უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 10 თებ 2012, 19:54
QAQUCA
ხომ არ მიცნობ ან მე ხომ არ გიცნობ შემთხვევით?

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 10 თებ 2012, 20:23
აქედან უკვე ის კლდეებიც მოჩანდა რომელთა შორისაცაა ის ჯადოსნური ტბები!
ყველაზე ლამაზი მაინც ცაშკიბული (3017 მ) იყო, რომელიც ღვთაებასავით დაჰყურებს ოხოჯეს!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი ხობისწყლის ხეობა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 10 თებ 2012, 20:30
ნელ-ნელა აქედანაც დავიძარით:
Uploaded with
ImageShack.us
გზაში სურათებსაც ვიღებდით: უკვე ალპურ ფერდობს მივყვებოდით და მთელი ფერდობი გადაჭრელებული იყო სხვადასხვანაირი ყვავილებით
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 10 თებ 2012, 20:35
მალე მივადექით ეგრეთ წოდებულ ნათიფურუს უღელტეხილს სადაც ბილიკი ორად იყოფოდა: მარჯვენა ბილიკი მარჯვენა ფერდობს მიუყვებოდა, ხოლო მარცხენა მარცხენა ფერდობით მიდიოდა პატარა ქოხისაკენ.
ნათიფურუს უღელტეხილი არასოდეს არ დამავიწყდება: ცასთან ასეთი სიახლოვე არსად არ მიგრძვნია: ხობისწყლის ხეობაში მოძრავი ნისლები იმდენად ახლოს მოჩანდნენ გეგონებოდა სადაცაა ხელით შევეხებიო!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
QAQUCA
- იეტი
- Posts: 1024
- Joined: 17 თებ 2007, 22:12
- Location: 27-ზე 791-ე
Post
by QAQUCA » 10 თებ 2012, 20:46
Bernar wrote:QAQUCA
ხომ არ მიცნობ ან მე ხომ არ გიცნობ შემთხვევით?

კარაველები ხომ ყველა ერთმანეთს იცნობს

ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 11 თებ 2012, 22:19
ეს პანორამა ნათიფურუს უღელტეხილზე
Uploaded with
ImageShack.us
ამ მცირე უღელტეხილიდან მესამე ქოხამდე 6-7 კილომეტრი გვქონდა გასავლელი. ბილიკი ხან ტყეში შედიოდა და ხან მაღალი ბალახით დაფარულ ფერდობს მიჰყვებოდა. მიუხედავად ამისა ბილიკი ძალიან კარგი გათელილი იყო და ამიტომ არსად არ დავეჭვებულვართ გზის სისწორეში. ტყიდან გამოსულები მალე გავეხვიეთ ნისლებში, რომელიც ხობისწყლის ხეობიდან ამოდიოდა.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ბილიკის ერთერთი მონაკვეთი
Uploaded with
ImageShack.us
და უამრავთაგან ერთერთი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 11 თებ 2012, 22:25
ნელ-ნელა დაღლა დაგვეტყო. ბილიკის აღმართ-დაღმართები მაინც თავისას შვებოდა. ამიტომ ხშირ-ხშირად გვიწევდა დასვენება. მოსაღამოვებული იყო, როდესაც ხობისწყლის ერთერთ შენაკადს მივადექით. ძალიან ლამაზი ადგილი იყო: უზარმაზარ ლოდებზე საკმაოდ მძლავრი ნაკადული მოჩქეფდა, ხოლო მაღლა კლდეებს ნისლი და ბურუსი ფარავდა. თუმცა სანახევროდ რადგან ალაგ-ალაგ მაინც ატანდა მზის სხივები.
Uploaded with
ImageShack.us
ეს ფოტო ძალიან მიყვარს რადგან ოდნავ მისტიკაში გადაჰყავხარ
Uploaded with
ImageShack.us
ჩვენც არ გვაწყენდა ამ ლამაზ ადგილას სურათების გადაღება
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 11 თებ 2012, 22:41
გადავკვეთეთ ეს ნაკადულიც და მძიმედ განვაგრძეთ გზა. მცირე აღმართის ავლის შემდეგ ტყეში შევედით და ასე 200 მეტრის გავლის შემდეგ პატარა მდელოზე გავედით. ამ მდელოს გავლის შემდეგ კი ხობისწყლის მომდევნო შენაკადის იქით პატარა ქოხი დავინახეთ! ეს იმას ნიშნავდა რომ ცოტა ხანში დასვენება გვეღირსებოდა!
ქოხი ცარიელი დაგვხვდა ხოლო იქიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა ხეობაზე!
ახლა უკვე ნამდვილად ღრუბლებზე მაღლა ვიყავით!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
პანორამების გადასაღებად შესანიშნავი ადგილი იყო:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Last edited by
Bernar on 11 თებ 2012, 22:51, edited 1 time in total.