ამჟამად კაპადოკია თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, მის დასავლეთ-სამხრეთ ნაწილში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში მის ტერიტორიაზე ხეთების სამეფო მდებარეობდა. ჩვ. წ. აღ. 1 საუკუნეში კაპადოკია რომის იმპერიას დაექვემდებარა, შემდგომი ის ბიზანტიის შემადგენელი ნაწილი გახდა და მე-15 საუკუნეში კი ოსმანთა იმპერიის მიერ იქნა დაპყრობილი.
კაპადოკიის თავისებური ლანდშაფტი მილიონობით წლის წინ ვულკანური ამოფრქვევებისა და შემდეგ ქარისა და წვიმის ზემოქმედების შედეგია. სწორედ ლავის ამოფრქვევის შემდგომ გაჩნდა ამ ულამაზეს ადგილას უცნაური ფორმის და ფერის, ადვილად დამუშავებადი ქანოვანი წარმომაქმნები . ეს უცნაური წარმონაქმნები "ფერიების საკვამურებად" არის ცნობილი. "ფერიების საკვამურები"ს ველი ერთ-ერთი ცნობილი ადგილია კაპადოკიაში, რომელსაც კაპადოკიის სამ უმნიშვნელოვანეს ქალაქს (ავანოსი, ურგუპი და ნევჰეშირი) შორის განლეგებული სამკუთხედის ფორმა აქვს. მრავალი საუკუნის განმავლობაში აქ დასახლებული ხალხი ქვაში კვეთდა გვირაბებს. არაბების შემოსევა და რელიგიური დევნა აიძულებდათ ადგილობრივებს მიწისქვეშა ქალაქები და ეკლესიებიც კი აეგოთ. სწორედ რელიგიური დევნის პერიოდში ჩამოდიოდნენ აქ ბერები და ეწეოდნენ რელიგიორ მოღვაწეობას, აშენებდნენ და კვეთდნენ ტაძრებს და ხატავდნენ ულამაზესი ფრესკებით.
"ფერიების საკვამურები"ს ველის ცენტრში განლაგებულია პატარა ქალაქი გორემე, რომელიც გარშემორტყმულია ფანტასტიური კლდოვანი კონსტრუქციებითა და ველებით. ამ კლდის სასახლეებში ახლაც ცხოვრობს ხალხი, კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, ისევე როგორც კაპადოკიის სხვა ქალაქებში, პირდაპირ კლდეშია ნაკვეთი, რაც ეგზოტიურობას მატებს იქაურობას და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს.გორემეს უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობაა მუზეუმი ღია ცისქვეშ , სადაც განლაგებულია 30-ზე მეტი კლდეში ნაკვეთი ეკლესია ულამაზესი, მე-9-11 საუკუნეში მოხატული ფრესკებით.
კაპადოკიაში განლაგებული 40 მიწისქვეშა ქალაქიდან ყველაზე მნიშვნელოვანია დერინკუისა და კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქები. აქ თავისუფლად ეტეოდა 30 000 ადამიანი, დერინკუის ქალაქი 8 დონისაგან ანუ სართულისაგან შედგებოდა და იქ განლაგებული იყო სხვადასხვა დაწესებულებები: საჯინიბო, სკოლა, ეკლესიები, ღვინის სარდაფები, ციხე და სხვა. მიწისქვესა ქალაქს ჰქონდა საკუთარი სავენტილაციო შახტა. მტრის შემოსევის შემთხვევაში, შესასვლელის დაცობა უზარმაზარი ლოდებით ხდებოდა და არ იყო ჰაერის ნაკლებობის გამო გაგუდვის საშიშროება.
კაპადოკიაში ასევე განვითარებულია მეთუნეობა. ეს ტრადიცია ჯერ ჯიდევ ხეთების პერიოდიდან მოდის, რომელთაც მეთუნეობის განსაკუთრებული ტექნიკა ჰქონდათ, იყენებდნენ თეთრ და წითელ თიხას, რაც მრავლად მოიპოვება იმ ადგილებში. მეთუნეობის ცენტრია ავანოსი, ამაზე ქვემო პოსტებში მოგითხრბთ უფრო დაწვრილებით, სურათების თანხლებით.
კაპადოკიაში ასევე უამრავი მნიშვნელოვანი და საინტყერესო ღირშესანიშნაობაა. წელიწადში ამ მხარეს დაახლოებით 850 000 უცხოელი ტურისტი და 1 მილიონი თურქი სტუმრობს. ტურიზმი ადგილობრივების შემოსავლის ძირითად წყაროა.
აი რამდენიმე სიტყვი კაპადოკიის შესახებ

.