სანამ წავიდოდი წინა ღამით ბევრი დავლიე
დილით, ნაბაზუსევზე ავდექი და სიცილ-კისკის-სირბილით გავემართე სპორტის სასახლესთან, სადაც შევხვდი ჯგუფის ყველა წევრს... მეგონა ყველას გადაკოცნა არ დამჭირდებოდა მარა გულმა ვერ გაუძლო და ყველა გადავკოცნე...
ბოლოს კოტეტბელს გადავეხვიე და ვუთხარი: - ძალიან გამიხარდა, რომ წამოხვედითქო. კოტემაც ჩვეული ღიმილით მიპასუხა მეც გამიხარდაო

:D:D:D:D:D:D:D:D:D
მერე იყო ავტობუსში ასვლა და ავტობუსის დაძვრა ბულაჩაურის გადასახვევამდე არსებულ გაზის გასამართ სადგურამდე, სადაც ჩვენი კომფორტული "პაზიკი" გავმართეთ და სადაც აი ეს განცხადება წავიკითხეთ...
გოგა ჩანადირი მიხვდება თუ რა შეცდომაა დაშვებული და ჩვენც გაგვიმხელს
დაიძრა ავტობვუსი. გავიდა 5 წუთი და მივედით საკოლმეურნეო ბაზართან სადაც აი ესეთი ფოტოები გადავიღე
წამაშლევინეს (სახელსა და ნიკს არ დავასახელებ. იმიტომ, რომ ერთნაირად ჟღერს )
ფოტოებიდან მიხვდებოდით თუ რისთვის გავჩერდით ...

:D:D:D
მოკლედ როგორც იქნა მივედით სოფელ დავათში სადაც ძალიან დიდი თოვლი დაგვხვდა
მოვიკიდე ჩემი წითელი გუდა (ნაბადი უკვე მეცვა) და დავიძარი ჩემი მწნილის (კიტრის იყო) ქილით ეკლესიისკენ

თოვლს მივკვალავდი დიდი ხალისით და ნება-ნება

როგორც იქნა ავედით დავათის ტაძართან და დავიწყეთ სუფრის გაშლა.
მანამდე მე მგონი, როგოირც მახსოვს ცეცხლი დავანთეთ და მწვადი ავაცვით შამფურებზე

მერე გულნარა გვიმღერა გობემ. მერე ლექსებიც ვთქვით. მერე კი, ქილებიანი გოგოებით, დავეშვით თოვლზე
მირანდამ და ილიამ კაკატული, მწნილის ქილასთან ერთად, ჩამოასრიალეს თოვლიანი მთიდან
მე და ვაზანომ კი ნინი არაბული... მერე ხელი გავუშვით და ნინიმაც ინერციით კაი ხანს ისრიალა სპეტაკფერიანთოვლზე
ხოოოოო აი მერე იყო ეჰ დათოს ჯიპის ამოყვანა თოვლიდან

მაგარი იყო. მე, რომ მივედი, სანამ ხელს მოვკიდებდი, მანქანა უკვე ამოსული იყო თოვლის ნაპრალიდან

:D:D:D:D:D:D:
აი მერე კი იყო წყურვილი, რისი? რისი და წყლის წყურვილი....
იქაურმა გამოგვიტანა 5 ლიტრა წყალი, რომელიც 1 წუთში დაიცალა
ხოოოოოოო მერე იყო; "მპუა" "მპუა" "მპუა". ეს ჯადოსნური სამი ბგერა ჩემს ყურში თითქმის ერთდროულად და მყისიერად გაისმა... გობე ყოფილა და მკოცნიდა... დიდი ხნის უნახავი ასეთ ულამაზეს გასვლაში
ძალიან მომნატრებია ჩემი უსაყვარლესი მეგობრები
დავრწმუნდი ამ გასვლით, რომ ჩვენი სიყვარული და ურთიერთობა სამუდამოა....
სამუდამოა....
სამუდამოა....
არავის არ სურდა დასრულებულიყო ეს ლამაზი დღე. მათ შორის მეც ...
აბა მომავალ გასვლამდე დროებით
ახლა კი უკვე გამოვიღვიძებ ..... კაი ხანი მძინებია
