Page 4 of 5

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:03
by ninia
archil
ეს თემა რომ ვნახე ძალიან გამიხარდა. ნეკრესი ძალიან მიყვარს. შარშან და შარშანწინ ვიყავი მეგობრებთან ერთად. მართლაც ულამაზესი ხედებია, ალაზნის ველი საოცარი სანახავია.
მე ორივეჯერ ფეხით ვარ ასული და გეთანხმები, იქ ასულისათვის პირველივე მოთხოვნა წყალია. პირველ ჯერზე არა, მაგრამ მეორედ რომ ვიყავით, წყალი გვეგონა არ მოდიოდა და ძალიან შეგვაშფოთა ამ ფაქტმა, თუმცა მალევე გაგვარკვიეს ვითარებაში :wink: :)
"აქეთ მიხო და იქით მარო" სხვათაშორის ახალი აშენებულია რადგან შარშანწინ არ ყოფილა იქ მაგდაგვარი რამ, შარშან კი ბევრი ასიამოვნა, ისე კარგად მოუფიქრებიათ.
ის ისტორიები რაც შენ მოყევი ჩვენ იქარმა ბერმა გვიამბო, თუ არ ვცდები მამა სერგომ, თუ ზუსტად მახსოვს.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:07
by Archil
ეს ეკლესიაც სამეკლესიანი იყო, შესასვლელი და აქეთ იქიდან ეკლესიები... გასასვლელში კი ქვევრები იყო დალაგებული, უფრო სწორედ ზედაშეები

Image

მეორე მხარესაც

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:14
by ninia
მე თუ არ ვცდები შემიძლია უფრო ვრცელი ტაძრის ისტორიის მოძიება, ვეცდები ხვალვე მოვახერხო და კიდევ თუ მოვძებნე რამოდენიმე ფოტოსაც დავდებდი archil შენის ნებართვით.
Kakha wrote:არჩილ,

რაც შენ მოყევი ღირის შეწირვაზე ეგ ძალზე გავრცელებული ლეგენდაა, მეც გამიგია. მაგრამ მეცნიერები ფიქრობენ რომ მაგ ტრადიციის ფესვები გაცილებით ადრინდელია ვიდრე მუსულმანების გამოჩენა და თუნდაც ქრისტიანობა და უკავშირებენ მითრას, მზის ღმერთის კულტს. მითრაიზმში ერთ-ერთი შესაწირი ცხოველი იყო ტახი. ჰოდა ჰგონიათ, რომ ნიკრესი ქრისტიანობამდე წარმოადგენდა მითრაიზმთან დაკავშირებულ საკულტო ადგილს.

ქვმოთ, მონასტრის წინ გაშლილ ველზე რომ ნაგებობის ნანგრევია, საძირკვლის დონეზე გადარჩენილი, ხომ შეამჩნიე. ეგეც წინარე ქრისტინაული დროისაა. მსგავი უცნაური ნაგებობა მე არ მინახავს. ერთ-ერთი მოსაზრებით ცეცხლთაყვანისმცემლების (ზოროასტრების) ტაძარი უნდა იყოს. მოკლედ მაგრაი საინტერესო ადგილია ნეკრესი და მისი შემოგარენი.
Kakha
მეც მაგ ინფორმაციას ვფლობ, მითოლოგიიდან მასე მახსოვს.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:18
by ninia
archil
შილდაშიც ვარ ნამყოფი, ძალიან სტუმართმოყვარენი არიან.
მე და ARCHIL_I-მა საერთო მეგობარიც აღმოვაჩინეთ მანდ.
ნამდვილად კარგი ხალხი ხართ შილდელები :!:

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:44
by Archil
ამ ეკლესაიის პირდაპირ განტავსებულია IV საუკუნის ეკლესია.

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:46
by Archil
Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:48
by Archil
Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 02:56
by Archil
ესაა ის სურათები, რომლები ნეკრესის შესახებ მინდოდა დამედო.

ქვედა ნეკრესში დაბრუნებულმა წყაროს მივაშურე. გზაში მიმავალს რომლებიც შემხვდნენ, იქვე დამხვდნენ და ჩემს შესახებ გამომკითხეს. იქვე ნათესავიც აღმოჩნდა. იქვე ზედადგარზე შემდგარი ქვაბი უკვე თუხთუხებდა, ცოტა ხანი მოიცადეო, დატოვება მოინდომეს ჩემი. ბოდიში და მადლობა მოვუხადე და წამოვედი.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 03:00
by Archil
გზიდან ქალი აყვანის მთა მოჩანდა. მის შესახებ მოყოლილი მაქვს უკვე.

ყველაზე წინ გამოწეული მთაა ქალი აყვანის მთა

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 03:03
by Archil
ესეც კახეთის მოყვარულებს

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 11 სექ 2007, 11:47
by Kakha
არჩილ,

ეტყობა სანამ წახვიდოდი კეშების განყოფილებაში არ შეგიხედავს. საკმაოდ დიდი ხნის წინ (ალბათ წელიწადი მაინც გავიდა მას შემდეგ) გამოვდე ვირტუალური კეში ნეკრესიდან.

უნდა მოგენახათ ექვთიმე ჯავახიშვილის ავტოგრაფი რომელიც შემოჩენილია ნეკრესის მონასტრის კომლექსის ერთ-ერთი ნაგებობის კედელზე. ეტყობა არ გიძებნია. ისე მაშინ არ დავწერე და ნეკრესში ივანე ჯავახიშვილის ავტოგრაფიცაა. ორივე შესრულებულია ფანქრით.

მეორედ რომ მოხვდები მოძებნე!

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 13 სექ 2007, 23:18
by Archil
Kakha

ძებნის დრო ნამდვილად არ მქონდა. რომ მცოდნოდა, შეიძლება თვალი გადამევლო, მაგრამ თბილისში ვეშურებოდი და იქაურობის დათვალიერების შემდეგ სწრაფად დავეშვი ქვემოთ.

ჯავახიშვილის ავტოგრაფს ვერა, მაგრამ შილდის მთების ხედს კი შემოგთავაზებთ.

გადაღებულია მდინარე ჩელთის ხეობიდან, იქ, სადაც სეფორა უერთდება ჩელთს.

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 13 სექ 2007, 23:43
by Archil
ჩელთს გაღმა მხარეს იბუჯას ეძახიან. აქ შილდელებს ვენახები აქვთ გაშენებული, ბევრია კაკალი. მოსარწყავად ზოგან ჩელთს, ხოლო სადაც ჩელთი ვერ უდგება, სეფორას წყალი გადმოყავთ.

ბავშვობიდან მახსოვს რიგი იდგა წყლის გადმოყვანაზე, ვენახები რმ მოერწყათ და თვალყური უნდა გედევნებინა, რომ წყალი არ მოეპარათ.

იბუჯიდან გზა საბუეში გადადის. აქედან, ამ მთების გავლით შესაძლებელია ლეკებში გადასვლაც. კახელებს არაყი გადაქონდათ იქ გასაყიდად.

ეს სეფორას შესართავია ჩელთთან

Image

ამ ადგილას იმხელა ღრმული იყო, რომ ხალხი კლდიდდან თავით ხტებოდა. ამ გაზაფხულზე ისეთი წვიმა მოსულა, რომ ამოუვსია ეს ღრმული. ამ ადგილას ისეთი მორევები ცოდნია, რომ რამოდენიმე ადამიანი (5-იდან 9-მდე, სხვადასხვა ვერსია მოვისმინე) ერთმანეთის მისაშველებლად გადამხტარები მიუხრჩვია. შილდელებს სეფორის თავში ქეიფი უყვართ, ტყის სიღრმეშია და გრილა ძალიან. სეფორა ყველასათვის საყვარელი ადგილია.

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 20 სექ 2007, 00:57
by Archil
ეს ჩელთის ხეობაა, უკან შილდის მთები მოჩანს

Image

Image

ნეკრესი, ანუ კახეთო ჩემო კახეთო 9 სექტემბერი 2007 წელი

Posted: 23 სექ 2007, 01:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
Archil
ეგ კგდ დაგისწერნიან შილდა-შლიდას ამბავი. დედას ლევანამ რა დააშავა? აბა, მასზეც შეგვაწიე შენებური სიტყვა-პასუხი