უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
popins
- იეტი
- Posts: 4592
- Joined: 21 დეკ 2006, 10:10
- Location: saburtalo,burtit unda viburtao
Post
by popins » 15 დეკ 2007, 12:45
რა კაია ეგეთი ოჯახი.ყველა რო ერთ ჭკუაზეა.
გენავეთ

-
GOGONA
- იეტი
- Posts: 2693
- Joined: 10 მარ 2007, 01:21
Post
by GOGONA » 15 დეკ 2007, 12:46
Drumer
სალამიიი!!!

Who is John Galt?
-
Drumer
- ბილიკზე მოარული
- Posts: 73
- Joined: 02 ივნ 2006, 01:51
- Location: თბილსი
Post
by Drumer » 15 დეკ 2007, 13:08

სალამი ყველას!
Bernar ძალაინ გაგვიხარდა შენი შემოკარვება და თან ესეთი ნაცნობი და სასიამოვნო თემით

.. ყველა ძალიან მოგვენატრეთ და იმედია ამ კვირას ნაწილს მაინც გნახავთ
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 11:36
ვაა დათოს სალამი დათოს!!!
ხომ კარგად ხართ ძვირფასებო?
მიამატე კიდე შენი ფოტოებიც!
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 11:46
კარგით, გავაგრძელოთ ჩვენ ჩვენი ამბები!
ნელ-ნელა მივიწევდით ჭიმღისაკენ. მალევე დავინახეთ კოშკის ფრაგმენტი და ყველას გაგვიხარდა. მანამდე შევენებაც გავაკეთეთ და ჭიმღის კლდეებსაც შევავლეთ თვალი: ავთო ბიძია, მამაჩემი და ლალი მასწავლებელი, უკან კიდე ჩემი ძმა ჩაფიქრებულა მრავალმნიშვნელოვნად

[/img]
ესეც გზაში: უკან სახარისმთა(3963 მ) მოჩანს

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 11:53
და აი ჭიმღაც გამოჩნდა: ეს გიგლა ოჩიაურის სახლია, უკან რომ კოშკია კიდე ის გიგლას მამის ყოფილა. თვითონ გიგლა იმ კოშკში ყოფილა დაბადებული.

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 12:06
ერთი რამ მინდა ვთაქვა: იმის გამო რომ ჩვენ მარცხენა ბილიკით ავედით, ამიტომ ჭიმღის კლდეები სრულად მხოლოდ მაშინ დავინახეთ, როდესაც მდინარის მეორე ნაპირას გადავედით და გიგლასთან სახლში ავედით. აი იქიდან რაც დავინახეთ არასოდეს არ დამავიწყდება. იქიდან სრულად გამოჩნდა ქედი ჭიმღის კლდე: ეს ის კლდეების სისტემაა არხოტისთავისღელის უღელტეხილიდან (არხოტიდან ჯუთაში გადასასვლელი უღელტეხილი) რომ იწყება, თითქმის ახიელამდე რომ ჩამოდის და შემდეგ ჭიმღისწყლის ხეობას რომ შეუყვება შებუღელის უღელტეხილამდე. ამ კლდეებს ერთი კი არა სამი კადრი არ ეყოფოდა სრულად რომ ჩატეულიყო. (ძალიან კარგ პანორამას კი გადაიღებდა კაცი, მაგრამ ზენიტს ეგ რომ არ შეუძლია

)
მიუხედავად ამისა რამოდენიმე ფრაგმენტი მაინც გადავიღე და ცოტა ხანში გაჩვენებთ.
გიგლასთნ რომ ავედით ცოტა ხანი ქართულად მივუჯექით სუფრას და ერთმანეთშიც ვიბაასეთ:

[/img]
ეს კი ლალი მასწავლებელი

[/img]
და აი შეპირებული ჭიმღის კლდეებიც:

[/img]

[/img]
ეჰ ეს სურათები არსებული სილამაზის 1 პროცენტსაც ვერ აღწერს.

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 12:16
გიგლასთნ დიდხანს არ გავჩერებულვართ: უკვე ექვსი საათი იქნებოდა და არ გვინდოდა, რომ დაგვღამებოდა. გიგლას ყველანი გულდაწყვეტილები დავემშვიდობეთ, მან კი სამახსოვროდ მამაჩემს თავისი ლექსების კრებული აჩუქა. ამაზე კაი საჩუქარს რას ინატრებ კაცი!
ასე რომ ნელ-ნელა დავიძარით. ამჯერად მარჯვენა ბილიკს გამოვყევით. აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ბილიკი ბევრად კარგი და შენახული ყოფილა. აი გზაში დაფიქსირებულიმ კადრებიც:

[/img]
ამ სურათზე ყველანი ვართ (ჩემს გარდა, რა თქმა უნდა

)
დედაჩემის უკან დათო და ირმა მოდიან

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 12:20
ძროხებიც დავინახე: ლამაზად იყვნენ შეფენილი პატარა ტაფობზე

[/img]
ეს კი ახიელთანაა გადაღებული: შუაში ირინე მასწავლებელია; მარჯვნივ მერაბის კლასელი სალომე; მარცხნივ ჩემი კლასელი ანია (მას ხელში გიგლას ნაჩუქარი წიგნი უჭირავს); უკან კიდე ავთო ბიძიაა

[/img]
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 დეკ 2007, 12:23
ასე დამთავრდა ეს დღეც. ალბათ ყველაზე მაგარი დღე ამ ლაშქრობაში. დაღლილები ვიყავით, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები. ასე რომ ვინც არხოტში მოხვდებით, აუცილებლად ადით ჭიმღაში!!!
-
Niniset
- ბოდიალა
- Posts: 258
- Joined: 14 სექ 2004, 17:34
Post
by Niniset » 16 დეკ 2007, 12:48
Bernar wrote:ასე დამთავრდა ეს დღეც. ალბათ ყველაზე მაგარი დღე ამ ლაშქრობაში. დაღლილები ვიყავით, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები. ასე რომ ვინც არხოტში მოხვდებით, აუცილებლად ადით ჭიმღაში!!!
დაღლილობა ლაშქრობის მშვენებაა:D:D:
რა სილამაზეა, ზღაპარი გეგონება
მორწმუნე თომა
-
ketuna4
- მაწანწალა
- Posts: 804
- Joined: 18 სექ 2007, 12:17
- Location: თბილისი
Post
by ketuna4 » 16 დეკ 2007, 13:06
Bernar
ძალიან ლამაზი სურათებია და საერთოდ ძალიან მაგრები ხართ.
რა ბედნიერებაა მთელი ოჯახი რო მიდიხართ ერთად და თან ასეთ ლამაზ ადგილებში

-
nusa
- იეტი
- Posts: 2183
- Joined: 08 ივნ 2007, 09:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by nusa » 16 დეკ 2007, 13:42
ძალიან კარგი მონაყოლია
ზენიტი მეც კი მიშლის ნერვებს, მაგრამ რეპორტაჟისტვის არაუშავს

არ მახსოვს გკითხე თუ არა, რა ფირით იღებ?
გაგრძელებას ველოდებიიიით.....
-
Niniset
- ბოდიალა
- Posts: 258
- Joined: 14 სექ 2004, 17:34
Post
by Niniset » 16 დეკ 2007, 14:59
სურათებიც კი ენერგიით მავსებს... გაიხარეთ:)
მორწმუნე თომა