ენთელი დავათვალიერეთ, სურათები ვუღეთ და ნაწილი, ვისაც ფეხები გვეფხანებოდა ფეხით ავუყევით აგარის გზას. (მაკენამ დაგვაკვალიანა). მივდიოდით მესხეთუის მუხის ტყეში და ვტკბებოდით შემოდგომის ტყის სილამაზით.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მანქანებიც წამოგვეწივნენ, მაგრამ ჩაჯდომა არ დაგვჭირვებია, აგარა იქვე იყო.
აგარას კომპლექსი მოიცავს დიდ დარბაზიან ეკლესიას (მგონი ასე ჰქვია ხო?), სატრაპეზოს და რამდენიმე მცირე შენობას. აქვეა სამრეკლო.
კომპლექსი დიდი ხანია აღატ ფუნქციონირებს. ეკლესია ახალი შეკეთებულია, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. შიგნით ეტყობა ფრესკების კვალი... ისე კი ძალიან ცუდ დღეშია ეს ძეგლი.
სურათებზე იმედია კარგად გამოჩნდება აგარა.
აქვე ვისადილეთ და წავედით ბაიებისკენ.
სოფელში მურანოს ეკიპაჟი გადავსვით თავის ადგილზე და წავედით. ბაიები არის კლდესი შეჭრილი ეკლესია. მგონი 8 საუკუნე, აქვეა საიდუმლო გვირაბი, რომელიც კლდის სერზე ადის (რაღაც ჰქვია ამას, მაკენამ იცის). თან გვირაბი შესასვლელში ორად იყოფა, ერთი ცრუ გზაა, მტრის დასაბნევად.
ბაიებში 10 წუთი გავჩერდით და გავეშურეთ ადიგენის რაიონისკენ ოქროს ციხის სანახავად.
გზად პაატამ გოგას დისკი ჩართო ქართული მუსიკით და ჯერ გაჩერებულნი, მერე კი ჩვენ პარტულით ”ვეცეკვეთ” ძმობილ პაჯეროს. პაატამ კი დათოს დააკავებინა რული და მოძრავი მანქანის კარი გააღო, ფრთაზე დადგა და ერთი ილეთის დემონსტრაცია ჩაუტარა ძმობილ პაჯეროს.






მურანომ დაინახა ასფალტი და გაიჯეჯილა