Page 4 of 5

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 03 ოქტ 2005, 14:45
by navigator
lama
ვინც გამოცნობს მას ფეხების მფლობელი ერგება :lol: თვითონ თუ მოისურვებს ცხადია :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 03 ოქტ 2005, 15:13
by amigo
ჩემი "+" -ის გადაღებული სურათები არის (სრულად იქნება ნახევარ საათში :) ) http://amigo.ge/forum/kvataxevi მისამართზე

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 03 ოქტ 2005, 19:43
by Mrs. Robinson
კახა!
ველოდებით მომავალ კვირას! :D

ერთს დავამატებ, რომ მაღალაანთ ეკლესიიდან ქვათახევამდე მშვენიერი გრუნტის გზაა, ხრეშიც დაუყრიათ. მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც გზა ორად იყოფა: ძირითადი გზა ქვათახევისკენ მიდის, ხოლო მარჯვენა, რომელიც აღმართს მიუყვება არის თავკავთის გზა.
ერთდღიანი ლაშქრობის რამოდენიმე ვარიანტს გთავაზობთ რეისის მარშუტკის გამოყენებით, რასაც არანაირი წინასწარი მზადება არ სჭირდება. მარშუტკა გადის დიდუბიდან 10 საათზე, იქიდან ბრუნდება 6.30-ზე.
პირველი: სოფ.წინარეხი :arrow: მაღალაანთ ეკლესია :arrow: ქვათახევი.
მეორე: სოფ.წინარეხი :arrow: მაღალაანთ ეკლესია :arrow: თავკავთის ციხე.
მესამე: სოფ.თელათგორი :arrow: სოფ.ლავრისხევი :arrow: ლავრა.
გაითვალისწინეთ, რომ მარშუტკა მხოლოდ სოფ. თელათგორამდე მიდის.
ასეთი პატარა ლაშქრობის მოწყობა ზამთრის მშრალ და მზიან დღესაც კი სასიამოვნოა.
ამასთან შემთანხმდეთ, რომ ერთდღიან ლაშქრობას ცოტა ტემპი სჭირდება. სეირნობით ნამდვილად ვერ მოასწრებთ. :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 04 ოქტ 2005, 10:56
by Kakha
1. მარშრუტი: თელათგორი - ლავრისხევი - ტაძერი ლავრა - წინარეხი - მაღალლანთ ეკლესია - ქვათახევი
2. საწყის პუნქტამდე ანუ თელათგორამდე მიდის მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან. შეიძლება კაცი გაყვეს წინარეხი მარშრუტკასაც, რომელიც ასევე თელათგორში შეივლის. მანქანით მგზავრობისას მცხეთიდან უნდა წახვიდეთ არმაზისხევისკენ (გზა მცხეთის სადგურთან იყოფა), შემდეგ გაივლით ძეგვს, სასხორს, ნიჩბისს და მიადგებით გზისსაყარს სადაც ფირნიშია მიმართულებების ჩვენებით. ერთი გზა მიდის თელათგორში, მეორე წინარეხში და მესამე გორში. ლავრისხვეში მოსახვედრად უნდა გაყვეთ თელათგორის გზას. თელათგორის ჩრდილოეთით არის სოფელი ლავრისხევი. გზა ლავრიხევამდე დიდებული არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით თავისუფლად მიხვალთ. სამწუხაროთ კილომეტრაჟი არ დამინიშნია, მაგრამ ალბათ ასე 40-50 კმ იქნება.
მაღალაანთ ეკლისიასა და ქვათახევისკენ სამანქანო გზა გადის სოფელ წინარეხზე, ანუ ლავრისხევიდან უნდა დაბრუნდეთ უკან გზისსაყართან და იქიდან გაემგზავროთ წინარეხისკენ. წინარეხიდან ორიდ კილომეტრში არის მაღალაანთ ეკლესია, ხოლო თუ გზას გააგრძელებთ 4 კილომეტრში ქვათახევია. აქაც გზა იდელაური არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით მიისვლება. ყველაზე რთული მონაკვეთია აღმართი მაღალაანთ ეკლესიასთან თუ ნაწვიმარია, რადგან გრუნტი თიხიანია და შეიძლება ამ აღმართის გავლა გაგიჭირდეთ.
3. უკან წამოსვლა იგივე გზით ხდება.
4. მაშრუტი არაა რთული და მისი ვარირება შიძლება. ჩვენ ცალკე ვნახეთ ლავრა, რომელიც სოფ. ლავრისხევიდან ორიოდ კილომეტრშია და სადამდეც მიდის გრუნტის გზა, ძლიერ დაზიანებუული. ნაწვიმარზე ეს გზა საკმაოდ ტალახიანია. ლავრის ნახვის შემდეგ ჩვენ უკან ლავრისხევში დავბრუნდით და მანქანით წავედით მაღალაანთ ეკლესიისკენ. როგორც მწყემსებმა გითხრეს ლავრიდან ქვათახევამდე ასე 5-6 კმ უნდა იყოს, მთავარია ქვათახევისკენ დროზე გადაუხვიოთო. ერთ ადგილას ბილიკი იყოფა, ორიენტირად მიგვითითეს ბილიკების საყარზე პანტები (5-6 პანტის ხეა იქო და იმ ადგილს პანტიანს ვეძახითო).
თუ ჩვენსავით მაღალაანთ ეკლესიისკენ წახვალთ მაქანით იქიდან ქვათახევამდე ფეხით მისვლა პრობლემა არაა - კარგი გრუნტის სამანქანო გზა მიდის, სულ ოთხიოდე კილომეტრია. ერთ ადგილას ხიდი შეგხვდებათ და მსაზე უნდა გადახვიდეთ. ხიდამდე გზა იყრება. თუ მარჯვნივ ჩრდილოეთით (თუ მხარი არ მეცვალა) წახვალთ მიადგებით ნასოფლარ პარატისს, რომლის თავზეც მთის მაღალ კონცხზე დგას თავკავთის ციხე და შიგ წმ. გიორგის ეკლესია.
5. მაღსრუტს ერთ დღეზე მეტი არ დასჭირდება თუ მისი გართულება, სხვა ძელგების დამატება არ გადაწყვიტეთ.
6. ამ მარშრუტზე ნახავთ მეათე საუკუნის ტაძარს ლავრას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 173), ასევე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მაღალაანთ ეკლესიას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 214, ასევე ბერიძე ვ. მაღალაანთ ეკლესია, ”ქართული ხელოვნება”, თბ. 1959, ტ. 5) და მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნის ქვათახევის მონასტერს (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 199, ასევე მელქისეთ-ბეგი ლ. არქეოლოგიური მოგზაურობა კავთურის ხეობაში 1923 წელს, ტფ. 1925 - თფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. 5)
7. საცნობარო ლიტერატურა წინა პუნქტიშია მითითებული
8. საბანეკე ადგილები ყველგან მრავლადაა. წყაროები სადაა არ დაგვიდგენია.
9. n/a
10. მარშრუტი შედგა 2005 წლის 1 ოქტომბერს.
11. იხილეთ რუკა

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 04 ოქტ 2005, 13:14
by tekla
ალდი


ახლი

პილო

ინდორი
არტოფილი
ამოქვაბული



...

დანარჩენი სხვებმა დაამატონ, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს ამ საიდუმლოებით მოცული ტექსტის დაშიფვრაში :)

ამოცანა ბოლოექსკურსიაარგამოვლილებს ეკითხება:

სად და როდის მოხდა ფილოსოფიის ამ შედევრის შექმნა და რას ნიშნავს იგი? :)

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 04 ოქტ 2005, 14:33
by navigator
tekla
ეგ არის ქათმების დასაძახებელი, ზოგი ქათამი ძიბა-ძიბაზე არ პასუხობს.

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 05 ოქტ 2005, 12:24
by Druides
tekla
ეს რა შიფრია? ახსენი ცოტა რაააა :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 05 ოქტ 2005, 13:39
by tekla
koza-nostra

ეს არის იმ კოდის ნაწილი, რომლითაც დაშიფრული იყო იაპონელთა გზავნილები პერლ ჰარბორამდე :D

გახსნი მაგ კოდს - გაიხსნება დიდი და დაფარული საიდუმლოც :P

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 05 ოქტ 2005, 14:47
by Mrs. Robinson
დასანანია, რომ ეს პუნქტებად ჩამოყალიბებული ისტორია სადღაც ბოლოსკენ მოექცა... დაინტერესებული ადამიანი ალბათ მიაგნებს.
ასე დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა.
"ეგ არის და თელათგორი...." - თქვა თეკლამ.
(ჩვენ ვიცავთ თქვენს საავტორო უფლებებს!)

tekla
ეკლა ატომ ბნევ ენ აზოგადოებას ვინს?
:D :D :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 05 ოქტ 2005, 15:06
by navigator
თქვინც მუგცლოეთ რე :P

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 05 ოქტ 2005, 20:18
by Gvalva
tekla

მე რაც დაღლილ ტვინზე შევძელი ისაა რომ ამ სიტყვების წინ კიდევ ერთი ასო-ბგერა მოვიაზრე. კიდევ დავუბრუნდები ამ საკითხს... ოდესმე

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 06 ოქტ 2005, 15:08
by lama
navigator
ოოოო!!!! ძალიან მაგარი რამე მოგიფიქრებიათ სურპრიზად და მემგონი დაიწყება ამაზე ბრძოლა ჰა რას იტყვით???? :lol: :lol: :lol:

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 06 ოქტ 2005, 15:22
by Mrs. Robinson
პრიზი შევცვალოთ ჯობია, სანამდე მაგ ფეხების პატრონი გამოჩენილა.....
მაგ. - ერთი წყვილი კაი გამძლე ცელოფანის პარკები ტალახში სასიარულოდ, მშვენიერია!!! :D :D :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 06 ოქტ 2005, 15:38
by lama
Mrs. Robinson
არა მე არ ვარ პრიზის შეცვლის მომხრე დარჩეს იგივე პრიზიიიიიი!!!!!!!!!! :evil: :evil: :evil: :lol: :lol: :lol:

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 06 ოქტ 2005, 15:50
by Mrs. Robinson
lama
დარჩეს კაი, მარა მიგვჩექმავთ-თქო ყველას მაგის პატრონი.
ისევ ცოლოფნები აიღე ჩემი მეგობრული რჩევაა, ტალახში გამოგადგება.