ატენის სიონი:
არქიტექტურულ მონუმენტური ძეგლი მდებარეობს სოფელ ატენთან. გორიდან 12 კილომეტრში მდინარე ტანის მარცხენა ნაპირას ულამაზეს ხეობაში. ფრიალო კლდის კიდეზე , საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. თარიღდება VII საუკუნის I ნახევრით.
ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, ტეტრაკონქის ტიპის. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა.
(სამხრეთის კარი ამჟამად ჩაკეტილია ტაძარში მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო, რომლის 90% დასრულებულია
და დარჩენილია მხოლოდ სამხრეთის ფასადის შიდა კედლების მოხატულობის საკონსერვაციო სამუშაოები)
ტაძრის კედლებზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები და მინაწერები, რომლებშიც მოხსენიებულნი არიან ისტორიული და სხვა პირები, მოცემულია თარიღები და ცნობები. წარწერები საყურადღებოა ენისა და დამწერლობის თვალსაზრისითაც; ისინი მდიდარ მასალას გვაძლევენ საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა თუ პალეოგრაფიის საკითხების კვლევისათვის
მნიშვნელოვანია
XII საუკუნის
სლავური მინაწერი, რომელიც სავარაუდოდ რუს პილიგრიმს უნდა ეკუთვნოდეს
ტაძარი მოიხატა XI ს. II ნახევარში
ტაძრის გენგეგმა ასე გამოიყურება:
