საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- z g a r b i
- იეტი
- Posts: 1531
- Joined: 21 ნოე 2007, 11:42
- Location: ტყე
-
- მაწანწალა
- Posts: 313
- Joined: 31 მარ 2008, 15:08
- Location: samxretis miyruebuli kunchuli
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
სახელი საფარა X საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში.ცნობილია,შემდეგი მოგვაწეები:ივანე საფარელი(XIს),ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი(XIს),იოანე მტბევარ-საფარელი(XIIს) ვარაუდობენ, რომ პოლემიკურ თხზულებაში "განყოფილებისათვის ქართლისა და სომხითისა" ნახსენები"მცხეთელი კათალიკოსი"არსენიც,"რომელი იყო სანახებითგან სამცხისა საფარით"და წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული ქართლის კათალიკოსი არსენ დიდი ერთი და იგივე ყოფილა.თუ ეს ასეა, საფარა IX საუკუნეში უკვე არსებობდა.

დამრჩა ზარზმა და წულე-წულევი( ვეღარ გავიგე რომელია)+ მოლაშქრეები : D

დამრჩა ზარზმა და წულე-წულევი( ვეღარ გავიგე რომელია)+ მოლაშქრეები : D
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
ამ ზაფხულ გადვიღე, გოდერძის რო ჩამოვყე:

- nataliko-nataliko
- მაწანწალა
- Posts: 702
- Joined: 29 აგვ 2008, 21:32
- Location: მზის და ვარდების მხარე
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
საფარა
XIII-XIV ს.ს. ქაეთული ხუროთმოძღვრების ერთი საუკეთესო ძეგლთაგანი, აგებულია XIII ს. ბოლოს სამცხის მფლობელის ბექა მანდატურთუხუცესის ბრძანებით, კედლის მხატვრობითა და მრავალრიცხოვანი ისტორიული წარწერებით, ეკლესიის შიგნით სამხრეთის კედელზე გამოხატული არიან სამცხის მფლობელ ჯაყელთა ოფახის წევრები: სარგისი, რომელიც ბერად აღიკვეცა საბას სახელით, მისი ძე ბექა მანდატურთუხუცესი ეკლესიის მოდელით ხელში და ბექას შვილები სარგის II და ყუარყუარა. ზუროთმოძღვარ ფარეზასძის წარერა მოთავსებულია დასავლეთით, კარიბჭის სარკმლის თავზე. დასავლეთის შესასვლელის წარწერები მოწმობს, რომ მშენებლობაში მონაწილეობდნენ ჯაყელთა ქვეშერმდომი ფეოდალები.

вÑе к лучшему
- nataliko-nataliko
- მაწანწალა
- Posts: 702
- Joined: 29 აგვ 2008, 21:32
- Location: მზის და ვარდების მხარე
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
вÑе к лучшему
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
აი რა წერია იმ სამახსოვროში :GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მაკენა მართალია
ჭულეა სწორი.
მახსოვს, ამაზე გუშინაც ვისაუბრეთ.
"მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება : "ჭულე" "ჭულევი" და "ჭულები". დღეისთვის დამკვიდრებულია სახეწოდება "ჭულევი".
აი, თურმე რა ყოფილა

წამო, ზღაპარში ...

საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
დავიწყებ თხრობას და გზადაგზა შემეშველეთ
საფარაში წამსვლელთა სია 12 ოქტომბრის მერე ხან იზდებოდა და ხანა მცირდებოდა მაგიური რიცხვი საბოლოდ 10 გამოდგა, რადგან ამის ქვევით წამსვლელთა რიცხვი არასდროს მცირდებოდა. არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ნამცეცუნას შეუპოვრობას და მიზანდასახულობას.
19 ოქტომბერს მაგიური 10ეული შეიკრიბა სამთოქიმიასთან. პირველი მივედი მე 6.20 წთ-ზე. შემდეგ გამოჩნდა მინუსი თავისი პლიუსით მოფერებით (აკუმულატორი)
, მათ მოყვა კამა დეიდა და 7.00 სთ ყველა ადგილზე იყო დიდი მოთმინებით ველოდეთ კიდევ 2 კარველს, მაგრამ ფაფუ არსად ჩანდნენ 

საფარაში წამსვლელთა სია 12 ოქტომბრის მერე ხან იზდებოდა და ხანა მცირდებოდა მაგიური რიცხვი საბოლოდ 10 გამოდგა, რადგან ამის ქვევით წამსვლელთა რიცხვი არასდროს მცირდებოდა. არ დამეზარება და კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ნამცეცუნას შეუპოვრობას და მიზანდასახულობას.
19 ოქტომბერს მაგიური 10ეული შეიკრიბა სამთოქიმიასთან. პირველი მივედი მე 6.20 წთ-ზე. შემდეგ გამოჩნდა მინუსი თავისი პლიუსით მოფერებით (აკუმულატორი)

Last edited by zika on 21 ოქტ 2008, 12:53, edited 1 time in total.
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
დავსხედით რა ანზორის მინიბუსში , მაშინვე დაიწყო იდების გაცვლა გამოცვლა სად წავსულიყავით(რადგან ბოლომდე არ იყო ცნობილი საფარის გარდა სად მივდიოდით) რამდენიმე ვერსის გადათამშების შემდეგ შევჯერდით .
ასე გამოიყურბოდა ჩვენი გეგმა:
1. მწვანე მონასტერი
2. აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
3. აწყურის ციხე
4. საფარას მონასტერი
5. ზარზმის მონასტერი
6. ჭულევის მონასტერი
ასეთ გეგმას თანხაც მეტი სჭირდებოდა ვიდრე შეთანხმებული ვიყავით, 30 ნაცვლად 35 ლარი.
მე ისეთი მონდომებული ვიყავი რო 35-ს ნაცვლად გავიგონე 50 ლარი
და ვფიქრობდი 40 მაქვს და ეს 10 ლარი სად მოვიძი თქო გაიხაროს ლიკაკომ კინაღამ მასესხა

ასე გამოიყურბოდა ჩვენი გეგმა:
1. მწვანე მონასტერი
2. აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია
3. აწყურის ციხე
4. საფარას მონასტერი
5. ზარზმის მონასტერი
6. ჭულევის მონასტერი
ასეთ გეგმას თანხაც მეტი სჭირდებოდა ვიდრე შეთანხმებული ვიყავით, 30 ნაცვლად 35 ლარი.

მე ისეთი მონდომებული ვიყავი რო 35-ს ნაცვლად გავიგონე 50 ლარი

საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
zika
კინაღამ მასესხა მაგარი იყო
))
კაი, ჩავერთვები ცოტა
მწვანე მონასტერი იგივე ჩითახევი
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი
ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ.სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - გორისა და სამთავისის და ურბნისისა და რუისის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მარგვეთისა და უბისის და ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, სამხრეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.
ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში - ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის - მთებს შორის იყო მოქცეული. შუა-ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშოდ ითვლებოდა და მას თორელთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XII ს. II ნახევრიდან თორელთა ფეოდალური საგვარეულო ფრიად დაწინაურდა და ამ ოჯახის წევრები, როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები) იყვნენ. მათი მმართველობის საერისთავოს საზღვრები ჯავახეთის და სამცხის მნიშვნელოვან ნაწილზეც ვრცელდებოდა. XIII ს-ში მონღოლთაგან ქვეყნის დუმნებად დაყოფისას უკვე მთელი ჯავახეთის გამგებლობა მინდობილი ჰქონდათ თორელებს. მოგვიანებით, თორს სამცხის ათაბაგები, ხოლო XV ს-დან ხეობაში ავალიშვილთა სათავადოს (საავალიშვილო) შექმნის შემდეგ, ეს გვარეულობა მართავდა.
ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმინდა ანდრია მოციქულის გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს - სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმინდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური), შემოსული, წმინდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ, სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმინდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებენ საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ თხზულებები. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო - აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. პირველგაქრისტიანებული ქართული ოჯახის მემკვიდრეები კი ამ საერისთავოს ხანგრძლივი დროის მანძილზე მართავდნენ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო განადგურებულა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, ახალდაბი, დაბის ეკლესიები და სხვ.
ნ-----------------------
წინა ღამით ძალიან ცოტა მეძინა და დარწმუნებული ვიყავი ვერც სხვები მოახერხებდნენ გამოძIნებას, ძალიან ადრე გავდიოდით თბილისიდან, ამიტომ დავწერე-მინიბუსში გამოვიძინებთ-იმდენი ზედმეტი ადგილი გვაქვს-თქო მაგრამ...
ისეთი სილამაზე იყო გზებზე, ფანჯრებს აკრულები ვიყავით და თვალები
ასე მქონდა მე პირადად....
გავუდექით გზას და მგონი ბორჯომამდე არც გავჩერებულვათ...
ბორჯომში კი-კავკასიკას დაბ.დღის კარავალები და თავად კავკასიკა დაგვხვდნენ -თამუსია და გოგა ზედ გზის პირას აკეთებდნენ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს

Last edited by namcecuna on 21 ოქტ 2008, 17:04, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...

საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
პრინციპში მოსაყოლი ბევრი არაფერია, სანახაობა უფრო იყო იქ და ამისთვის ფოტოების დადებაა საჭირო 
აწყური
აწყურის ციხისკენ გავემართეთ, ვნახეთ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ძალინ დიდია და ძალიან დაზიანებული, ახლა რესტავრაცია მიმდინარეობს. ადვილი წარმოსადგენია რა დიდებული იქნებოდა. XI-XII საუკუნეების ძეგლია. ძალიან მინდა დროულად და მისთვის შესაფერისად იქნეს აღდგენილი...
შემდეგ აწყურის ციხეზე გავემართეთ, ძალიან ლამაზი ციხეა, არცთუ რთულად ასაღები კარაველებისთვის
განსაკუთებით მომეწონა მისი შეფერილობა-გარემოსთან ისე არის შერწყმული -შორიდან შეიძლება ვერც გაგერჩია კონტურები-შემოდგომის ფერების გამო 
ციხიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა ... იმედია ინტელა და ნინუცა დაგავწევენ ფოტოებს

აწყური
აწყურის ციხისკენ გავემართეთ, ვნახეთ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომელიც ძალინ დიდია და ძალიან დაზიანებული, ახლა რესტავრაცია მიმდინარეობს. ადვილი წარმოსადგენია რა დიდებული იქნებოდა. XI-XII საუკუნეების ძეგლია. ძალიან მინდა დროულად და მისთვის შესაფერისად იქნეს აღდგენილი...
შემდეგ აწყურის ციხეზე გავემართეთ, ძალიან ლამაზი ციხეა, არცთუ რთულად ასაღები კარაველებისთვის

ციხიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა ... იმედია ინტელა და ნინუცა დაგავწევენ ფოტოებს

Last edited by namcecuna on 21 ოქტ 2008, 16:22, edited 1 time in total.
წამო, ზღაპარში ...

საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
აწყურში ცოტა ცრიდა, ამიდტომ, ციხიდან სწრაფად დავეშVით, რადგან ფეხსაცმელი ძალიან სრიალებდა .
საფარა
საფარის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ძირძველი ქართული მხარის მესხეთის მიწაზე, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით. ადრე აქ სამცხის ათაბაგთა, ჯაყელთა, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, ამიტომ ამ ადგილებში ძველ ნაგებობათა მრავალფეროვნებაა
საფარის კომპლექსი მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაშია განლაგებული, რომელიც ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ეპოქის მრავალი ნაგებობა შედის. მათ შორის ცენტრალურია წმ. საბას ტაძარი. მის გარდა აქაა რადენიმე დიდი და პატარა ეკლესია, სამრეკლო, საცხოვრებელი სახლები, სასახლე, კოშკები, სენაკები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა. ეს შენობები მთის ფერდობის სხვადასხვა სიმაღლეზე მდებარეობს. საფარის ანსამბლის დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო. წმიდა საბას სახელობის ტაძარი XIII-XIV სს. მიჯნაზეა აგებული. მისი აშენება უკავშირდება სამცხის მმართველებად ჯაყელთა ფეოდალური გვარის აღზევებას (XIII ს. ბოლოს). მართალია, მისი აგების შესახებ ისტორიული წყაროები თითქმის არაფერს გვაუწყებენ, მაგრამ ტაძრის კედლებსა და ფრესკებზე შემორჩენილი წარწერები მისი დათარიღებიისა და ქტიტორთა შესახებ ძალზე საინტერესო ცნობებს იძლევა.
ამ მხრივ ყველაზე მეტყველ მასალას გვაძლევს ტაძრის სამხრეთი კედლის მხატვრობის ქვედა რეგისტრზე არსებული ოთხი პირის ჯგუფური გამოსახულება. მათგან პირველი სასულიერო პირია შავი მოსასხამით, რომლის თავთან არსებული ასომთავრული წარწერა - (საბა ათაბაგი) იდნეტიფიცირებულია სამცხის ცნობილ ათაბაგთან სარგისთან (ე.თაყაიშვილი), რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ საბას სახელს ატარებდა. საბას უკან დგას ბექა მანდატურთუხუცესი, რომელსაც ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. იგი ქტიტორია ტაძრის, რომელიც მამის - სარგისის ბერად აღკვეცის შემდეგ ხდება ათაბაგი და მამის სიცოცხლეშივე, დიდად ნაამაგარი სარგისოყფილ საბას სახელზე აშენებს ტაძარს. ამ ცნობას ძველი ქართლის ცხოვრების ბოლო ასწლოვანი მონაკვეთის ავტორის ჟამთააღმწერელის უწყებაც ადასტურებს: „განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს... იყო ესე ბექა... მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა...“ ჯგუფური ფრესკის მეორე პირი, წარწერის მიხედვით სამცხის სპასალარი სარგისია, ხოლო ჯგუფის ბოლოს მდგარი უწვერული ახალგაზრდა, რომელსაც წარწერა არ შერჩენია, ესაა „ბექას მეორე ვაჟი ყუარყუარა“ (ე.თაყაიშვილი).
იქვე ფრესკაზე, სარგისის თავს ზემოთ, მოთავსებული ყოფილა მშენებლობისა და მხატვრის მაუწყებელი წარწერა, რომლის მარჯვენა ნაწილი ბათქაშიანად ჩამოცვენილა. წარწერის შერჩენილი ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ტაძრის მომხატველიც ბექა მანდატურთუხუცესი ყოფილა.
ტაძრის კარიბჭის დასავლეთის სარკმლის ორივე თაღზე და მარჯვენა კედელზე საღებავით შესრულებული წარწერები იუწყება მისი ხუროთმოძღვრის შესახებაც: „სრულ იქნა საყდარი ესე საძრიკვლითვე ყოველითა ფერითა ხელითა ფარეზას ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ამდენად, წარწერის მიხედვით ტაძრის მაშენებელი „ფარეზას ძე“ ყოფილა (პ.ზაქარაია), ხოლო კეხის ქვაზე გამოსახული პირი, რომელსაც გონიო და ჩაქუჩი უჭირავს, თავად ფარეზ ხუროთმოძღვრად არის მიჩნეული. ამ მოსაზრებას ფიგურასთან არსებული წარწერაც განამტკიცებს, რომელიც ამგვარად იკითხება: „ფარეზს შეუნდვნენ ღმერთმან“ (ვ.ბერიძე).
ტაძრის დასავლეთის კედლის, კარის ტიმპანის და პატრონიკეთა განაპირა მრგვალი სარკმელების ირგვლივ არსებული ეპიგრაფიკული წარწერები იმ კერძო პირთა ვინაობას გვატყობინებს, რომელთაც გარკვეული მონაწილეობა მიუღიათ ეკლესიის მშენებლობაში, ან შეწირულობები შეუწირავთ. მათგან იკითხება: „სვიმეონ ბე(რი...)ს“, ოქროპირ გაბეცას ძის“, „ღავასა შვილის“ და „მწირის გიორგი მალეს“ სახელები.
ეპიგრაფიკული წარწერების მრავალრიცხოვნების მიუხედავად ტაძრის აგების თარიღის შესახებ არაფერია უწყებული, თუმცა ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია დაახლოებითი თარიღი ბექას სამცხეში გამთავრებისა და, აქედან გამომდინარე, საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძრის აგებას მე-13 ს. 80-იან წლების დასაწყისს მიაკუთვნებენ (პ.ზაქარაია).
ტაძრის ასაშენებლად რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმიდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ ხატმწერს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია.
ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი სწორკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. ორივე სათავსო ერთნაირია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნისა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული.
ტაძრის ცენტრალური სივრცის დამაგვირგვინებელი გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის პილონებს. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. წმიდა საბას ეკლესიის კედლის ძველი მიძინების კედელზე მიშენების გამო ერთმანეთში შესასვლელი კარი არის გაჭრილი. ეკლესიათა იატაკების დონეთა დიდი სხვაობის გამო ახალი ტაძრიდან ძველში ჩასასვლელად კიბეა მოწყობილი. ახალ ტაძარში, სადიაკვნოს ქვეშ დუღაბის კამაროვანი გადახურვითა და დიდ ლოდებიანი კედლებით ნაშენი სათავსი - საძვალე სამარხი ყოფილა. დასავლეთის კარიბჭე სანახევროდ ღია სათავსს წარმოადგენდა. მისი სამხრეთის მხარე პატარა სამლოცველოს უკავია, ხოლო მოპირდაპირე - ჩრდილოეთის მხარეს კედელია პატარა კარითურთ, დასავლეთის მხარე კი ღიაა სამი შეისრული თაღით.
საფარის წმიდა საბას სახელობის ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით შუაფეოდალური ხანის ცენტრალურ-გუმბათოვან ეკლესიათა განვითარების უკანასკნელ საფეხურზე დგას. მასში ჯერ კიდევ ჩანს ქართული საეკლესიო არქიტექტურის სიდიადე, იგი გრანდიოზულისა და დიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის ზომებია 21,6X16, 6 მ. სიმაღლე გუმბათის წვერამდე 22,5 მ. მას საკმაოდ ვრცელი ინტერიერი აქვს, გარე მასები კი იმპოზანტურად გამოიყურება. ინტერიერის ყველა ნაწილი კარგადაა ურთიერთშერწყმული, შიდა კედლების ჰორიზონტალური დაყოფა პროპარტიულ ჰარმონიას ქმნის.
ტაძრის თავისებურებას, რომელიც ორიგინალობადაც ითვლება წარმოადგენს პატრონიკე. იგი მდებარეობს დასავლეთით, გვერდითი ნავების თავზე. პატრონიკეები ორმხრივ ღიაა. მსგავსი დეტალი დამახასიათებელი არ არის ამ ტიპის ტაძრებისათვის, მაგრამ დროდადრო მაინც მიმართავენ ხოლმე. საფარაში პატრონიკეებს მუდმივი კიბე არა აქვთ, ამიტომ აქ მოხვედრა მხოლოდ ხის კიბით შეიძლებოდა ჩრდილოეთის პატრონიკედან არსებული ხვრელებით, მაგრამ, ეს ხვრელი ისე პატარაა, რომ ასვლა საკმაოდ ძნელი იქნებოდა (პ.ზაქარაია). ამის გამო საფარის პატრონიკეთა ფუნქციურობაზე სერიოზული ეჭვი არსებობს (ვ. ბერიძე). ინტერიერის გაფორმების მრავალფეროვნებას გუმბათქვეშა კვადრატის ოთხივე კუთხის ორ-ორი დამუშავებული ლილვით წარმოდგენაც მიანიშნებს. ლილვებს ბურთულების კაპიტელები და ბაზისები აქვს. ინტერიერის თავისებურებას ასევე წარმოადგენს ნიშა აფსიდში, რომელიც ცენტრში, სარკმლის ქვეშ მდებარეობს. იგი განკუთვნილი ყოფილა მღვდელმთავრის ჩამოსაჯდომად. იგი საგანგებოდაა მორთული შეწყვილებული ლილვებით, რომელთაც მარტივი კაპიტელები და ბაზისები აქვთ.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს მხარე ქმნის მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არც ერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული (პ.ზაქარაია). საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი.
საფარის ტაძრის ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.
საფარის გუმბათის ყელისა და კარიბჭეთა მორთულობის შესახებაც ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი შეიძლება გამოიკვეთოს, რითაც იგი წინა და შემდეგდროინდელი ტაძრებიდან მკვეთრად გამოირჩევა. საფარელ ოსტატს მორთულობის გამარტივებისა და სისადავისაკენ სწრაფვა ახასიათებს.
საერთოდ კი საფარა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში ერთი მხრივ ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად გვევლინება.
ახლა ჩვენზე:
განვაგრძეთ გზა ...
გზა? ისეთი გზააა, სულ ფეხით გავლას რომ ითხოვს...
ჭრელი ჭრელი, რა ფერი აღარ იყო გარშემო...
საფარამდე რამდენჯერმე გავჩერდით, არ შეიძლებოდა ის ხედები მინიბუსისი ფანჯრიდან გვეთვალიერებინა, გული ვერ უძლებდა უბრალოდ...
მცირე ფოტოსესიას ჩავატარებდით და ისევ ვაგრძელებდით გზას
გზა კიდევ, ხომ ვთქვით, რომ ულამაზესი იყო...
საფარისკენ რომ გადავუხვიეთ მივხვდით რომ იმ ადგილას წვიმაში მართლაც ძნელი იქნებოდა გავლა... ჩვენ რა გვენაღვლებოდა-ანზორის იმედი გვქონდა

Last edited by namcecuna on 21 ოქტ 2008, 16:49, edited 2 times in total.
წამო, ზღაპარში ...

- nataliko-nataliko
- მაწანწალა
- Posts: 702
- Joined: 29 აგვ 2008, 21:32
- Location: მზის და ვარდების მხარე
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
namcecuna
რა სისასტიკეა ასეთი სილამაზეო მგონი ესეც თქვი არა?
რა სისასტიკეა ასეთი სილამაზეო მგონი ესეც თქვი არა?
вÑе к лучшему
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
საბედნიეროდ არც უწვიმია, არც უთოვია, არც მზეს შევუწუხებივართ... ყველაფერი ისე იყო, როგორც გაგვიხარდებოდა 
საფრამ სრულიად გაამართლა ჩემი მოლოდინი და გადააჭარბა კიდეც მას თავისი სილამაზით...
და დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამის ნახვა მოვასწარით, დროის უკმარისობის გამო კიდევ ბოლომდე ვერ შევგრძენი ის სიმშვენიერე და სიმშვიდე, რაც იქაურობას ახასიათებს...
ახლა უფრო მეტად მინდა კიდევ წავიდე-ოღონდ ასე გადარბენაზე არა და ყველგან, სადაც მივალ-ბოლომდე დავტკბე... ამისთვის 1 დღიანი გასვლა მართლა არ კმარა...
ანუ მხოლოდ ნახვა-არ არის საკმარისი, ადგილის და მადლის შესაგრძნობად იქ უნდა იყო... რამდენიმე საათი მაინც უდა დარჩე... რომ სხეული და სული სინქრონულად განიცდიდნენ ყველაფერს...
დარწმუნებული ვარ ასეთ შემთხვევაში ჩვენი გასვლა უფრო მეტად ზღაპრული იქნებოდა

Last edited by namcecuna on 21 ოქტ 2008, 16:58, edited 3 times in total.
წამო, ზღაპარში ...

საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)
nataliko-nataliko
კი, ზუსტად მასე, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვუძლებდი
:*
ნატ, რამდენიმე ფოტო დადე აქვე, თუნდაც მხოლოდ ის-რაზეც უკვე "ვიასუბრე"
დავამატებდი კიდევ ჩემს გულისწყვეტას იმის გამო-რომ მწვანე მონასტრიდან სწრაფად წამოვედით, ამიტომ ვერ მოვახერხე მონასტრამდე მიმავალ გზაზე ფეხით გავლა... არადა, ისე ლამაზი იყო ეს გზაც... მწვანეხავსიანი ლოდები, ქვები, და შემოდგომის ფოთლები ზღაპრულად ეფერებოდნენ ერთმანეთს
DON-ის გააქტიურების შემდეგ ამ ფოტოებს ვნახავთ ალბათ. ის ადრე გავიდა და გადაიღებდა აუცილებლად... ანუ მწვანე მონასტრის შემოდგომაც საფუძვლიანადაა "შესასწავლი" ...

საფარაში საათზე ცოტა მეტხანს გავჩერდით... ზარზმა და ჭულე(ვი) გველოდნენ...
დაახლოებით 1.5 საათი ვიარეთ, როგორც მახსოვს... ისევ გზა, ისევ ფერების გაგიჟება იყო გარშემო...
ადიგენისკენ რომ გადავუხვიეთ-უცებ ახლადდაგებული ასფალტი აღმოჩნდა ჩვენს წინ
ეს ბედნიერება დაახლოებით 5 კმ. გაგრძელდა... მერე კი საკმაოდ დამღლელი გზა დაიწყო... თუმცა, ბუნება ნამდვილად ცდილობდა რომ დაევიწყებინა ეს სიძნელე ჩვენთვის და გამოსდიოდა კიდეც-სილამაზე არ გვშორდებოდა ...
ადიგენიდან რომ გავედით კიდევ-საერთოდ ენით აღუწერელი ფერების გამოჩდნენ-წითელი, ყვეითელი, მწვანე... მოხატული იყო მთებიც და მინდვრებიც...