ხოო ამ დროს აქ რა ხდებოდა

ლელე მირეკავს შენ ხომ ნამყოფი ხარო პირველ ბილიკზე. ვნახე რუკაზე და არა მეთქი. მოკლედ ეგ დაიკიდეო და აბა დროზე თავშესაფრის კოორდინატები მაიტაო. დავხედე რუკას და ვაი თავშესაფარი დახატულია იმხელა რომ ცალი კედელი 1 კმ გამოდის რუკაზე.
მერე იდეა გაგვიჩნდა. აბა იმათმა გვითხრან კოორდინატები და ვნახოთ რუკაზე სად არიან.
ნურას უკაცრავად. კავკასიკას GPS-ი გრძედსა და განედს არ აჩვენებდა. გადართვაც როგორ უნდა ან არ იცოდა ან რავი. მოკლედ UTM კოორდინატები მოგვცეს. გობეს მოცემული პროგრამით რის ვაი ვაგლახით გადავაკონვერტირე მარა ეტყობა შეცდომით იყო და სულ სხვაგან დამისვა წერტილი. გვალვას ვანახე (რუკაზე ავუხსენი სადაა რა). ხოო მანდ ვერ იქნებიანო. ცოტა ხანში კიდევ ერთხელ გვითხრეს კოორდინატები და ოი საოცრებავ გზიდანაც გადაუხვევიათ სადღაც აღმოსავლეთით და თავშესაფარსაც გაცდნენ თურმე.
ახლა უკვე მე გავბრაზდი. ამხელა პარკი ამხელა ბიუჯეტით და ნუთუ თავშესაფარის კოორდინატები არ ეცოდინებათ. ახლავე დავრეკოთ თქო ადმინისტრაციაში და თუ არ გვეტყვიან მერე ვუჩივლი მეთქი. მარა გვალვამ არა ეგ არ ქნაო. მოკლედ ახლა გადაწყვიტესო რომ ბრუნდებიანო უკან.
მოკლედ აწი რჩევაა. თუ GPS-ის ხმარება არ იცით ისწავლეთ. აბა ახლა ეგ GPS-ი ერთადერთი უკან დაბრუნების შემდეგ თქვენი გავლილი ტრეკის სანახავად თუ გამოდგება. რეალურად თავშესაფარის კოორდინატები ახლაც არ ვიცით.
პ.ს. მსურველებს შემიძლია მივაწოდო აწყური ამარატი მარშუტის (პანორამული ბილიკი) ტრეკი და თავშესაფრის ზუსტი კოორდინატები.
ასვე მეოთხე მარშუტის (ზანავი-ნუნისი) ტრეკი.