თითქმის 2 საათის შემდეგ საღალატო სერზეც ავედით, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 2470 მეტრზე მდებარეობს. ანუ ამ ორი საათის განმავლობაში 1500 მეტრი აღმართები ავიარეთ

. საღალატო სერი იმიტომ დაერქვა, თურმე იმ გორაკს, რომ ოსმალობის დროს აქ ღალატით ამოჰყავდათ ქართველები და შემდეგ ტყვეებად ყიდიდნენ ოსმალებზე.
სამეცხვარეოზე (2642 მ) ასვლას ვერანაირად მოვასწრებდით იმ დღეს (წინ კიდევ 6 კილომეტრი გვქონდა თოვლში სავალი, რაც ჩვენს მიერ იმ დღეს განვლილ დაახლოებით 30 კილომეტრიან გზას კიდევ 12 კილომეტრით დააგრძელებდა, რასაც ნამდვილად ვეღარ შევძლებდით გოგოები. ამასთანავე ნისლი სულ უფრო მატულობდა, გზის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. მხოლოდ 300-ოდე მეტრი გავიარეთ წინ, რომ ხედები გადაგვეღო და კვლავ საღალატო სერზე დავბრუნდით, ნისლის გადაყრის მოლოდინში, რომ ზემოდან გადაგვეხედა მთებისათვის.
გადაივლიდა ნისლი, 5 წამის შემდეგ ისევ სქელი საბურველით იფარებოდა გარემო.
ცხენები მხედრების გარეშე და მხედრები ცხენების გარეშე
ულამაზესი დეკა ყვაოდა იმ ადგილებში. ალაგ-ალაგ თოვლიც იდო.
