ისიც გამოჩნდა, ვეჯინის ლავრა

Image

Image

ნუ რა თქმა უნდა თუ თოვლში ფეხი არ აგისრიალდა და არ წაიქეცი ისე რა აზრი აქვს თოვლს :D


Image

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 25 იან 2012, 01:15
by Ismail
აქედან ჩემი კამერით გადაღებული სურათები შეგიძლიათ გადმოიწეროთ:
http://allshares.ge/download.php?id=BFBB4E4667


ეს კი ხორნაბუჯზე გადაღებული ვიდეო: :)
http://www.youtube.com/watch?feature=pl ... _kXrbxwbwo


ხორნაბუჯზე მეორე ვიდეოც გადავიღე, ქეიფის დროს. მოქეიფეებს შემიძლია პირადად მივცე, FB-ზე მომწერეთ: http://www.facebook.com/profile.php?id=533318352 :)

თოვლიანი კახეთი 22.01.12

Posted: 25 იან 2012, 01:17
by bavshvi
შესასვლელში აი ეს უსაყვარლესი ძაღლუკა დახვდა. მე ცოტა არ იყოს მეშინია ძაღლების და ამიტომაც ახლოს არ გავკარებივარ, თუმცა სურათის გადაღებას კი არ დაგზარდით :)

ნახეთ რა საყვარლად უყურებენ ერთმანეთსს :D

Image

Image

მერე ტაძრის ეზოში შევედით და დავიწყეთ დათვალიერება/სურათების გადაღება

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image