ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by avtokh » 19 სექ 2011, 14:29

მშვენიერი ხალხის, ულამაზესი ხედების მშვენიერი ფოტოები. კსოვრელი ამდენი მანდილოსნებს მწყემსივით გადგათ? :D
Image

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 14:31

მწყემსივით კი არა, პიონერთ ხელმძღვანელია ეგ მოწოდებით :D მუდამ მკაცრი ტონი ჰქონდა და ჩაბარებული მეზობლის ბავშვებივით გვივლიდა :D
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by domciko » 19 სექ 2011, 14:41

ყოჩაღ ბავშვებო... ფანი ვააარ... :)) :*****

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:09

მოკლედ, დავტკბით რა კატიწვერას ეშხითა და სილამაზით, შოვისკენ ავიღეთ გეზი. ჩამოსვლა გაგვიჭირდა :) ეს იყო ალბათ ყველაზე რთული საღამო/ღამე მთელი გასვლის განმავლობაში :)
წამოვიდა წვიმა, ხუთივე დავსველდით და ძალიან გვციოდა. გზა საკმაოდ გრძელი იყო. ამასობაში მე წაქცევა მოვასწარი და ფეხი ვიტკინე. დედასთან მინდათქო ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ცოტაღა მაკლდა... :lol: :lol:
იყო ტალახი და ჭყაპი, ფეხი სრიალებდა. სხვა რა გზა ჰქონდა ალექსანდრეს, დაკოჭლებულს ხომ არ დამტოვებდა?! მომკიდა ხელი და მისი დახმარებით მივუყვებოდი ატალახებულ დაღმართებს. დანარჩენი გოგოები მხნედ იყვნენ, თუმცა აღტაცების შეძახილები მალე აღარ ისმოდა, ყველა დადუმდა და ერთი სული გვქონდა ჩაგვეღწია სოფლამდე.
გზაში დაგვიღამდა. ტყეში სიბნელეში მოგვიწია გზის გაკვლევა. თან წვიმდა და დაღმართი უსასრულო ჩანდა. აბსოლუტურად სველი გვქონდა ყველაფერი. გზაში მოვილაპარაკეთ, ის საღამო კოტეჯში გაგვეტარებინა და როგორც ალექსანდრე იძახდა ”რეაბილიტაციის” დღე მოგვეწყო შემდეგი დღისთვის.
ღამის პირველი საათისთვის (თუ უფრო გვიან არა) სოფლამდე ჩავაღწიეთ. გადავურეკეთ ნაცნობ დარაჯს, კოტეჯის ამბავი რომ გვეკითხა. გვითხრეს, კოტეჯი ხელმისაწვდომი იყო და ჩვენც გახარებულები დავადექით გზას იმ იმედით, რომ მალე ბოლო მოეღებოდა ამ ტანჯვას და მოვისვენებდით.
დანიშნულების ადგილამდე დაახლოვებით 2 კილომეტრი გვქონდა დარჩენილი, როცა ჩვენს ”ასაყვანად” ე.წ. ”მარშუტკა” წამოგვეწია, რომელიც ჩვენს ნაცნობ დარაჯს გამოეგზავნა.
მალე ჩვენს პანსიონატში (თუ ტურბაზაში)მივედით. სამწუხაროდ იქ მოულოდნელი უსიამოვნება შეგვემთხვა. დაგვხვდნენ ნასვამი ადგილობრივი ხეპრეები, შეგვიპატიჟეს ერთ-ერთ კოტეჯში და ჩვენთან ერთად ქეიფს აპირებდნენ :D :D ალექსის სასტიკი წინააღმდეგობის, ჩვენი ერთობლივი ძალიანობის, ათასი ახსნა-განმარტების და ხვეწნის შემდეგ და იმის მერე რაც ჩაი ფაქტიურად ძალით გვასვეს, გამოვედით კოტეჯიდან და ჩვენი შეკვეთილი ოთახი მოვიკითხეთ. ჩვენს იმედგაცრუებას და გაბრაზებას ზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთ-ერთმა მთვრალმა მასპინძელმა ერთ-ერთ კოტეჯში შეგვიყვანა და გვითხრა - ეს ჩემი ოთახია, მე აქ ვცხოვრობ და მძინავსო, თქვენც შეგიძლიათ აქ დაიძინოთ და მე გვერდით ოთახში ვიქნებიო. შევეცადეთ აგვეხსნა, რომ ჩვენ ქირაობა გვინდოდა კოტეჯის და არა ვიღაცის ოთახში შესახლება, რაზეც გვიპასუხეს, რომ სხა კოტეჯების გასაღებები არ ჰქონდათ და ვერსად შეგვიშვებდნენ :) ამის გარდა, ოთახი, რომელშიც გვიშვებდნენ არ იკეტებოდა (ნუ ასე გვეუბნებოდნენ ყოველშემთხვევაში) და იქ გარდა იმ ერთი ადამიანისა სხვებიც ათენებდნენ ღამეებს :D
მოკლედ, შოკირებულნი და გაბრაზებულები წამოვედით უკან... ამ დროისთვის უკვე 3 საათი შესრულდა. გარეთ არავინ იყო, ვისაც ღამის გასათევს ვთხოვდით. კარვის გასაშლელ ადგილსაც ვერ ვიპოვიდით. თან ყველაფერი სველი გვქონდა. გადავწყვიტეთ მეორე ტურბაზაში წასვლა და ოთახის ქირაობა. როგორც იქნა მივაღწიეთ ტურბაზას, მაგრამ რად გინდა? ყველაფერი დაკეტილ-ჩარაზული დაგვხვდა. ვეცადეთ პატრონისთვის ხმა მიგვეწვდინა: ვიძახეთ, ვიყვირეთ, მაგრამ არავინ გამოჩნდა. სხვა გზა არ გვქონდა, ის ღამე გარეთ უნდა გაგვეტარებინა :) მოვნახეთ ერთი შედარებით მშრალი ადგილი, გავშალეთ ჩვენი საგებელი, გავეხვიეთ საძილეებში და დავიწყეთ ლოდინი, იმედი გვქონდა გამთენიისას ვინმე ცოცხალი ჩაივლიდა და რამე სასარგებლოს გვეტყოდა :D
ერთმანეთს ვაღვიძებდით, ვცდილობდით არ ჩაგვძინებოდა, რადგან ჩაძინებულებს უფრო შეგვცივდებოდა, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით (შეძლებისდაგვარად), მაგრამ ბოლოს ყველა გავითიშეთ და მიგვეძინა :)
დაახლოვებით დილის 7 საათზე გამოგვეღვიძა. ალექსიმ როგორც იქნა მიაწვდინა ხმა ტურბაზის ”დირექტორს”, რომელსაც თურმე ღრმად ეძინა და ხმამაღალი მუსიკა ჰქონდა მთელი ღამე ჩართული, ამიტომ ვერ გაუგია ჩვენი ძახილი ღამით. მივიღეთ კოტეჯის გასაღები და გავეშურეთ დასაბინავებლად. ოთახი საბჭოთა დროს ნაყიდი დამტვრეული ავეჯით იყო გაწყობილი. გარშემო იმდენი მტვერი იყო, სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდის შემდეგ იქ არც არავინ შესულა :) მაგრამ ვინ ჩიოდა ამ ამბავს, ჩვენს საძილეებში გავეხვიეთ და დავიძინეთ.
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:13

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:14

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:15

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:15

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:16

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:16

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:17

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:18

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:44

ის დღე, როგორც ჩვენი ბელადი დაგვპირდა, რეაბილიტაციის დღედ გამოცხადდა. კარგად გამოვიძინეთ და დავისვენთ. შუადღისით მე და მარიამო ”საშოვარზე” წავედით :) მოვიარეთ სოფელი, ვნახეთ პურის და ყველის გამყიდველი, ვიყიდეთ საჭმელი, რისთვისაც ალექსანდრეს წყრომა დავიმსახურეთ :) და საღამოსკენ სასიამოვნო ვახშამი მოვაწყეთ, რომელსაც ქსოვრელი ”არასანქცირებულ ღორობას” ეძახდა, ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს კონსერვანტებით გაჯერებულ საკვებს და გაოცებას ვერ მალავდა ჩვენი მადის გამო :D :D
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:45

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
ზემო რაჭა 10.09.11 - 17.09.11

Post by Maiko-adventurous » 19 სექ 2011, 15:45

Image
I am not an adventurer by choice but by fate.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]