გული რომ ვიჯერეთ, ისევ ჩანთებთან დავბრუნდით.
ცოტა ხანი კიდევ გავჩერდით
არ შემიძლია ეს ფოტო რომ არ დავდო
იქვე ზემოთ ხალხს ვკითხეთ და გავარკვიეთ, რომ 40 წუთის სავალზე საბანაკე ადგილი იყო.
ავიღეთ ჩანთები და გზა გავაგრძელეთ.
როგორც კახამ დაწერა, ბილიკები თითქმის არ იყო.
ხან წყალში, ხან ქვებზე გვიწევდა სიარული.
რაღაც ადგილი კი ვნახეთ, მაგრამ ნაგვით იყო მოფენილი და საშინელი სუნი იდგა.
სამწუხაროდ ნაგავი ძალიან ბევრჯერ შეგვხვდა.
საქეიფოდ ადიან ხოლმე ჯიგრები და ნარჩენებს იქვე ტოვებენ

.
ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს და ვერც სუნს ვერ გადმოსცემს...
ცოტა ხანში ამ ჩანჩქერს მივადექით.
ასასვლელად კლდის ნაპრალში აცოცება იყო საჭირო.
სანამ ესენი ცოცავდნენ და ჩანთებს ეზიდებოდნენ, მე მდინარე გადავლახე და ხის ფესვებზე და ბალახებზე მოჭიდებით უპრობლემოდა ავაღწიე მოსწორებულ ადგილამდე (რომელიც შემდეგ საბანაკედ ავირჩიეთ)
ავედი და ზემოდან ვუყურებდი ამათ წვალებას
როგორც იქნა ამოაღწიეს.
ახლა მეორე ნაპირზე იყო გადმოსვლა საჭირო.
