ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Bernar
სწორად გამოიცანი. მე მათთან მივედი ინსტიტუტის მერე სამუშაოდ. ბევრს ვლაშქრობდით ერთად, ვთხილამურობდით. მოკლედ მაგარი სამსახური იყო.
ფოტოები ულამაზესია!!!!!!!!!!! რა ახლოს ხართ ცასთან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
შენი თეთრი ტბა ახლა ჩემს დესკტობპზე გადავაბრძანე!!!!!!!!

მყინვარზე სრიალის შემდეგ ერთი-ორი ქვაყრილი გადავიარეთ და ლურჯი ტბაც გამოჩნდა:

By Bernar
ეს უფრო ახლოდან:

By Bernar
ამ ტბის ფერი, განსაკუთრებით იმ დროს აღტაცებას იწვევდა ჩვენში. მართლა საინტერესოა რა აძლევს ასეთ ფერს ამ ტბას?
სულმოუთქმელად ჩავირბინეთ ამ ტბამდე და იქ ჩვენი ლაშქრობის დანარჩენი წევრები დაგვხვდნენ. იქაურობაც ძალიან ლამაზია: ტბის ირგვლივ მწვანე საფარი და უზარმაზარი ლოდებია. ტბასთან ახლოს კი ასევე არის კარგა მოზრდილი ნაპრალი.
ესეც ლურჯ ტბასთან გამომცხვარი სურათები:

მწვანე ტბა საკმაოდ მოზრდილად გამოიყურებოდა. მასში ორი ნაკადული ჩაედინებოდა: ასე რომ ნოყიერად იკვებებოდა მთის წყლით.
ეს მწვანე ტბა ტანიეს მასივის ფონით:

By Bernar

By Bernar

By Bernar
აქ საკმაოდ კარგად ჩანს მწვანე ტბის სიმწვანე

By Bernar.
სანამ მე ტბის ირგვლივ დავრბოდი და სურათებს ვიღებდი, მერაბი, აჩიკო და გურამი ბალახებში ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ

By Bernar
ახლო-მახლო ნუგზარი ბიძიაც ჩამომჯდარიყო და ტბის სიგრილით ტკბებოდა

By Bernar
როდესაც მწვანე ტბაც ვინახულეთ, უკვე დაღლილობაც ვიგრძენით, რადგან აქამდე განცდილი ემოციები არ გვაძლევდა ამის საშუალებას.
ასე და ამგვარად მოვინახულეთ სამივე ტბა და გავეშურეთ შვენი ბანაკისაკენ სადაც კარგად დავისვენებდით რათა ხვალინდელ დღეს მომზადებულები შევხვედროდით: ხვალ ხომ უღელტეხილი უნდა გადაგვევლო!
ესეც წამოსვლისას: ლურჯი ტბა და ჭაუხები

Mrs. Robinson ძალიან სასიამოვნოა!
რა პატარაა საქართველო!
რა პატარაა საქართველო!
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
მაპატიეთ რომ ასე დიდი ინტერვალებით ვყვები, მაგრამ სხვანაირად ვერ ვახერხებ: დროის დეფიციტი მაქვს. 
კარგით გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი.
დილით ასე 8 საათისთვის გავიღვიძეთ. მშვენიერი დილა იყო, მაგრამ ღამე ცოტათი წამოტვიმა და ამიტომ კარვები ზემოდან დანამული იყო. კარვის გაშრობას ვერ დაველოდებოდით, რადგან მზე ჯერ-ჯერობით ღრუბლებს ეფარებოდა. ჩვენ კი დროულად გვინდოდა გასვლა, რათა უღელტეხილი დროულად გადაგვევლო. წინა Dღის ''დაზვერვის მონაცემებიდან''
ვიცოდი რომ ეს არც ისე იოლი საქმე იყო (შეგახსენებთ, რომ ჭაუხის უღელტეხილის სიმაღლეა 3338 მ).
ამიტომ სხვადასხვა ნაჭრებით და ქაღალდებით კარვები გავამშრალეთ და ავკეცეთ. შემდეგ ვისაუზმეთ და საბოლოოდ ასე 9 საათისათვის უკვე გზას გავუდექით.

კარგით გავაგრძელოთ ჩვენი თავგადასავალი.
დილით ასე 8 საათისთვის გავიღვიძეთ. მშვენიერი დილა იყო, მაგრამ ღამე ცოტათი წამოტვიმა და ამიტომ კარვები ზემოდან დანამული იყო. კარვის გაშრობას ვერ დაველოდებოდით, რადგან მზე ჯერ-ჯერობით ღრუბლებს ეფარებოდა. ჩვენ კი დროულად გვინდოდა გასვლა, რათა უღელტეხილი დროულად გადაგვევლო. წინა Dღის ''დაზვერვის მონაცემებიდან''

ამიტომ სხვადასხვა ნაჭრებით და ქაღალდებით კარვები გავამშრალეთ და ავკეცეთ. შემდეგ ვისაუზმეთ და საბოლოოდ ასე 9 საათისათვის უკვე გზას გავუდექით.
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
ნახევარ საათში მივადექით თხემის დასაწყისს და დავიწყეთ უღელტეხილზე ასვლა. თავიდან საკმაოდ დაქანებული იყო ფერდობი: ზოგჯერ ოთხივე კიდურითაც გვიხდებოდა ასვლა. თან ამაში ბალახებიც გვეხმარებოდა, რომლებიც ხელის მოსაჭიდებლად ძალიან კარგი საშუალება იყო. დასაწყისში ბილიკი თითქმის არ ეტყობოდა, ერთ-ორ ადგილზე თუ ივარაუდებდი მცირე ალბათობით, რომ აქ ოდესღაც ბილიკი ყოფილაო. ამ სურათზე დაახლოებით კი ჩანს თუ როგორი დაქანება იყო თავიდან:

საკმაოდ ორგანიზებულად ვმოძრაობდით: როდესაც ახალგაზრდები საკმაო მანძილს გავივლიდით, შესასვენებლად ვჩერდებოდით, ხოლო რამოდენიმე ჩვენგანი ქვემოთ ჩადიოდა უკან დარჩენილების მისახმარებლად.
აი ჩვენი ერთერთი შესვენება:

მანამდე კი ეს ყვავილი მომეწონა, ხოლო მასზე მჯდარი მწერი არც კი შემიმჩნევია

საკმაოდ ორგანიზებულად ვმოძრაობდით: როდესაც ახალგაზრდები საკმაო მანძილს გავივლიდით, შესასვენებლად ვჩერდებოდით, ხოლო რამოდენიმე ჩვენგანი ქვემოთ ჩადიოდა უკან დარჩენილების მისახმარებლად.
აი ჩვენი ერთერთი შესვენება:

მანამდე კი ეს ყვავილი მომეწონა, ხოლო მასზე მჯდარი მწერი არც კი შემიმჩნევია

ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
მალე თეთრი ტბაც გამოჩნდა, ოღონდ ამჯერად ზემოდან დავყურებდით მას:
ტბის ზემოთ კი ჭაუხები ნისლში იყვნენ ჩაფლულნი

ეს უფრო ახლოდან

სიმაღლეს ნელ-ნელა ვკრეფდით და ნელ-ნელა შევდიოდით ღრუბლებში. რაც
უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო სწრაფად მოძრაობდნენ ღრუბლები. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ მერე უკვე მოუხშირეს ნისლებმა სრიალს.
ასე 3000 მ-ზე ვიქნებოდით, როდესაც ნისლებმა მძლავრად შემოუტია ჭაუხებს და ჩვენც თან ჩაგვიყოლა. ღრუბლები უკვე ძალიან სწრაფად მოძრაობდნენ: ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ხსნილი იყო და ნისლის ნიშანწყალიც არ შეიმჩნეოდა, მაგრამ უცებ ისეთ ნისლში გავეხვეოდით, რომ 10 მეტრში არაფერი აღარ ჩანდა!
და რაც მთავარია ეს ყველაფერი დაახლოებით 10-15 წამში ხდებოდა!
აი ასეთ ნისლში ეხვეოდა ხოლმე იქაურობა:

მერე ეს ნისლი უცებ გადაიყრიდა არემარე უმშვენიერესი ხედებით გვატკბობდა.
ასე თხემის ორი მესამედი გვქონდა გავლილი, როდესაც თხემს ბილიკის ნიშანწყალი ნელ-ნელა დაეტყო. რაც უფრო მაღლა მივიწევდით, ბილიკი მით უფრო კარგად ეტყობოდა დედამიწას და მით უფრო იკლაკნებოდა. ჩვენ კი დინჯად მივყვებოდით ამ ბილიკს: თან ხან ნისლში გავეხვეოდით, ხან კი მზეც შემოგვანათებდა ერთი-ორს.
ნანა დეიდას ნისლი მოსდევს: ალბათ მალე დაეწევა

ერთერთი შესვენებისას: მალე გავეხვევით ნისლში

აქ ელგუჯა ბიძია, ცუცა დეიდა და ნანა დეიდა უკვე ბილიკს მოუყვებიან

ეს კი ძალიან საინტერესო კადრი: ნისლის მორიგი გადაყრის შემდეგ აი ეს ფთილა შემორჩა ცას
(ამ სურათზე ჩვენს მიერ ამოვლილი თხემიც კარგად მოჩანს)

ჯერ დიდი მადლობა რჩევისთვის.... გავითვალისწინებ აუცილებლად... იმედია მომავალ წელს შევისრულებ ოცნებებს
ულამაზესი ტბებია... ფოტოებიც ძალიან მომეწონა.... ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ რეპორტაჟს... ველი გაგრძელებას

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
. . . კიდევ ერთი დღე . . .
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
ele
არა ვარ წინააღმდეგი!

თეთრი ტბის სურათი მაგრად მომეწონა
მაგარი ზღაპარი ადგილებია მანდ, ყოჩაღ !!!

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!