დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 08 სექ 2009, 20:45

მეც მოვედი. დავდებ ფოტოებს მალე...

ახლა ვნახე ფოტოები და ძალიან კარგი ფერებია მთებზე.
არ გაგვიმართლა :(.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 08 სექ 2009, 23:47

მალეო, ვთქვი და სამი საათი გავიდა :?


პირველ რიგში მინდა დავწერო, რომ ნიკას GPS რომ არა, ან არ შედგებოდა ეს ლაშქრობა, ან სადმე დავიკარგებოდით.
რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ლაშქრობის ყველა მონაწილეს, რომ ვაჟკაცურად აიტანეს ყველა ის სიძნელე და შეძლებისდაგვარად დროზე ჩავაღწიეთ დანიშნულების ადგილს.



დილით, ჩემდა გასაკვირად, ყველა დროზე მოვიდა, მაქსიმუმ 10 წუთი დააგვიანეს, ეგეც მეტროს მიზეზით.
ჩანდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სამომავლო გეგმებში დაწერილს :).

მიკროავტობუსი რომ ჩამოდგა, გული გადამიქანდა, რაღაც ძრავის ხმა არ მომეწონა (თითქოს მაგრად ვერკვევი). კორპუსიც გადახეხილი იყო ბევრგან, დანჯღრეულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ვკითხე, ეს იქ აგვიყვანსო? თუ მანქანები ადიან, ესეც ავაო.
აღმოჩნდა, რომ აზრზე არ არის, სად მივყავართ და სად უნდა დაგვხვდეს.

საქმე იმაშია, რომ შეპირებულმა მძღოლმა ვერ გაიგო ალბათ სწორად რაღაც და რაიონში წავიდა. სხვას გამოვუშვებ ჩემს მაგივრადო.

წესიერად ვერ გავაგებინე, სად და როგორ მივდიოდით და გზაზე აგიხსნი-თქო.
სხვა მანქანის ძებნას ისევ ამით წასვლა ვარჩიე.

ჩავსხედით და დაახლოებით 7:30-ზე დავტოვეთ თბილისი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 08 სექ 2009, 23:50

გზაში

Image


Image

ზოგმა თვალის მოტყუებაც მოასწრო

Image


Image
Last edited by Int3lig3nt on 10 სექ 2009, 13:13, edited 1 time in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Int3lig3nt » 09 სექ 2009, 00:09

მთელი გზა წყნარად ვიყავით, ძალიან ცოტას ვლაპარაკობდით. ალბათ ძილნაკლულობის ბრალი იყო.
კორშას რომ გავცდით და პირველივე აღმართები დაიწყო, ჩვენს წინ აღმართზე მიმავალი ჩანთოსანი კაცი დავინახეთ.
ეტყობოდა, რომ ტურისტი იყო.
მძღოლს ვუთხარით, გაუჩერეო და ხელიც აგვიწია.
არ ვიცი აღმართის გამო თუ გაიმაიმუნა, რომ მივუახლოვდით, გაიქცა და რამდენიმე მეტრი მანქანით ვდიეთ. თან იცინოდა :). მოსწორებულ ადგილზე გაჩერდა და ჩვენც გავჩერდით.
ამოვიდა, დაჯდა, ჩაირთო და მთელი გზა აღარ გაჩერებულა. ჩვენც გაგვამხიარულა :).
კანადელი ტურისტი ყოფილა და მოვლილი ჰქონია საქართველო.
რამდენჯერმე ყოფილა ხევსურეთში, თუშეთში და რა ვიცი, იმდენი რამე ჩამოთვალა, ჩვენც არ ვართ იქ ნამყოფები.
თან მგონი ყველგან ფეხით დადიოდა.
ახლაც ხახმატში ადიოდა ჩარგალიდან (წინა ღამეს ვაჟაობაზე ყოფილა) და იქიდან ერთ საათში უნდა დავბრუნდეო.
გვიყვებოდა რაღაცეებს, გვაცინებდა. ქართული სიტყვები ეწერა რვეულში და სხავლობდა :).
მოკლედ, მე ყველაფერი კარგად არ მახსოვს და სხვებმა დაწერონ.

მხოლოდ ყველაზე მაგარს ვიტყვი, რაც თემის სათაურშიც ჩანს :D.

ამოსვლისას გაგვეცნო და გვკითხა, საიდან ხართო.
ზღარბმა არც აცია, არც აცხელა, ეგრევე აჯახა - we are from Georgia.
ჩვენ ხომ სიცილი აგვიტყდა, მიჰოს (ასე გაგვეცნო, მიჰო ვარ, მიშა არაო. არც სააკაშვილი და არც გორბაჩოვიო) ჯერ გაუკვირდა და მერე თავადაც სიცილი დაიწყო: oo, you are from georgia?!

(ზღარბმა იმით ახსნა ეს ფრაზა, რომ სომხეთში ხშირად მიწევდა თქმა და იქიდან გამომყვაო :P)

მერე ავუხსენით, რომ კარაველები ვიყავით, რვეულში ჩავუწერეთ კარავის მისამართი და ხახმატთან დავეშვიდობეთ.

აი თვითონ მიჰოც, თუ სადმე შეგხვდათ, გამოელაპარაკეთ, მხიარული ტიპია :)

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Shanshika
იეტი
Posts: 1166
Joined: 05 ნოე 2008, 23:39
Location: The Moon
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by Shanshika » 09 სექ 2009, 02:17

მიჰომ გვითხრა ქართველებს ლამაზი გოგოები გყავთო... და საერთოდ მაგარი ხალხი ხართო ...

და კიდე ჩვენი მძღოლი მოეწონა :D ... მაინც და მაინც ყველაზე ვიწრო მოსახვევში შემხვედრი სამარშრუტო მოგვადგა და უკან დახევა მოგვიწია რომ გაგვეტარებინა... ხოოოოდა მიჰო მძღოლის სიმარჯვით მოიხიბლა და "Oh! Super! Schumacher!"-ო თქვა :D ...მძღოლმა რაღაც ჩაილაპარაკა სიტუაციით უკმაყოფილომ და მიჰომ თქვა მგონი ჩემი ხუმრობა არ მოეწონაო, მე კიდე დავამშვიდე არ გაუგია მეთქი ... :D

მოკლედ მაგრა გაგვართო ... :D სურათები გადაგვიღო და გვითხრა თქვენ საიტზე ავტვირთავო... როცა ვუთხარით რომ ქართულად იყო ფორუმი, მაგაზეც გვიპასუხა ამაყად, google-ით გადავთარგმნიო ... :D:D:D
...Finding Inspiration...

ann
ბოდიალა
Posts: 277
Joined: 08 ივლ 2008, 13:57
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by ann » 09 სექ 2009, 19:24

სურათებიიიიი მინდააააააააა...ვინც გადაიღოო დადეთ :roll:

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by z g a r b i » 09 სექ 2009, 22:29

Int3lig3nt
Shanshika
:D
მაგრად ვიხალისე :lol: :lol:
კარგად კი გამოგვაფხიზლა ნახევრად მთვლემარენი :D

ვანო გაარძელე, კარგად ყვები

ხო, ისიც კი გვითხრა, წამოგყვებოდით, ხახმატში რომ არ ვიყო მისასვლელო- ადრე ყოფილა იქ, იქაურებისთვის ფოტობი გადაუღია და ახლა შეპირებული ფოტოებისთვის უნდა შეერბინა :D
Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by z g a r b i » 09 სექ 2009, 22:36

G

ვა, მაგას როდის იღებდი არც მახსოვს..
რა საწყლები ვართ იმ ნისლ-ყინვაში :?
ახლა კი მეცინება მაგაზე :D

deida kama
Iako.

ლამაზი ფოტოებია, ყოჩაღ თქვენ ხელები რომ გიმუშავებდათ (ჩემგან განსხვავებით :? ) და გადაღება არ დაიზარეთ :)
Image

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by navigator » 10 სექ 2009, 09:54

ინტელ, მარტო მარშუტკაშI გადაიღე სურათები? :shock: :?
აცხა ღორებო Image

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by z g a r b i » 10 სექ 2009, 10:10

navigator

:lol: :lol: :D
არა,ერთი მარშუტკის გარეთაცაა :lol: :D
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by nusa » 10 სექ 2009, 10:48

გაგრძელება იქნება?.... :P

ვანოოო, აბა სადა ხარ? :D
Image

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by nica-nica » 10 სექ 2009, 10:54

ვანო იმ დღეს ისე შევაწუხეთ იმის კითხვით თუ რამდენი კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი, რომ ეხლა მგონი გვსჯის და სურათებს აღარ დებს :P :P :P


User avatar
G
ბოდიალა
Posts: 122
Joined: 13 იან 2008, 11:23
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by G » 10 სექ 2009, 14:31

nica-nica wrote:ვანო იმ დღეს ისე შევაწუხეთ იმის კითხვით თუ რამდენი კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი, რომ ეხლა მგონი გვსჯის და სურათებს აღარ დებს :P :P :P

კილომეტრაჟს თქვენ ხომ მხოლოდ სპორტული ინტერესისთვის კითხულობდით ;)

nica-nica
ბოდიალა
Posts: 294
Joined: 06 მარ 2009, 00:52
დათვიჯვარი - შუაფხო - We are from Georgia! - 6.09.09

Post by nica-nica » 10 სექ 2009, 15:32

G wrote:
nica-nica wrote:ვანო იმ დღეს ისე შევაწუხეთ იმის კითხვით თუ რამდენი კილომეტრი დაგვრჩა გასავლელი, რომ ეხლა მგონი გვსჯის და სურათებს აღარ დებს :P :P :P

კილომეტრაჟს თქვენ ხომ მხოლოდ სპორტული ინტერესისთვის კითხულობდით ;)
რათქმაუნდა გიორგი. ჩვენ მაგას მხოლოდ სპორტული ინტერესის გამო ვკითხულობდით :D :D :D

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]