არ ვიცი, რომელს გულისხმობ, მაგრამ მაგ პოსტში ქუმელაურთის ფოტოები მხოლოდ ბოლოსაა, ზემოდან მერვე ფოტო კი სოფელი ხახაბოა, ომალოს გაღმა, დასავლეთით. ეგეც ძალიან ლამაზი სოფელია. მაგის ტავზე რომ მთებია, იქიდანაც კარგი ხედებია გომეწარზეც და ჭანჭახოვანზეც.მთაზე შეფენილი სოფელი ქუმელაურთაა
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Naia
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ნაია, რა კარგად წერ :*
იცი როგორ ვკითხულობ ?! სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს...
ამ სილამაზის ხილვა ხომ წინ მაქვს....
იცი როგორ ვკითხულობ ?! სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს...
ამ სილამაზის ხილვა ხომ წინ მაქვს....
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ნაი ამ კვიცს რამე აწუხებდა თუ ისე უბრალოდ წევს???
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
არა, უბრალოდ წინადადება ვერ დავალაგე კარგა: პატო = პატაპუტინაguruli wrote:KSOVRELI????? ორეთზეა ლაპარაკი?პატოს ტბის

Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
ტბაზე დიდხანს გავჩერდით. მერე კი იქიდან ფეხით დავეშვით. ციცაბო დაღმართები იყო და გამყოლებმა გვითხრეს, რომ ცხენით დაშვება გაგვიჭირდებოდა.
ქუმელაურთაში მალე ჩამოვედით, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და შორენამ გადაწყვიტა, რომ ქუმელაურთიდან მანქანით წავსულიყავით დიკლოში (ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო!).
იქვე პიკაპის ტიპის მანქანა დავინახეთ, მძღოლს მოვურიგდით და ძარაზე მოვთავსდით.
მძღოლმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და თუშეთის ვიწრო გზებზე გაქროლდა
თავიდან თავს ვიკავებდით და ხმას არ ვიღებდით, მაგრამ მძღოლმა რომ ძალიან გაუტია და ვიწრო მისახვევ-მოსახვევებს არად დაგიდევდათ და აღმართებისა და დაღმართების გამო ჩვენ ხან პიკაპის ძარის ბოლოში ვეყარეთ და ხან თავში, ხმას ავუწიეთ და ავკივლდით
თავი 'ამერიკულ მთებზე' გვეგონა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ საიმედოდ ხარ დამაგრებული, აქ კი ხელის ნორმალურად ჩასაჭიდებელიც არ იყო, რომ თავი შეგვემაგრებინა. რა თქმა უნდა, 1 ფოტოც ვერ გადავიღე (ორივე ხელის გაშვება და ძარაზე გადაგორება ერთი იყო
ომალოში 2 წუთით შევჩერდით, დრო ვიხელთე და მძღოლს მორიდებით შევაპარე: 'ჩვენი კივილი არ გესმით-თქო?" იმანაც "მე მგონია რომ გიხარიათ და იმიტომ კივიხართ, ამიტომ უფრო ვუმატებ სიჩქარესო" 
შენაკოსთან 2 წუთით გავჩერდით და ეს ფოტოები მაშინ გადავიღე


მოკლედ, რაც ცხენებმა ვერ დაგვაკლეს, იმ პიკაპმა დაგვმართა. დიკლოში რომ შევედით მანქანიდან წელში მოხრილები, დაბეჟილ-დაბეგვილები გადმოვედით და გაჭირვებით წავედით ჩვენი სასტუმროსკენ. მთელი სოფელი თურმე ჩვენზე ხალისობდა. დიკლოში დარჩენილი კარველები თურმე დარდობდნენ, ტბაზე რომ ვერ წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენს დანახვაზე, დარწმუნებული ვარ, გულში გაუხარდათ, რომ არ წამოვიდნენ
დიკლოში აი, ასეთი სურათი დაგვხვდა: პერწკლს წინსაფარი აეფარებინა და ხინკლებს ახვევდა, დანარჩენები კი დიასახლისს ეხმარებოდნენ.









ქუმელაურთაში მალე ჩამოვედით, მაგრამ უკვე საღამოვდებოდა და შორენამ გადაწყვიტა, რომ ქუმელაურთიდან მანქანით წავსულიყავით დიკლოში (ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო!).
იქვე პიკაპის ტიპის მანქანა დავინახეთ, მძღოლს მოვურიგდით და ძარაზე მოვთავსდით.
მძღოლმა მანქანა ადგილიდან მოწყვიტა და თუშეთის ვიწრო გზებზე გაქროლდა




შენაკოსთან 2 წუთით გავჩერდით და ეს ფოტოები მაშინ გადავიღე


მოკლედ, რაც ცხენებმა ვერ დაგვაკლეს, იმ პიკაპმა დაგვმართა. დიკლოში რომ შევედით მანქანიდან წელში მოხრილები, დაბეჟილ-დაბეგვილები გადმოვედით და გაჭირვებით წავედით ჩვენი სასტუმროსკენ. მთელი სოფელი თურმე ჩვენზე ხალისობდა. დიკლოში დარჩენილი კარველები თურმე დარდობდნენ, ტბაზე რომ ვერ წამოვიდნენ, მაგრამ ჩვენს დანახვაზე, დარწმუნებული ვარ, გულში გაუხარდათ, რომ არ წამოვიდნენ

დიკლოში აი, ასეთი სურათი დაგვხვდა: პერწკლს წინსაფარი აეფარებინა და ხინკლებს ახვევდა, დანარჩენები კი დიასახლისს ეხმარებოდნენ.









Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
არა, ისვენებსeloiza wrote:ნაი ამ კვიცს რამე აწუხებდა თუ ისე უბრალოდ წევს???

ნინი_85 wrote:
ნიინ, ძალიან კარგად წერ, აი ისე როგორც ამ თემას შეესაბამება
მადლობა ნინ :*
დიდი მადლობა, იაკო :*Iako. wrote:ნაია, რა კარგად წერ :*
იცი როგორ ვკითხულობ ?! სახეზე სიამოვნების ღიმილი დამთამაშებს...
ამ სილამაზის ხილვა ხომ წინ მაქვს....
სიამოვნება იქ რომ ახვალთ მერე ნახე

Last edited by Naia on 22 ივლ 2011, 13:01, edited 1 time in total.
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
დიკლოში რომ შევედით, კალმიკამ დამირეკა: 'ჩემს მეგობარ მამუკას (გზის გაკვლევაში ვინც დაგვეხმარა) თქვენი გაცნობა უნდა. გაუგია, რომ დღეს საკლავი დაგიკლავთ და მკითხა არ დამპატიჟებენო?
' რა თქმა უნდა, სიხარულით მოვიპატიჟეთ მამუკა. ვახშამზე რომ დავსხედით, კარგა ხანს არ ჩანდა. გარეთ გამოვედი და მასპინძელს ვუთხარი ასეთ და ასეთ კაცს ველოდებით-თქო. აღმოჩნდა, რომ მამუკა დიდი ხნის ჩამოსული იყო და ჩვენი სახლის გარეთ, მოხუცებთან ისხდა. შიგნით კი არ შემოდიოდა, ერიდებოდა
ეს რომ ჩვენმა ბიჭებმა გაიგეს, მაშინვე გამოცვივდნენ და სულ ძალის ძალით შემოიყვანეს მამუკა 


სუფრაზე ბორჯომის ბოთლებში პატაპუტინას პლიუსის, დათოს მიერ გამოხდილი ცეცხლოვანი სითხეა. დავლიეთ თუ არა, ყველა გაღიმებულები დავრჩით და ცეკვა-თამაშის ხასიათზე მოვედით. ლაშამ ფანდური მოიმარჯვა და დაიწყო...




ჩვენი მხსნელი მამუკა








სუფრაზე ბორჯომის ბოთლებში პატაპუტინას პლიუსის, დათოს მიერ გამოხდილი ცეცხლოვანი სითხეა. დავლიეთ თუ არა, ყველა გაღიმებულები დავრჩით და ცეკვა-თამაშის ხასიათზე მოვედით. ლაშამ ფანდური მოიმარჯვა და დაიწყო...





ჩვენი მხსნელი მამუკა




Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
Naia
ჰო, მართლა - დანოში თუ ავიდა პერწკლი?
საინტერესო იქნებოდა მისი მისვლა მშობლიურ სოფელში.
პ.ს. ჰუჰ, ფოტოებში რა კოტრები ჩანს!
KSOVRELI

აჰა - უყივლა გენმა?დიკლოში აი, ასეთი სურათი დაგვხვდა: პერწკლს წინსაფარი აეფარებინა და ხინკლებს ახვევდა,

ჰო, მართლა - დანოში თუ ავიდა პერწკლი?


პ.ს. ჰუჰ, ფოტოებში რა კოტრები ჩანს!

დაიმხეთ თავზე დიკლო, ხომ?ლაშამ ფანდური მოიმარჯვა და დაიწყო...


KSOVRELI
არა, უბრალოდ წინადადება ვერ დავალაგე კარგა: პატო = პატაპუტინა



Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
guruli wrote:Naiaკი, ავიდა, და მისი ფოტოები პირწიგნაკზე დევს. იმედია აქაც ატვირთავსჰო, მართლა - დანოში თუ ავიდა პერწკლი?![]()
საინტერესო იქნებოდა მისი მისვლა მშობლიურ სოფელში.
მარტო ჩვენ არ დაგვიმხია თავზე დიკლოკოცონთან ადგილობრივებიც შემოგვიერთდნენ და 1-2 სიმღერა იმათაც გვიმღერეს
Diklo9-ს სახელობის დოღი სოფელ დიკლოში
დოღი დამთავრდა თუ არა, შენაქოელი ცხენოსნებიც გამოჩნდნენ. 2 საათის დაგვიანებით მოვიდნენ და საკმაოდ შეზარხოშებულები იყვნენ
მასპინძელს ეხვეწებოდნენ 'დოღში ხომ არ მიგვაღებინეთ მონაწილეობა და 1 ჭიქა მაინც დაგვალევინეთო' 
ნელ-ნელა სუფრა გავშალეთ და ყველა ერთად შემოვუსხედით. ძალიან საინტერესოა თუშური სუფრის წესები და ტრადიციები. ჩვენი თანაკარაველის დათოს, იგივე დიკლო-9-ს შესანდობარი არაერთხელ შევსვით.

აქ ალუდი შემოაქვთ















ნელ-ნელა სუფრა გავშალეთ და ყველა ერთად შემოვუსხედით. ძალიან საინტერესოა თუშური სუფრის წესები და ტრადიციები. ჩვენი თანაკარაველის დათოს, იგივე დიკლო-9-ს შესანდობარი არაერთხელ შევსვით.

აქ ალუდი შემოაქვთ














Last edited by Naia on 22 ივლ 2011, 15:01, edited 1 time in total.