დაუვიწყარი ლაშქრობა გამოგვივიდა. ამინდმა როგორც ამ წელს განხორციელებულ თითქმის ყოველ გასვლაში, ახლაც გაგვახსენა ლამა

, თუმცა გოგა ამბობდა მისი სახელი არ ახსენოთ თორემ უფრო მოიმატებს სეტყვაო

მაგრამ რა სილამაზე ვნახეთ! ამასთან წვიმა და სეტყვა, თუნდაც მეწყერით გზის ჩახერგვა და ღამის მანქანაში გატარება (ოთხადმოკეცილის) აბა რა მოსატანია

. თუმცა ახალი კარველებისათვის და პლიუსებისთვის ეს გასვლა გვარიანი სურპრიზი იყო, მაგრამ ჩვენი შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა, ყველა კმაყოფილი დარჩა
ყველაფერი ასე დაიწყო. შევიკრიბეთ სამთო ქიმიასთან 15:00-ზე. გავნაწილდით სამ მანქანაში: ნაიას ზურმუხტაში, ირაკლის (გვალდას პლიუსი კავთისხევი-ლავრისხევის ჯიპტურიდან, რომელიც მერე ჩემი ყოფილი თანამშრომელი აღმოჩნდა

) პაჯეროში და თიკოს პლიუსის პაატას ლენდროვერში. გაგვაცილა არჩილ დაკოტელმა.
სერგიკუნა და მისი პლიუსი ბაბუა
მალფუჭებად პროდუქტებს მაცივარში ვდებთ (მაშ როგორ გეგონათ

)
თიკო და პაატა
ინტელიგენტის პლიუსი თამუნა იგივე ბაცილა ფორუმ.გე-დან. ძალიან მომეწონა ეს გოგო
