უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 14 მაი 2011, 15:17
გზა გავაგრძელეთ მაგრამ ბილიკი რამდნიმე მხარეს იყოფოდა. თითქმის ყოველი მხარე ვცადეთ, მაგრამ არცერთი არ ჩადიოდა ხეობაში. წინ კი საკმაოდ ციცაბო ფერდობი გვქონდა ჩასატანი. უკან დაბრუნების დრო აღარ იყო ამიტომაც პირდაპირ კლდეზე ჩაბობღება გადავწყვიტეთ. პირველი ჯონი დაეშვა და ჩვენ უკან მივყვებოდით. გზამკვლევი გვამხნევებდა არც ისე საშიშიაო მაგრამ როგორ გეკადრებათ. ისეთი საშინელი ციცაბო იყო რომ ჩვნი სიცოცხლე რამდენჯერმე რამის გაბზარულ ბეწვზე დავკიდეთ. კლდე სველი იყო და დასხლეტის საშიშროება იყო. რამდენიმე მომენტში თითებით ვეკიდეთ და მომდევნო მოსაკიდებელზე მხოლოდ ჩახთომით თუ მოვახერხებდით ჩაჭიდვას. ეს რაღაც საოცრება იყო. სიტყვებიც კი ვერ დავალაგე ნორმალურად რომ რეალურად აგიღწეროთ ჩვენი გასაჭირი. შუა გზაში ჯონი დაგვეკარგა და ვერც ხმას ვაწვდენდით. რა აღარ ვიფიქრეთ მე და გიომ: იქნებ ჩავარდა, იქნებ გზა აღარ არის და რავიცი ყველაფერი ცუდი. ბოლოს როგორც იქნეა ჯონიმ ხმა მოგვაწვდინა და შვებით ამოვისუმთქეთ. სურათებიდან გასნაჯეთ რამდენად სიგიჟე იყო იქ დაშვება





ქვევით რომ შევიკრიბეთ ერთმანეთს გადარჩენას ვულოცავდით. სამივენი ერთ აზრზე ვიყავით-რომ არა ალკოჰოლი ამას არასდროს გავაკეთებდით. ეს მართლაც სიგიჟე იყო.
Last edited by
tushi aleko on 14 მაი 2011, 15:50, edited 1 time in total.
წამო თუშეთში
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 14 მაი 2011, 15:43
სამივენი ერთ აზრზე ვიყავით-რომ არა ალკოჰოლი ამას არასდროს გავაკეთებდით. ეს მართლაც სიგიჟე იყო.
გააკეთებთ, თანაც არაერთხელ. ხომ იცით, ჩვევაში გადადის მაგი
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 14 მაი 2011, 15:49
მომდევნო წელს ჯონიმ გაიმეორა იგივე მარშუტი და თურმე ფერდობის უკნიდან მშვენიერი ბილიკი მიუყვებოდა.
ჩასულებმა ბილიკი ვიპოვეთ და რეაქტიული სისწარფიდ დავიწყეთ დაშვება ბარისკენ. გზად საქონლის ბინები გვხვდებოდა, ზოგი მიტოვებული იყო, ზოგშიც მწყემსები იდგნენ. ხეობა მართლაც ულამაზესი გამოდგა.




იმ დღეს მეტი სურათი აღარ გადაგვიღია, ჩვენი ტემპი უბრალოდ არ გვაძლევდა ამის საშუალებას. საოცარი სისწრაფით მივდიოდით. ვეშვებოდით და მაგანაც ძალას იკრებდა. მეტი და მეტი შენაკადი ემატებოდა. მივდიოდით მაგრამ ბილიკი არ მთავრდებოდა. რა მანძილიც სათავედან ჩანდა წყალსაცავამდე წესით უკვე უნდა დაგვეფარა მაგრამ ბილიკი არ წყდებოდა. შემდეგ ბილიკიც დავკარგეთ. მდინარის მარჯვენა ფერდობს მივუყვებოდით და თანდათან ცერავდებოდა. აქ ისევ ჯონიმ გვიშველა. საკამოდ რთული მდგომარეობაიდან გამოგვიყვანა. მისი აზრით, ვინაიდან ჩვენი მხარე უფრო და უფრო ციცაბო ხდებოდა ბილიკი სავარაუდოდ მეორე ნაპირზე უნდა გაგრძელებულიყო. მდინარე საკმაოდ მძლავრი იყო. ყოყმანის დრო აღარ იყო და ფონის ძებნა დავიწყეთ. შედარებით თხელ ადგილს ხელები ჩავჭიდეთ ერთმანეთს და ასე გადავკვეთეთ მდინარე. საბედნიეროდ ჯონი მართალი აღმოჩნდა და ბილიკიც გამოჩნდა. ამასობაში შემოგვაბინდდა, ბილიკი კი არ თავდებოდა. უკვე საკმაოდ დაბლა ვიყავით ჩამოსულები მაგრამ სოფელი და წყალსაცავი არსად ჩანდა. შემდეგ რამდენჯერმე კვლავ დავკარგეთ ბილიკი, უშველებელ ლოდებზე ვიფოფხეთ უკუნეთში. ყველა სიკეთესთან ერთად მე და GIO GEO-ს ფანრები დაგვიჯდა და ისევ ჯონის იმედად დავრჩით. რამდენიმე შენაკადი გადავიარეთ და მთავარ მდინარეს თანდათან ვშორდებოდით. ბოლოს კი ყველაზე მოულოდნელიც მოხდა- ბილიკი ისევ აღმართზე ადიოდა. ბევრჯერ დავბრუნდთ, ბევრჯერ მოვსინჯეთ სხვა მხარე მაგრამ ალტერნატიული ბილიკი ვერსად ვიპოვეთ. სხვა გზა არ გვქონდა, აღმართზე უნდა გვეარა. ამ ყველაფერს თან დაერთო უწყლოობა. მარაგი გამოგველია და უკიდურესად დაგვიმძიმა მდგომარეობა. ბოლოს სადღაც შუა ტყეში გადვწყვიტეთ დავბანაკებულიყავით და დღის შუქზე გაგვერკვია არჩეული ორიენტაცია მცდარი იყო თუ მართებული. 100-იოდე გრამი წყალი დავტოვეთ უკიდურესი მომენტისთვის პირი რო გაგვესველებინა და დავწექით. კიდევ კარგი რომ ამინდმა აქ მაინც შეგვიწყო ხელი და არ გაგვიწვიმდა. თუმცა სანაცვლოდ საახალწოდ დასუქებული გოჭისტოლა კოღოები გამოგვიგზავნა არსთა გამრიგემ. ასე დასრულდა კიდევ ერთი გიჟური დღე. მართლაც უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავით, ფაქტიურად დაკაგულები, არვიცოდით სად მივდიოდით და საით წავსულიყავით, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც არცერთი არ ვნანობდით ჩვენს გადაწყვეტილებას. აჭარულები მეორე დღისთვის გადავდეთ და მშვიდი ძილი ვუსურვეთ ერთმანეთს.
წამო თუშეთში
-
Tamusia
- იეტი
- Posts: 2196
- Joined: 21 აპრ 2007, 19:17
Post
by Tamusia » 14 მაი 2011, 19:12
აეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ნანაი ნანაი ნანააააააა
აეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
მეტი რა ვთქვა, აბა?

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 14 მაი 2011, 20:29
მანაკალური დეპრესიის სინდრომი მემართება ისე მინდა მანდ მოხვედრა

-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 14 მაი 2011, 23:16
Archil wrote:სამივენი ერთ აზრზე ვიყავით-რომ არა ალკოჰოლი ამას არასდროს გავაკეთებდით. ეს მართლაც სიგიჟე იყო.
გააკეთებთ, თანაც არაერთხელ. ხომ იცით, ჩვევაში გადადის მაგი
ხო ალბათ მართალი ხარ და კარგიც იქნება თუ გავაკეთებთ, მაგრამ იმედი მაქვს ყოველ ჯერზე უვნებლები დავდგამთ ფეხს მიწაზე მყარად.

წამო თუშეთში
-
GIO_GEO
- ბოდიალა
- Posts: 112
- Joined: 25 აგვ 2007, 17:05
- Location: მთვარე
Post
by GIO_GEO » 15 მაი 2011, 00:19
tushi aleko wrote:
ეს ფოტო მომწონს განსაკუთრებულად

რაღაც მისტიკურია და ყველაფერი ერთად არის
ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა...
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 17 მაი 2011, 20:41
კარავში როგორც იქნა კოღოებთის გარდა დღის შუქმაც შემოაღწია. ერთმანეთს გადავხედეთ და დავრწმუნდით რომ კოღოებს საკმაოდ ნაყოფიერი მუშაობა ჰქონიათ მთელი ღამე. კარვიდან გამოძვერით და მაშინღა ვნახეთ, თუ რა საოცარ ადგილას გვძინებია. ულამაზეს ტყეში ვყფილვართ გაჩერებულები, ლარივით სწორი ხეები ცამდე იყვნენ აშოტილები.



ჩანთები მოვჩხრიკეთ და დარჩენილი საჭმელი ამოვალაგეთ. მსუბუქად შევილუკმეთ და სასწრაფოდ ავშალეთ კარავი. რაც შეიჩლებოდა მოკლე ხანში უნდა გაგვერკვია სწორ გზაზე ვიდექით თუარა. ბილიკი უნდა მოგვეძებნდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სასმელი წყალი. გორაკის წვერში ავედით და ცივილიზაციიის ნაკვალევს-სამანქანე გზას დავადექით. ეს კი კაი იყო მაგრამ სად მიდიოდა ეს გზა ეგ იყო მთავარი-სოფელში თუ ტყის სიღრმეში. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ გზაგასაყარს მივადექით. 4 გზა იყოფოდა. ერთიდან ჩვენ მოვედით და კიდევ სამ მხარეს იშლებოდა. ნაკვალევი არცერთს ეტყობოდა, ამიტომ ერთ-ერთი ამოვირჩიეთ და გავუყევით მაგრამ მალე აღმოჩნდა რომ ჩიხისკენ მივდიოდით. დავბრუნდით და ეხლა მოერე ვცადეთ, მაგრამ უიღბლობა ხომ ჩვენი თანმდევი უნდა ყოფილიყო და არც აქ გაგვიმართლა. ისევ დაბრუნდით და დარჩენილს დავადექით. გზა ხეობის სიღრმეში შედიოდა და ეს ნამდვილად ჩვენი ხსნა იყო. ცოტა ხანში წყაროც გამოჩნდა და შვებით ამოვისუმთქეთ. მდინარის პირას ჩავედით და ბილიკს გავყევით. ამჯერადაც გაიყო რამდენიმე ადგილას ბილიკი მაგრამ საბედნიეროდ ყველა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს საქონლის მიერ გაკეთებული ბილიკები იყო და სავარაუდოდ მოსახლეობაც ახლოს უნდა ყოფილიყო. მალევე გზის ავტორებიც გამოჩნდნენ ზარების წკარუნით. მზე დიდი ხნის ამოსული არ იყო, ამიტომ საქონელი ახალი გამორეკილი უნდა ყოფილიყო სადგომიდან, ახლოს ვყავით უკვე. როგორც იქნა ბინასაც მივადექით და მეწყემსბასაც გადავაწყდით ბედზე. სამწუხაროდ გვარსახელები არ მახსოვს, მაგრამ მათი თბილი დახვედრა დაუწყარია ნადვილად. მწყემსები შეშის დასამზადებლად მიდოდნენ და როგორც აგვიხსნენ ჩვენ არჩეულ ბილიკს წყალსაცავთან კიარა სვანეთში გადავყავდით. ღვთისნიერმა ხალხნა ხევს გაღმა გაგვიყვანეს და ბილიკზე დაგვაყენეს.
წამო თუშეთში
-
nusa
- იეტი
- Posts: 2183
- Joined: 08 ივნ 2007, 09:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by nusa » 18 მაი 2011, 18:33
არ მინდოდა, მაგრამ და ისე ყვები რომ ძალით შემომაკითხე ეს თემა რაააა
ყოჩაღები ხართ, არაჩვეულებრივი თავგადასავალია, ლამაზი და საინტერესო, ხიფათიანიც.... კიდევ კარგი ყველაფერი კარგად დასრულდა და მას მერე მრავლად მყავხართ სამივე ნახული :DDDD
ასე არბენით ვერა და სეირნობით ერთხელ მეც დაგემგზავრებით რააა ბიძიებო????!

-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 18 მაი 2011, 22:01
ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და მართლა ძალიან დიდი სიამოვნებით დავიმგზავრებდით თვენისთანა სასიამოვნო მეგზურს ''ღმერთებთან აგარაკზე"
კარავი ამაყობს თვენისთანა ხალით
წამო თუშეთში
-
tushi aleko
- ბილიკზე მოარული
- Posts: 77
- Joined: 23 ივლ 2009, 14:39
- Location: თუშეთი-წოვათა
Post
by tushi aleko » 19 მაი 2011, 00:06
და აი მივუახლოვდით ლაშქრობის დასკვნით ეტაპს.
თხრობა იქ შევაჩერე როცა მდინარე მაგანას ნაპირებთან საქონლის ბინას გადავწყდით. წალენჯიხელ ფერმერებს საქონელთან ერთად ღორიც ყავდათ დიდი რაოდენობით. ამ ღვთისნიერმა ხალხმა ძალიან დიდი სამსახური გაგვიწია. მათ სწორ ბილიკზე დაგვაყენეს, რომელსაც 3-იოდე საათში ენგურის წყალსაცავთან უნდა მივეყვანეთ. ფერმერებთან საკმაო ხანს ვისაუბრეთ, მოგვიყვნენ თავისი ცხოვრების შესახებ და სხვაც ბევრი საინტერესო რამ. ზემოთ არაერთხელ ვახსენე და ეხლაც არ დამეზარება გამეორება რომ მაგანას ხეობა საოცარი ბუნებით, სილამაზით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. მწყემსებმა გვითხრეს რომ თურმე იმ ტერიტორიის ნაკრძალად აღიარებას აპირებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ადგილილისთვის, ვინაიდან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მფარველობა ერთიორად გაალამაზებს და გაზრდის ამ ულამაზესი ხეობის ინტერესს. სანამ ბილიკზე გაგვიყვანდნენ გზად ნასოფლარს წავაწყდით, რომელიც თურმე ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყსში დასახლებული ყოფილა და ლავრენტი ბერიას ბრძანებით მომხდარა მოსახლეობის აყრა და ბარში გადასახლება.
მწყემსებთან მუსაიფს არაფერი შეედრებოდა მაგრამ ჩვენი აჭარაულები განზე გვრჩებოდა, ამიტომ გმოვეთხოვეთ მასპინძლებს და გზა გავაგრძელეთ.
ზემოთ მგონი დამავიწყდა მდინარე მაგანას განმარტება მეთქვა თქვენთვის. სიტყვა მაგანა მეგრულად თურმე ნამგალს ნიშნავს და რამე ასე ზუსტად ამართლებდეს თავის სახელს იშვიათია ნადვილად. მდინარის კალაპოტი მართლაც რომ ნამგალივით მოღუნულია და სწორედ ამან დაგვაბნია ჩვენც. ერთი შეხედვით ხეობის სიგრძე დიდი არ უნდა ყოფილიყო მაგრამ სულ ტყუილად გვეგონა ასე.
სამანქანე გზის ძირში მისვლას მართლაც 2-3 საათი მოვანდომეთ. გზად არაჩვეულებრივ ბუნებას გადავაწყდით.


ხავსების სამეფოშიც ვიმოგზაურეთ





ჩავედით მდინარის ნაპირას როგორც იქნა. მაგანა უკვე ისეთი მკაცრი და ბობოქარი აღარ იყო და მშვიდად მიედინებოდა. გადავედით მდინარის მეორე ნაპირზე, გავიძრეთ სულ სულ ყველაფერი
და გადავეშვით კამკამა წყალში. გავსუფთავდით, დავრეცხეთ ტანსაცმელი, გავკიდეთ და სადილიც მოვიმზადეთ-"ტუშონკა პატომ ზგუშონკა"


ჯონიმ კი სცადა მაგრამ ცივილიზაცია ჯერ მაინც შორს იყო.

ბრაკონიერების ნაკვალებიც აღმოვაჩინეთ

ოდნავ შემშრალი სარეცხი ავკრიფეთ და აღმართს ავუყევით. შუა გზაში ვიყავით მისულები როცა თავზარი დამეცა
ჯვარი და სამაჯური მდინარის ნაპირას დამრჩენოდა
. ორივე ნივთი ნაჩუქარი რომ არ ყოფილიყო ალბათ არ ჩავბრუნდებოდი. ძალიან კი მეზარებოდა მესიკვდილებოდა მაგრამ ზარები ბიჭებს დავუტოვე და დავეშვი. სწრაფად ჩავირბინე, ადვილად მივაგენი დანატოვარს და სწრაფადვე დავბრუნდი უკან. ცოტა დავისვენეთ, თხილი მოვიპარეთ
და ავკნატუნდით. ორიოდე საათში როგორც იქნა ავაღწიეთ სამეგრელო-სვანეთის გზაზე. ზევით ასულებმა ჩვენს განვლილ გზას გადავხედეთ და თქვენც დამეთანხმებით რომ ამაზონის ჯუნგლებიდან არაფრით განსხვავდება ეს საოცარი სილამაზე


იქვე რამდენიმე მეტრში მეფუტკრეები იყვნენ. მათთან დავისვენეთ, ვიმუსაიფეთ, სურათებიც გადავიღეთ და თითო ჭიქით დავლოცეთ ერთმანეთი







ფუტკრების შესახებ ჩემთვის გაუგონარ დეტალებშიც გავერკვიეთ და ცოტათი გავუშინაურდით



უკვე მოსაღამოვებული იყო, ამიტომ სარეისო ტრანსპორტი სავარაუდოდ აგარ უნდა ყოფილიყო, ამიტომ ისევ "ავტოსტოპის" იმედად ვიყავით დარჩენილები. მეფუტკრეებთან საკამოდ თბილად გავატარეთ დრო. ძალიან სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდნენ ჩვენი მასპინძლები და ერთი ბოთლი თაფლიც , როგორც მეგრელები იტყვიან "გვიპადარკეს"
რამოდენიმე საათში სატვირთო მინიბუსმაც ჩამოიქროლა და გაგვაყოლა ზუგდიდამდე. ჩვენი გეგმები ჯონის ხელფასზე იყო დამოკიდებული. თუ საკრედიტო ბარათი ბანკომაატის ეკრანზე სამნიშნა ციფრს გამოგვიტანდა ჩვენი მოგზაურობა ზღვისპირეთში გადაინაცვლებდა, თუარადა დედაქალაქის გზას დავადგებოდით:



დამეთანხმებით ალბათ ეს სურათი საქართველოს ბანკის სარეკლამო ბილბორდს ნამდვილად დაამშვენებდა
ბანკმა არ დაგვაღალატა და ხელფაი დროულად ჩაურიცხიათ, რამაც გაგვიხანგრძლივა თავგადასავლები.
ზუგდიდიდან მინიბუსს გავყევით სამტრედიამდე და აჭარისკენ ავიღეთ გეზი. უკვე დაღამებული იყო ბათუმის სამარშუტო ტაქსში როდესაც ავედით. მინიბუსს შეკვეთილამდე გაყვყევით. ამ ადგილას ჯონი იყო მხოლოდ ნამყოფი, ჩვენ საკამოდ მშვიდ და წყნარ ადგილს ვეძებდით და სწორედ ეს გვირჩია მეგობარმა. შეკვეთილი მართლაც მშვენიერი ადგილი აღმოჩნდა. იქვე მაღაზიაში ლუდი და მიწის თხილი ვიყიდეთ და ნაპირთან ჩამოვსხედით. კარავი გავშალეთ მაგრამ შიგ დაძინებას არცერთი არ ვაპირებდით და ზურგჩანთები შევალაგეთ. პარალონებზე წამოვწექით, ფეხები დავასვენეთ და ლუდით ვისიამოვნეთ.

მართალია ეს აჭარაული ხაჭაპური არ იყო მაგრამ არც ნაკლებად გვასიამოვნა. ერთი შეხედვით მართლაც გიჟური მარათონი დასრულდა, დასახული მიზანი თითქმის შესრულკებული იყო. მართალია ორჯერ მეტი დრო დაგვიჭირდა მაგრამ მაინც ბედნიერები და კმაყოფილრბი ვიყავით.
ენერგიისგან გამოფიტულებს ასე ლაპარაკ-ლაპარაკში ჩაგვეძინა
წამო თუშეთში