Page 4 of 7

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 10:56
by Mta Mkvarebia
არჩილ-ი, მონადირე და მონადირის პლიუსი
Image

ესეც წრე და "რა ლამაზი დღეა"
Image

დავიძარით კახეთისკენ
Image

Image

გზად შემოგვიერთდა ზიკა (სამგორში), მეკო (სიღნაღის გადასახვევთან). ნელნელა ღრუბლები იმატებდა, მერე ისე მოიქუფრა ცა, რომ ზეგაანის გადასახვევთან რომ მივედით, საშინელმა წვიმამ დასცხო. თითქოს რომ გადაიღო, ავუყევით გზას ტაძრისკენ.

Image

Image

Image

მაგრამ მალე ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, გაილუმპა ხალხი. მინიბუსის მძღოლებს - ანზორის და ზვიადს დავურეკეთ, ამოგვაკითხეს და გზის დარჩენილი ნაწილი მანქანით გავიარეთ.

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 11:21
by Mta Mkvarebia
ისეთი სილამაზე დაგვხვდა ზემოთ ასულებს, რომ გაგვაოცა. დაბურული, ნაწვიმარი ტყე, გალავნისა და სხვა ნაგეგობებში ჩაფლული ზეგაანის ყველაწმინდის ულამაზესი ბაზილიკა, და წმ. მარინეს პაწაწინა ეკლესია, გასაოცარი ფრესკებით. წარმომიდგენია, კარგ ამინდში რა იქნება იქ ასვლა. ფოტოები მართლაც არ გამოვიდა ცუდი ამინდის გამო :( .

Image

Image

Image

Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 11:34
by Mta Mkvarebia
ფრესკები:
Image

Image

Image

Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 11:40
by keto
წვიმისა და თქეშის, გალუმპვისა და სველი ფეხებით სიარულის მიუხედავად მე ძალიან ვისიამოვნე, ძალიან გამიხარდა ყველას გაცნობა და იმედია ამის მერე ხშირ-ხშირად შემოგიერთდებით ხოლმე :)

სურათებს მეც შემოგმატებთ მოგვიანებით, ფირი ჯერ არ გამიმჟღავნებ-დამისკანერებია :)

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 11:52
by Mta Mkvarebia
keto
გაიხარე!, ჩვენც გაგვიხარდა შენი გაცნობა, და იმედია მართლა ხშირად ივლი ჩვენთან ერთად :)

ესეც ქეთო და მეკო
Image

სარეცხებში ჩაკარგულები.
აი ასე ვაშრობდით სველ ტანსაცმელს და ქვემოთ მსხდომთ ცისარტყელისფერი ნაკადულებისგან მაისურებზე ლაქები დააჩნდათ (განსაკუთრებით მეკო დაზარალდა ამ მხრივ)

Image

Image

თითქოს გალუმპვა არ გვეყოფოდა, ახლა კოღოპები დაგვერივნენ. იმდენი იყვნენ, ვერსად გავექეცით. მინიბუსშიც შემოვიდნენ და მწარედაც დაგვკბინეს. თიკოს შუბლზე მათი ნაკბენებისაგან ორი უზარმაზარი კოპი დააჯდა :wink:

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 11:54
by ARCHILI
Mta Mkvarebia

oqro xar... kochag...

:)

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 12:00
by Linda
ვაა ქეთო, რა კარგია შენც რომ გამოჩნდი

მშვენიერი ლაშქრობა გამოგსვლიათ ხალხო

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 12:28
by Mta Mkvarebia
ესეც გრემის გალავანზე და სამრეკლოზე ძრომიალისას და ხედები გრემიდან

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 13:02
by Mta Mkvarebia
შემდეგ გავემართეთ ნეკრესისკენ, მაგრამ ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ისეთი ნიაღვრები იყო, ალბათ ჩამოგვრეცხავდა და ტაძრამდე ვერ მივაღწევდით. თურმე სწორედ მაგ დროს ბარჯისხევთან გზა გადაკეტილა მაგ ნიაღვრების მიერ ჩამოტანილი ლოდებითა და მოგლეჯილი ხეებით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნეკრესში ასვლა მომავლისთვის გადაგვედო, თუმცა გული კი ძალიან გვწყდებოდა. ასეთ ამინდში ბუნებაშიც ვერსად დავჯდებოდით. ზიკამ თავის სახლში დაგვპატიჟა. გზად კი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დავათვალიერეთ ყვარელში.

ტყუპი და მისი პლიუსი მინიბუსში

Image

მუზეუმში

Image

Image

Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 13:27
by Katy
zika

sheni erti fotoc maqvs da magasac davdeb ;) gushin zalian mezineboda da damrcha ramodenime foto dasadebi

ARCHIL_i

me arsad agmovchndi shens obieqtivshi ?..
shen sul memalebodi da... ;)


shesanishnavi fotoebia...
madloba! :)

Mta Mkvarebia
shen kvelaze did da saintereso koleqcia geqneba suratebis, ase rom gelit! :)

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 13:31
by Mta Mkvarebia
ზიკასთან სახლში. სუფრა იშლება

Image

Image

წავიდა სადღეგრძელოები. ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა გეგა და პოპინსი არიან.

Image

Image

თვალებს არ უჯერებთ, არა? :D დაუჯერეთ, დაუჯერეთ :D .

Image

სასკვა და მართა
Image

მეკო და ზურა (თქვენ არ იცით რად დაგვიჯდა მე და მეკოს ეს ფოტო. სულ მაგიდის გარშემო გვარბენინა :wink: , მერე მეკოს ვერ გაუტეხა ხათრი. არა ამ და ძმას რატომ არ უყვარს ფოტოების გადაღება? :roll: )

Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 13:46
by Mta Mkvarebia
Image

Image

ჩვენი კაპიტნები - ზვიადი და ანზორი
Image

მერე ისეთი საყვარელი ადამიანი შემოგვიერთდა....

Image

ბიძაშვილები
Image

ნინუცა და მისი პლიუსები
Image

Image

ძალიან დიდი მადლობა ზიკას ჩვენი მასპინძლობისათვის :) . ჩვენც ცოტა არ იყოს გვეუხერხულებოდა, მოულოდნელად რომ დავადექით 25 ადამიანი :oops:

სწორედ იქ გავიგეთ გზის ჩაკეტვის ამბავი და ამიტომ არსად ვჩქარობდით, მაგრამ რომ შებინდდა მაინც გამოვემართეთ თბილისისკენ. კილომეტრიანი საცობში ვიდექით დიდხანს, გაგვაოცა, რამხელა ლოდები ჰქონდა წვიმის ნაკადს ჩამოტანილი ქვემოთ. ერთ ადგილას დატვირთული ავტომობილი "ვოლგაც" ვნახეთ გზიდან დაღმართში გვერდზე გადახრილი, შეიძლება ნიაღვრის ნამოქმედარიც იყო. თბილისში 11 საათისთვის ჩამოვედით.
გაიხარეთ ხალხნო, კარგი იყო, მაგრამ ნეკრისიც რომ გვენახა და ასეთი საშინელი ამინდი არ ყოფილიყო, უფრო მაგარი იქნებოდა :)

ესეც ბოლო ფოტო:
ამ გოგოს ყველა "ლუდოვიკოში" დაკავებული აქვს ადგილი რა! :)
Image

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 25 ივნ 2008, 15:14
by zika
ნუ გცხვენია :o მე უფრო შემრცხვებოდა წვიმაში რომ გალუმპულიყავით :lol: :lol: (როგორც კახელები იტყვიან) :lol: :lol: მაშა


მთავარია რომ კველაფერი მხიარულად დამთავრდა :lol:

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 26 ივნ 2008, 11:42
by saskva
ძლივს ცოტა დრო ჩავიგდე ხელში და რადიკალი თუ დამეხმარა ფოტოებსაც დავდებ :D
წვიმის გამო ბევრი ფოტოებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ რაც მაქვს იმას დავდებ

ესეც სამარშუტო ტაქსში წვიმის გადაღების მოლოდინში :D

Image

წვიმამ რა თქმა უნდა არ გადაიღო და ჩვენც წვიმაში გავწიეთ

ზეგაანი-გრემი-ყვარელი თავსხმა წვიმაში

Posted: 26 ივნ 2008, 11:45
by saskva
იმდენად ლამაზი ადგილი ვნახეტ რომ დასველება ნამდვილად ღირდა

Image

Image