Nika - მაგ არყის ტყეზე მე კი არა, ომალოში სტუმრად მყოფი ლონდონელი ტურისტებიც აკეთებდნენ აქცენტს. აქამდე კახას რეპორტაჟს ველოდი და იმ თემაში მე არ დავწერე - მინდოდა, მას მოეთხრო, როგორც პირველწყაროს, რომელიც თავად ესაუბრა ბრიტანელებს, მაგრამ რაკი კახა აგვიანებს, ბარემ მოვყვები. კახას ფეხი აწუხებდა და თითქოს არ აპირებდა უძიროზე წამოსვლას - ვნახოთ, ქუმელაურტაში ცხენებს თუ დაგვახვედრებენო, მაგრამ ომალოდან წასვლისას იმ ლონდონელმა უთხრა, ეგ ტბა იმდენად ლამაზია, გირჩევ, გამაყუჩებლები დალიო და მაინც წახვიდეო. თანო, დაამატა, გზაში ულამაზეს არყის ტყეს ნახავო.
როგორია - ბრიტანელი გვასწავლიდა გზებს თუშეთში და გვირჩევდა იქ წასვლას.

თურმე თვითონ ერთი ღამე კარვებში გაეთია მაგ ტბასტან, სეტყვაშიც მოყოლილა, მაგრამ მა ყველაფერს მეტად რომანტიულად იგონებდა.
ნიკა, ძაღლები აქ ჩამოგვშორდნენო, რომ წერ, მაგ მდელოზე ვაჯირითეთ ცხენები მე, დათომ და ელისომ (მგონი, ელისომაც გააჭენა, ხომ?

დამავიწყდასავით).
ჯერ ერთმ მხარეს გავიქეცი ანძებისკენ და იქიდან გადავიღე
მაგ ადგილს საცივი ჰქვია, რადგან ძაან ცივი ადგილია. თუშები ერიდებიან მაგ ადგილის ავდარში გადავლას. ჩემი პირველი ასვლისას მძღოლი გვიყვებოდა, მაისის ბოლოს, მწყემსების მერე მომიწია გადმოვლა და აქაურობა დახოცილი ძროხებით იყო სავსეო. მანდ იმდენად მსხვილი სეტყვა სცოდნია, თურმე ძროხას იოლად უზიანებს ხერხემალს და თავის ქალას. თქვენ მანდ ისედაც ავდარში წამოსულხართ, ჩვენ კი დარში გადმოვიარეთ, მაგრამ მაინც ისე ციოდა...
სტორის ხეობა (ან სთორის შემისწორეთ თუ მეშლება)
რუქაზეც "სტორი" წერია.
ძაან ლამაზი ადგილია.
ეგ კერეს ხევის ჩანჩქერია. ნეტავ, გზის დაბლა რაცაა მაგისი გაგრძელება, ისიც გადაგეღო, ერთ მთლიანად.
kob_m
იყო გოგირდის თბილი წყლის აბანო, "თორღვას აბანოს" ეძახიან. ეხლა რა ხდება იქ ხომ არ გაგიგია
ეგ მოქმედი აბანოა, სადაც ყოველთვის დადიოდა ხალხი. აი, მუსულმანები კი, შეიძლება, დამსვენებლები იყვნენ. ან, ეგე - მომვლელებიც, რას გაიგებ.
მოკლედ, ნიკა, კარგი რეპორტაჟია. მეც კი სიამოვნებით ვათვალიერებ სურათებს იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველაფერი ნაცნობია. ცნობისათვის - წინა ასვლებზე ჟველურთაში ვისვენებდი ხოლმე.