ეეეჰ, ნაი, ეგ წაგებული თამაშია ნიკოსთვის.ნიკო არ ჩამოსულა. ჯერ-ჯერობით ცოლ-შვილი ჩამოიყვანა ბარში. თვითონ მარტოა არდოტში და სახლ-კარს უვლის.

თეონას დაკრძალვაზე რომ ვიყავით, შემეცოდნენ ეგ ბავშვები - სასაფლაოდან ჩამოსვლის მერე ნიკომ და მარიამმა ჩაიყენეს შვილები შუაში და ფეხით გაუდგნენ იმხელა გზას არდოტამდე... რატომ, რისთვის უნდა ყოფილიყვნენ ის ბავშვები ისეთ პირობებში, ცივილიზაციას, ადამიანურ ცხოვრებას მოწყვეტილნი? მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისს ის მთები დასატოვებლად, იქაურობა კი ნასოფლარად გადასაქცევად არ ემეტებოდა? რომელიმე ჩინოვნიკის შვილი იქნება მასეთ არაადამიანურ პირობებში? ბოჭოს ვეტანხმები - მართლაც მგონია, თითქოს შეგნებულად უწყობენ ხელს მთის დაცლას. ესეც კომუნისტების დრო ხომ არაა, როცა ხევსურების ბედი მოსკოვში გადაწყდა და ჩვენ არავინ არაფერს სეგვეკიტხა, ისე მოხვიეს ხელი და ბარში გადაასახლეს? ახლა ხომ ჩვენი ტავი ჩვენადმეო, მაგრამ გვეყუდნის კი? ფაქტი ისაა, რომ მტა ჩვენს თვალწინ იცლება და კაცი არაა ხელის შემშლელი.

ეგ გზის ზედა მხარეს რომ სახლია, იმ ოჯახზე ამბობ, არა? ციხის ასახვევთან რომ ცხოვრობენ... ეგ ზურა დაიაურის ოჯახია - კარავმა სულ პირველი საქველმოქმედო აქცია ხევსურეთში მაგათთვის გამართა და მერე გაჩნდა უფრო ფართომასშტაბიანი დახმარების იდეა, რამაც კარავი საბოლოოდ "ხევსურული საღამოს" გამართვამდე მიიყვანა.თუმცა, 1 კარგი ამბავიცაა: წელს მუცოში 1 ოჯახი ამოვიდა ბარიდან, სახლი შეაკეთეს და ამ ზამთარს იქ რჩებიან.
თუ იცი, მაგისი შვილებიც ბრუნდებიან მუცოში? 7 შვილი ჰყავს მაგას, როგორც მახსოვს.
პ.ს. ბოდიში, თემას ოდნავ გადავუხვიე.
