Page 4 of 25

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 18:42
by kolxi gogo
იყო და არა იყო რა, იყო კიდევ ერთი საინტერესო, შემეცნებით-გასართობი დღე კარაველების ცხოვრებაში!
უკვე ბევრი აღინიშნა აღსანიშნი ჯგუფის წევრების მიერ. მე, ჩემდათავად დავუმატებდი რამოდენიმე ჩემთვის შთამბეჭდავ მომენტს.კერძოდ, გიორგი ერისთავის სახლ-მუზეუმის დანახვისთანავე ჩემი ტკივილიანი განცდა, რომ ეს ეს, ოდესღაც თავადების სასახლე იავარქმნილი ხვდება ყველა იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში მიემართება, რომ იხილოს ცნობილი ქართველი პატრიოტების_გიორგი და დავით ერისთავების სახლ-მუზეუმი! და მაინც: ,,აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია".
კიდევ: სახლ-მუზეუმის ექსკურსია მძღოლმა გვაჩვენა ერთი გადაღებული ფოტო, სადაც აღბეჭდილია გიორგი ერისთავი იტაილაში მოგზაურობის დროს როგორ შემთხვევით შეხვდება ტყვედ გაყიდულ მეგრელ გოგონას, რომელიც ეხვეწება ქართველ თავადს გადაიხადოს მისი გამოსასყიდი თანხა და საქართველოში დაბრუნების შანსი მიეცეს, მაგრამ გიორგის ამისთვის საკმარისი თანხა არ აღმოაჩნდა...
კიდევ: საგურამოში ვეწვიეთ ახალ ტაძარს, რომელიც ილია მართლის სახელობისაა. ძალიან შტამბეჭდავი იყო ფრესკები, განსხვავებული ,ცოცხალი ფერებით... ჩვენი შედარებით ,,უნიჭო" გალობაც კი ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდა და ძალიან ძლიერი ექოთი ხმიანდებოდა..
მადლობა პირადად ქვევრს ,,მარანთქების'იდეის ავტორს!!!

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 18:57
by ლეონტი
Image

დაუკარით არწივების ასაფრენი.

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 19:00
by qvevri
ამ სურათმა მთლად ამაწრიალა და ძველი ტკივილი გამახსენა. ჰოი საცოდავი საქართველოს შვილებო (ჩვენი ჩათვლით). ვინმეს შეუძლია მითხრას რატომ მიდის ჩვენი ქვეყნის საქმე სულ უფრო უკან და უკან?

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 19:16
by ლეონტი
მე ვიცი და გეტყვი.
ღმერთი ადამიანს სთხოვს
1.ღვთის ანუ თავის თავის სიყვარულს უპირველესად.
2. მოყვასის სიყვარულს მეორე ადგილზე.
ადამიანებს არ ახსოვთ ღმერთი.
თავს იMით იმართლებენ რომ პრობლემები უამრავია და არ სცალიათ.
ესე იგი არ უყვართ ღმერთი, რადგან ვინც გიყვარს ის გახსოვს, თუ არ გახსოვს მაშინ არ გიყვარს.
ამის შედეგი სრული დესტრუქციაა, რომელიც ღრმავდება არა მარტო ჩვენში, არამედ მთელ მსოფლიოში
ხოლო ამის ბოლო იქნება ღვთის სრული დავიწყება ანუ განდგომილება.
რაც სამყაროს დაშლას გამოიწვევს.
გრიგოლ ნოსელი ამბობდა რომ ეს მაშინ მოხდება როცა ცეცხლის ანუ სიმხურვალის სტიქია გაძლიერდება.
ეგეც სახეზე გვაქვს.
სხვა ქვეყნებში მხოლოდ მოჩვენებითი წესრიგია.
ეს წესრიგი ისე მალე და უცბად დაიშლება, როგორც თვინები ნიუ-იორკში.
აგერ მე და აგერ გერმანია, ყველა მოვესწრებით მაგას.

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 19:47
by lama
ლეონტი wrote:
აგერ მე და აგერ გერმანია, ყველა მოვესწრებით მაგას.

ღმერთმა არ მოგვასწროს :( :);):D

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 20:38
by ლეონტი
qvevri wrote:ალბათ გახსოვთ ერისთAვის მარანში ყურძნის წნეხის ხის დეტალი რომ გაჩვენეთ. ეს არის ისეთი წნეხის ნახატი. ალბათ მიხვდებით რაზეც გესაუბრებოდით :wink:
Image
აი ეს არის ამ მოწყობილობის ფუძე დეტალი:

Image

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 20:42
by ლეონტი
Image

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 20:46
by qvevri
სავარაუდოდ ეს ამ მარანზე ბევრად ძველი უნდა უყოს იმიტომ, რომ ასეთ დიდ მარანს შესაბამისად დიდი წნეხი დასჭირდებოდა, ასე რომ...

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 21:15
by Kakha
qvevri
გული მწყდება, რომ ვერ წამოვედი. ადრე სადღაც წერდი რომ მოგვიანებით კახეთში აპირებ წასვლას და მარანთქების იქ გაგრძელებას. შევეცდები იქ მაინც წამოვდე.

ისე, კახეთში რომ წახვალ ხაშმის ცნობილ მარნებს ხომ არ მოინახულებ გზად?

მარანთქება...

Posted: 11 თებ 2008, 21:26
by qvevri
Kakha wrote:qvevri
გული მწყდება, რომ ვერ წამოვედი. ადრე სადღაც წერდი რომ მოგვიანებით კახეთში აპირებ წასვლას და მარანთქების იქ გაგრძელებას. შევეცდები იქ მაინც წამოვდე.

ისე, კახეთში რომ წახვალ ხაშმის ცნობილ მარნებს ხომ არ მოინახულებ გზად?
აუცილებლად. უფრო სწორედ ეგ იქნება მთავარ როლში. მაგრამ დანარჩენიც არანაკლებ საინტერესო იქნება.
ადრე ზაფხული, ივნისის დასაწყისი, ღამისთევა თელავის მიდამოებში.

მარანთქება...

Posted: 12 თებ 2008, 09:50
by shatilis asuli
მეოგბრებო, გამოგიტყდებით, რომ მუზეუმები არ მიყვარს. არ ვიცი რატომ? შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ჩემთვის ერთბაშად ამდენი შთაბეჭდილებები, მოკლედ მაგრად მღლის, მაგრამ მცირე დოზებით, როგორც კვირას, რაღაც კარგი იყო. მინდა რამოდენიმე რამ გაგიზიაროთ.

აი გიორგი ერისთავის ეს წერილი მაგალითად, სადაც ის რუსულ სიტყვა "ოტპუსკს" ხმარობს, უბრალოდ გამიკვირდა. ალბათ მაშინ ქართული შესატყვისი არ იყო?

Image

მარანთქება...

Posted: 12 თებ 2008, 09:53
by shatilis asuli
ბოდიში წერილი ზემოთ ცოტა მოჭრილია.
ეს კი საიდუმლო ანბანია, რომლითაც მაშინდელი ქართველები სარგებლობდნენ, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. სამწუხაროდ შეთქმულება გასცეს, გიორგი ერისთავი დააპატიმრეს და გადაასახლეს.

Image

მარანთქება...

Posted: 12 თებ 2008, 09:56
by shatilis asuli
უძველესი ფრანგული ლექსიკონი.

Image

მარანთქება...

Posted: 12 თებ 2008, 09:58
by shatilis asuli
ეს კი, პირველი ქართული სპექტაკლის, გაყრის აფიშაა. დააკვირდით, აფიშა ორენოვანია!
Image

მარანთქება...

Posted: 12 თებ 2008, 10:03
by shatilis asuli
ძალიან საინტერესო იყო, მართა თარხან მოურავის, გიორგი ერისთავის მეორე ცოლის წერილიც. სამწუხაროდ, სურათი არ მაქვს. როგორც ზემოთ აღნიშნეს გიორგი ერისთავმა, გაჭირვების გამო მდიდარი სომეხი ვაჭრის ქალი ელისაბედ ალიხანოვი მოიყვანა, რომელმაც ორი ვაჟი აჩუქა. ბავშვები ისეთი სუსტები იყვნენ, რომ თურმე "სანთლის ბავშვებს" ეძახოდნენ. ერთი მალე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ვაჟი, გიორგი ერისთავის ერთAდერთი მემკვიდრე, დავითი გადარჩა და ძალიან ლამაზი ყმაწვილიც დადგა :D მოკლედ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ერისთავმა მართა შეირთო ცოლად, რომელიც მასზე უიმედოდ იყო შეყვარებული და წერილშიც, სწორედ ეს ჩანს :D