სანამ ბოჭორმის ეკლესიასთან ავიდოდით, დიდი ხნის განმავლობაში გვესმოდა გრუხუნი, მაგრამ იმედი გვქონდა წვიმას ჩამოვუსწრებდით. მაგრამ ტყუილად. მე, ლინდა, მისი პლიუსი და თუთა წინ წამოვედით, რამდენიმე ნაბიჯიც არ გვექნებოდა გადადგმული რომ წვიმაც დაიწყო, თავიდან ხის ფოთლებში ვერ ატანდა, მაგრამ მერე ისეთი დაუშვა... კარგად მახსოვს სამი კვირა როგორ ვიჯექი სახლში გრიპის გამო და რამდენ ლაშქრობას გამოვაკლდი, ასე რომ გაციების პერსპექტივამ ვერაფრით მომხიბლა. ისე გამოვრბოდი წინ, ლინდა თუთა და დევიდი უკან ჩამოვიტოვე, ფეხი მიცურდა, მაგრამ ვინ უყურებდა, ბილიკიდან გადავუხვიე და ეკლიან ბუჩქებში მოვხტოდი, ის გზა, რასაც 1 საათი მოვანდომე ასვლა, 15 წუთში ცამოვირბინე. მერე ჩამორჩენილებიც წამოგვეწივნენ, ჩავჯექით "ზურმუხტაში" (ნაიამ გასაღები გამოგვატანა), და თავისუფლად ამოვისუნთქეთ. დროდადრო ნაია რეკავდა ან ჩვენ ვურეკავდით, თურმე ფოტოაპარატების დასველების შიშით უკან დაბრუნება გადაუწყვეტიათ და ოდნავ რომ მინელდა წვიმა შემდეგ გამოსდგომიან გზას, მაგრამ შუა გზაში რომ იყვნენ, მერე დასცხო, თუ დასცხო, თითქოს სათლ;იდან ასხამდნენ, ისეთი გალუმპულები დაბრუნდნენ, ჩვენ მათთან შედარებით მშრალები ვიყავით თან სულ ტალახში უკოტრიალიათ. აი მაშინ წავიდა, მაკენას მანქანის საბარგულის ახდილი კარის ქვეშ სველი ტანსაცმლის გამოცვლა. მერე ხუმრობდნენ ბიჭები, ჩვენ თვალები დაგვახუჭინეს და ზურგით შეგვატრიალეს და უკან რომ ორი სავსე მინიავტობუსი მიშტერებოდათ, ვითომც არაფერიო

მართლა სასაცილოები იყვნენ. მაგალითად წარმოგიდგენიათ გურულისნაირი რესპექტაბელური ადამიანი ტარზანივით ველურ ბუნებაში?
