დაღამდა – ჩავედით ამბროლაურში...
ვიყიდეთ რაღაც რუღაცეები და დავიწყეთ ფიქრი შემდეგ გეგმებზე..
ლაბეჭინას გამო პირველი დღიდან ამოვარდა ზემო კრიხი და ბარაკონი..
არჩილამ მინდაციხესთან არისო საბანაკე ადგილიო
მაგრამ –
ბარაკონი, მინდაციხე და მრავალძალი ერთ მხარეს იყო, ზემო კრიხი კი მეორეს
წინ და უკან რომ არ გვერბინა გადაწყდა დაბანაკება კრიხთან (ქვემო კრიხში) და დილიდან ჯერ ზემო კრიხის ნახვა და მერე ბარაკონი–მრავალძალის...
შევედით კრიხში, მივედით სოფლის ბირჟასთან – იქ ბიჭები იდგნენ ლუდით... ვეკითხებით ეკლესიასთან ხომ არ არისო საბანაკე ადგილიო..
გამოგვყვა იქაური გიზუკა კუბლაშვილი – ჩაჯდა მანქანაში ჩვენთან, გაგვესაუბრა.. დღეს კრიხობააო - გაგვახარა..
განახებთ ეკლესიას (ჩვენი აღდგენილიაო) და იქ საბანაკე ადგილიცაოო.
მიგვიყვანა ძლივს ორი სამარშრუტო ეკლესიასთან, მივბობღდით... ჰოდა....
რას ვხედავთ – სასაფლაოა გარშემო..
– აქ უნდა დავბანაკდეთ მეთქი?????
– აგერ ეკლესია – იგერ ჩემი ეზო – ღობეს იქეთო – კაი ადგილიაო...
– სასაფლაოზე დავბანაკდეთ თქო??
გიზუკა გვეუბნება:
– ეგ არაფერი – მაგენიო (სასაფლაოსკენ გაიქნია ხელი) არ შეგაწუხებენო – არ იხმაურებენო...
მეორე მანქანის მძღოლი აპიპინებს გადარეული
სასაფლაოს დანახვაზე თურმე ციცო დეიდას კინაღამ გული წაუვიდა...
