30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
არჩილ,რა ლამაზი ყვავილი მოგიძებნია!ყოჩაღ მაგასაც და შენც! ამხელა გზიდან ჩატანილი მინდვრის ყვავილი რომ გაიხარებს,საოცრებაა პირდაპირ!!!
- Teo_Giorgobistve
- ბილიკზე მოარული
- Posts: 86
- Joined: 09 აგვ 2010, 16:54
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
დიდი მალობა მეგობრებო, მშვენიერი გასვლა იყო
მართალია, მეც სხვებივით ვერ ვიყოჩაღე და სამარშუტოთი მგზავრობა ვარჩიე, თუმცა დრო ნამვილად საინტერესოდ და კარგად გავატარე

მართალია, მეც სხვებივით ვერ ვიყოჩაღე და სამარშუტოთი მგზავრობა ვარჩიე, თუმცა დრო ნამვილად საინტერესოდ და კარგად გავატარე

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
მოგზაურობა ხევსურეთში
30 ივლისის დილა ჩვეულებრივზე ბევრად ადრე დაიწყო. ხუთის ნახევარი იყო, საწოლიდან წამოვდექი და აბაზანას მივაშურე... ერთადერთი ვიზეც ამ დროს ნამდვილად არ ვფიქრობდი "თბილისის წყლის" ტექ. პერსონალი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ონკანი მოუშვი და წყლის მაგივრად ჰაერი გამოვიდა, მათზეც დავიწყე ფიქრი...... ბევრი წვალების შემდეგ, დაახლოებით 5:20-სთვის მზადყოფნა გამოვაცხადე და გზას გავუყევი.
მოკლედ, დაახლოებით 5:55-თვის, ჩემმა ჭიჭიკომ ამ დიდი გასვლის სამი დიდი წევრი სამთო ქიმიის ტერიტორიებთან მიაბრძანა და თვითონ კი ადგილი იქვე, უკანა ეზოში ჰპოვა.
გასვლა დილის 6-ზე იყო დათქმული, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო რამოდენიმე ურჩმა წევრმა შეკრების ადგილზე მოსვლა დააგვიანა. ეგ არაფერი... ნელ-ნელა ვიკრიბებოდით და უცებ ორგანიზატორმა დასჭექა - წავედითო. ყველამ დავიწყეთ სამარშუტოსკენ სვლა.
ერთის შეხედვით გეგონებოდა რომ ყველა მეგობრული, თბილი და ტკბილი განწყობით მოდიოდა მთაში, მაგრამ ჯერ ადგილიდან დაძრულებიც არ ვიყავით რომ უცებ სამარშუტოს უკანა რიგებში ორმა მანდილოსანი ადგილების გაყოფის პრობლემას გადააწყდა. საქმე იმაზე მარტივად იყო ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ერთ-ერთი მათთაგანი უფრო ადრე მოსულიყო და შესაბამისად თავისი ზურგჩანთით თავისთვის ადგილი დაეკავებინა. მოგვიანებით მეორე მოვიდა. დაკავებული ადგილი მოეწონა, იქ მდებარე ზურგჩანთა სხვა ადგილას გადადო და ის სავარძელი თავისთვის დაიკავა. მოკლედ ბევრი საუბრის შემდეგ უპირობო ვერდიქტი პირველ მომსვლელს გამოუტანა მეორემ "შენ ჩემს კარავში ვერ დაიძინებ"... მოკლედ, ყველა დავჯექით - ვინ როგორ და ვინ როგორ - და გზას გავუდექით. დიღმის გზაზე ერთი თბილი მანდილოსანი დავიმატეთ, ხოლო ბაზალეთის გადასახვევთან კი უხუცესი (ორი ჯოხით
)
ამ დროისთვის სულ 18 კაცი ვიჯექით სამარშუტოში, აქედან 16 ჩვენი გუდნის წევრი იყო, 1 მძღოლი (აგრეთვე ჩვენიანი) და 1 მარტო წამოსული, რა ვიცი, თვითონ ასე ბრძანა.

გზად პირველი ფუნდამენტალური გაჩერება კორშაში მოვაწყვეთ... აბა ამდენი ხანი სოკოს დაუკრეფავად ვის უვლია.... მანქანის გაჩერდა, ხალმაც მიწისკენ სწრაფვა დაიწყო. სანახაობა საოცარი იყო - ვინ როგორ გადმოდიოდა - კარიდან, თუ ფანჯრიდან.... მას შემდეგ რაც ყველა მიწაზე იდგა კვლავ უცებ გავიფანტეთ, ნაწილი მაღაზიაში წავიდა ლუდის შესაძენად ნაწილმაც კი სათბურში მოსახვედრად დაიკავა რიგი.

ამ ნამდვილად საჭირო გაჩერების შემდეგ გეზი დათვიჯვრის უღელტეხილისკენ ავიღეთ. მე პირადად პირველად ვიყავი ხევსურეთში, ასე რომ გზითაც დიდად მოვიხიბლე და უკვე წამოდგენილი მქონდა თუ რა მელოდა წინ. გავჩერდით - თურმე დათვიჯვრის უღელტეხილზე მოვსულვართ, რომელიც პირაქეთა ხევსურეთს პირიქითასგან ჰყოფს. უცებ დავიფანტეთ, სურათები გადავიღეთ და დავილოცეთ. უღელტეხილიდან საოცარი ხედები იშლებოდა....

როგორც სჩანს სიმაღლემ ცუდად იმოქმედა ამ ორ უსაყვარლეს ადამიანზე და უცებ მემგონი დაიძაბნენ, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ უბრალოდ ოჯახური თანაცხოვრების ერთი უმნიშვნელო ეპიზოდი გაითამაშეს... დავინტერესდი და ესე მითხრეს სურათი რომელ მხარეს გადაეღოთ თურმე იმაზე მსჯელობდნენ
:-):-)

ეს კი დალოცვის პატარა ეპიზოდი:

დიდი ხანი არ იყო გასული, რომ უხუცესმა დინჯად განაცხადა - ფეხით სასიარულო ბევრია, ასე რომ სჯობს დროზე წავიდეთო. ხოდა ჩვენც, როგორც მორჩილებმა, ყველამ თავისი ადგილი დაიკავეთ და გზა განვაგრძეთ. დაახლოებით 5 წუთში ისევ გავჩერდით. ამჯერად უკვე ორად ვიყოფოდით. 10-ნი ფეხით, ხოლო დანარჩენი 6 და ის ერთი მანქანით. შეხევდრის ადგილი არდოთი იყო.
სამარშუტოდან ჩამოვედით და გზას გაუყევით... ხედები კვლავაც საოცარი იყო... ჩანდა მყინვარიც, ჭაოხებიც, ბევრი ლამაზი ფერი და საოცარი ყვავილები....

ჩანართი: გზად ორი პოლონელი შემოგხვდა. თუშეთიდან მოდიოდნენ, ხესურეთი უნდა გაევლოთ და ყაზბეგში მიდიოდნენ. სულ მაინტერესებს როგორ იციან ეს გზები ამ უცხოელებმა?

დაახლოებით ერთ საათში, ჩვენს მაქსიმალურ სიმაღლეს მივაღწიეთ (2900 მ), ჯგუფური სურათები გადავიღეთ. ორი მხრიდან ორი ულამაზესი მწვერვალი ჩანდა, ერთი მყინვარი, ხოლო მეორე თებულო. ქვემოთ დავეშვით.

პირველი ნაწილის დასასრული
გაგრჩელება იქნება (ოდესმე)...
სურათზე ბმული კი შემდეგია:
კარვის ლოგოთი - http://www.filefactory.com/file/cdb21e8 ... i_2011.zip
ლოგოს გარეშე - http://www.filefactory.com/file/cdb513c ... o_logo.zip

Last edited by Tengo on 09 აგვ 2011, 01:01, edited 2 times in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
ქვეყანა შემოვიაროთ
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
ყველა სურათია თენგო???

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
ვნახე სურათები მაგრამ ძირში ყველას კარავი უწერია... მე კიდე ზოგის დაბეჭდვა მინდა და ეს კარავი რით მოვაშორო ბლინ!!!!!!!!

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
CheLo
ეს კარავი რით მოვაშორო - რას ნიშნავს?
ლოგოს გარეშე სურათების ბმული იხ. ზემოთ. რაც შეეხება "ვიწრო და გრძელს" - ეგეთი ფორმატია 16:9-ზე....

Last edited by Tengo on 03 აგვ 2011, 12:12, edited 1 time in total.
წამოდი ერთად ვიაროთ...
ქვეყანა შემოვიაროთ
ქვეყანა შემოვიაროთ
- aragvispireli
- ბოდიალა
- Posts: 295
- Joined: 02 აგვ 2011, 22:27
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
მე ძალიან მომცონს არ მოაშორო!Tengo wrote:CheLo
ეს კარავი რით მოვაშორო - რას ნიშნავს?
დღეს დავდებ სურათებს ლოგოს გარეშე. რაც შეეხება "ვიწრო და გრძელს" - ეგეთი ფორმატია 16:9-ზე....

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
CheLo - ლოგოს შეგნებულად ადებენ ფოტოებს ავტორები, რადგან მერე ბევრი ითვისებს სხვის სურათებს და კომერციული ან რამე ამგვარი მიზნით იყენებს. ამდენად, ნურც მომავალში გაგიკვირდება, ლოგოს თუ ნახავ ფოტოებზე. რომელი ფოტოც მოგწონს, დაუპიემე ავტორს და თუ თანახმაა, მოგცემს, თუმცას თენგოს ულოგოო ბმულიც დაუდია ზევით, პმ-ც არ გინდა. 

30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
Archil wrote:domciko
გასვლის დაწყებიდან ხუთ საათნახევარში უკვე ძველ ხახაბოს მივადექით.
სიმაღლეში 2060-მდე ჩამოვედით.

ძველ ხახაბოსთან მისვლისთანავე ხატი დავანახე კარველებს და ავუხსენი რომ მათთან ახლოს მისვლა აკრძალულია, განსაკუთრებით გოგოებისთვის.
ესეც ხატი, კახა უღებს უკვე სურათებს

ძველი ხახანო

ესეც ქედზე

ესეც იანო

ესეც ჩანჩქერი ძველ ხახაბოში

ერთი იქაურიმურია არ გადამიღია, თორემ სხვა ყველაფერი აქაა მგონი

მასპინძელი არ დაგვხვედირა.
მწყემსი შემოგვეხმიანა. ოთხნი ვართო ეხლა ხახაბოშიო. ზამთარში პაატაც მიდის ბარშიო. ანუ იკეტება უკვე ხახაბო ზამთრობით.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
მოგვიანებით მოგესალმებით ხევსურეთის ამ ულამაზესი გასვლის მონაწილეებსა და სრულიად კარავს! ცოტა ვიზარმაცე და ამ ულამაზესი მხარის ამსახველი ფოტოები აქამდე ვერ დავდე კარავის გვერდებზე. ამიტომ ვეცდები,ახლა მაინც აღვასრულო ეს დიადი საქმე. 

-
- მაწანწალა
- Posts: 464
- Joined: 08 დეკ 2008, 11:13
30-31 ივლისი - შატილი დათვიჯვარი-ხახაბოს გავლით
[URL=http://www.radikal.ru]
[/URL
]ხევსურეთისაკენ მიმავალი არც ისე გრძელი,მაგრამ თავბრუდამხვევი გზა...