Naia
მე კი არ ვერჩოდი, შენ დაუწუნე ორგანიზატორობა და რატო? ვინმემ გკითხა თუ? შეწუხდი ამ ლაშქრობით თუ? ვინმეს თუ არ მოეწონა, თავად თქვას - ეგეთები კი არაა და...
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ძაღლმა არ შეგვჭამა, ეტყობა მაძღარი იყო ჩვენგან განსხვავებით...
ჰოდა შეცდომა დავუშვი, უნდა ვაღიარო (ინტელას შევენაცვლები ეხლა დანაშაულის აღიარებასა და თვითგვემაში)
პური მე მომქონდა, არაყიც სადღაც ჩემს გვერდით მოაბიჯებდა (ანუ მოლაშქრე, რომელსაც არაყი მოჰქონდა). მთავარი შეცდომა კი ის იყო, რომ სარდელებიანი პარკი, რომელიც ჩვენი ძირითადი საკვები იყო, ლამას ქონდა და ის კიდევ წინ გარბოდა... კაი ადგილები საათნახევრის დაშორებით ვიცი და იქ მივიდეთო... ამისთანა შეცდომა როგორ მოგვივიდა, დღემდე ვერ გამიგია. მაგას რომ არ ქონოდა, ხომ ვჭამდით იქვე... არა რა, ეგეთი შეცდომა კაი ხანია არ მომსვლია
ჰოდა რას ვიზამდი, მივდევდით ენაგადმოგდებულები, ეგებადა რომელიმე სარდელი გადმოუვარდესო....
ჰოდა გამახსენდა აბუდელაურები.. ვიცოდი რომ ლამასაც ახსოვდა... ჰოდა დავიწყე ყვირილი, "მშია"-თქო...
ჰოდა მაგის შემდეგი ეტაპი ლამამ იცის... ცუდად ვიქცევი, ვიფიქრე შევაშინებ-თქო... მარა იმ ვიწროებში არ ისმოდა კარგად და... მაინც გარბოდა წინ...
ჰოდა როგორც იქნა დავაწიეთ ლამას ხმა გვშიაო და.. ეტყობა იმასაც მოშივდა და...
საათნახევრის მაგივრად სულ რაღაც საათი და ოცხაცხრა წუთი ვიარეთ და რაღაც ადგილს გავჩერდით - ჩრდილი იყო, დასაჯდომი ადგილიც, შეშაც იყო იქვე. ჰოდა თავი რატო უნდა მოგვეკლა... ჰოდა აშიშხინდა სარდელი... გოგჩოებმა ცეკვა დაიწყეს იმისთანა... ვა ტა ტა ტა-ს რომ იტყოდა კაცი უცილობლად
ჰოდა ეხლა დადოს ვინემ მაგ ცეკვის სურათები და ეგეთები, როოგორ ვილუკმებიდით და ადამიანური სახე როგორ გვიბრუნდებოდა...
ჰო კიდო, დამავიწყდა რომ ზვიოავსული და ლამა სადაც ჩასახტომ ადგილს ნახავდნენ, იქვე ხტებოდნენ... წყალს ვგულისხმობ...
ჰოდა წავიდა სადღეგრძელოები...