უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Eh_Dato
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 11 იან 2006, 14:53
- Location: თბილისი
Post
by Eh_Dato » 14 აგვ 2007, 16:12
შემდეგი გაჩერება სოფელ ვერხოვანში გვქონდა. სადაც გულისხმიერმა მასპინძლებმა დაგვასვენეს და ყავა დაგვალევინეს.
ეს მშვენიერი ბავშვები კი ჩვენი მასპინძლისაა - ორი მისი, სამი კი წინა წელს დაღუპული ძმის.

-
Eh_Dato
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 11 იან 2006, 14:53
- Location: თბილისი
Post
by Eh_Dato » 14 აგვ 2007, 16:16
შემდეგ კი მდინარესთან შევისვენეთ და ცოტაც გავიჭყუმპალეთ.
გადაღმა კი ასეთი ხედი ჩანდა.

-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 14 აგვ 2007, 16:17
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
Eh_Dato
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 11 იან 2006, 14:53
- Location: თბილისი
Post
by Eh_Dato » 14 აგვ 2007, 16:38
ეს - იმ ახალი სასტუმრო სახლის კედელია, სადაც ჩვენამდე ინგლისელი სტუმრები იყვნენ სამი დღე და წასვლა აღარ უნდოდათ.
თუ ფასით დაინტერესდებით - სასტუმროებში იგი 20-30 დოლარამდე მერყეობს, სადაც კვებაც შედის. მე მგონი, რომ ეს არანაირად ძვირი არ არის.
ცხენის ქირაობა დღეში 30 ლარი ღირს.
მიმაჩნია - ტურიზმის განვითარება არანაირად მასობრიობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუშეთი კიდევ უფრო ძვირიც უნდა გახდეს და ამით დარეგულირდეს უცხოელ მნახველთა ნაკადი. წინააღმდეგ შემთხვევაში - მასობრიობა წალეკავს ადამიანსა და ბუნებას შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ იმ ურთიერდამოკიდებულებას, რაც თუშეთშია.
გაგრძელება იქნება 
Last edited by
Eh_Dato on 14 აგვ 2007, 16:42, edited 1 time in total.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 14 აგვ 2007, 16:41
Eh_Dato
შემდეგი გაჩერება სოფელ ვერხოვანში გვქონდა. სადაც გულისხმიერმა მასპინძლებმა დაგვასვენეს და ყავა დაგვალევინეს.
ვაჟა კარდიძის სასტუმროა ეგ.
zviorgatori - ის ბავშვებიც სახლის კედელტან ზიან. უფრო სწორად, სასტუმროს კედელთან.
შემდეგ კი მდინარესთან შევისვენეთ და ცოტაც გავიჭყუმპალეთ.
ჩვენს გაღმა სოფელი ჯვარბოსელია.
Eh_Dato - აჯობებდა, მაგავე ფოტოზე ისრით ის ორი კოშკიც მიგეთითებინა. მე კი ვარჩევ, მაგრამ სხვები ვერ აღიქვამენ, იმდენად ბუნდოვნად ჩანან. არადა, კარგი იყო.
და კიდევ - "ყამპეტა" და "ყანპეტა", იგივე თემო არშაულიძე.
იმედია, გაგრძელება იქნება.

ალბათ, კახა შენ გელოდება და მერე დადებს თავის ფოტოებს, არა?
-
tushi
- ბილიკზე მოარული
- Posts: 56
- Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
Post
by tushi » 15 აგვ 2007, 00:13
ძალიან გამიხარდა მეგობრებო, რომ ნასიამოვნები და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდით. რაც შეეხება ჩემი სახლის აივანს, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ ერთ-ერთი "ღირსსესანიშნაობაა":). საკმაოდ ლამაიზ ხედი იშლება აივნიდან, დილით მზის ამოსვლისას მითუმეტეს.

-
uma
- მაწანწალა
- Posts: 372
- Joined: 12 ივლ 2007, 11:59
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by uma » 15 აგვ 2007, 12:45
Eh_Dato
გული გამითბა ამ სურათებს რომ ვათვალირებდი, გაიხარეთ დათო
რა ლამაზი ბავშვები არიან, გავგიჟდი

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 აგვ 2007, 13:05
tushi
რაც შეეხება ჩემი სახლის აივანს, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ ერთ-ერთი "ღირსსესანიშნაობაა". საკმაოდ ლამაიზ ხედი იშლება აივნიდან, დილით მზის ამოსვლისას მითუმეტეს.
შენ კარგად იყავი და იმასაც დავაჭაშნიკებთ, როცა იქნება. შენს აივანზე ღამისთევის იდეა გჩნდა, ნუ გეშინია.

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 აგვ 2007, 13:10
uma
რა ლამაზი ბავშვები არიან, გავგიჟდი
კახას მეუღლეც სულ მაგას მაგას ამბობდა, როცა კი ბავშვებს ვხვდებოდით. საერთოდ, თუშები ლამაზი ხალხია - ეს ჩემი თანამგზავრების შეფასებაცაა, მაგრამ ბავშვები მაინც განსაკუთრებით საყვარლები და კარგები არიან.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 15 აგვ 2007, 13:24
თუშეთმა მართლაც წარუშლელი შთაბეჭდილება დასტოვა ჩემზეც და ელისოზეც. ლამაზია და მშვენიერი ეგ ერთია, მაგრამ ამას გარდა მრავალი რამაა სანახავი, თანაც ერთმანეთზე საინტერესო და შთამბეწდავი. ცალკე საქმეა თუშები, მათი ადათ წესები და კიდევ თუშების სიმრავლე (განსაკუთრებით ბავშვების) ზახულის განმავლობაში თუშეთში და ბოლოს ნიკას მიერ და სხვების მიერ აღნიშნული მშენებლობის მასტაბები. თანაც უმეტესად აშენებენ ხალხური ტრადიციის მიხედვით, რადგან ტურისტებს უფრო ეს აინტერესებთ და როგორც გავიგე რამდენიმე შემთხვევაც იყო უკვე როცა თუნუქით გადახურული სახლების სახურავები ახადეს და სიპით გადახურეს. საოცარი სოფელი დოჭუ რომ მთლად ჩაქცეული სახურავებით რომ შემოჰყრებდა თურმე მნახვეს ამ რამდენიმე წლის წინ თითქმის მთლიანად აღდგა. ხალხო, თუ თუშეთში მოხვდით დოჭუს უნახავები ნუ წამოხვალთ - ბევრს დაკარგავთ.
შევეცდები ზოგიერთი ფოტო მაინც დავდო დღეს და რასაც ვერ მოვასწრებ რომ დავბრუნდები აგვისტოს ბოლოს მერე იქნება.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 15 აგვ 2007, 13:27
ჰო, მძღოლებისათვის თუ თქვენი მანქანით წახვალთ გაითვალისწინეთ რომ მანქანა უნდა იყოს მთლიანად გამართული - არავითარი "სცეპლენია ოდნავ ბუქსობს", კალოდკები ოდნავ გაცვეთილია და ა. შ. გზები ძენლად სავალია - მანქანასაც და მძღლოსაც სერიოზული გამოცდეა ექნება ჩასაბარებელი და თანაც მანქანის რემონტი დაივიწყეთ - მანქანამ უბრალოდ არ უნდა გიმტყუნოთ (არა და დარჩებით რომელიმე გზაზე ღამისთევით

)
-
Nika
- იეტი
- Posts: 5044
- Joined: 30 მარ 2005, 11:04
- Location: თბილისი
-
Contact:
Post
by Nika » 15 აგვ 2007, 14:37
Kakha
და რაც მთავარია სიმაღლის შიში არ უნდა ჰქონდეს მძღოლს. უნდა იცოდეს ვიწრო გზაზე დათმობის წესები და ტექნიკა. მე მაგალითად სულ მეგონა რომ უნდა გაატარო აღმართზე მომავალი მანქანა. მაგრამ ახლა გავარკვიე და ვეთანხმები ამ აზრს რომ უნდა გაატარო ხევის მხარეს მიმავალი.
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 15 აგვ 2007, 15:28
მაგრამ ახლა გავარკვიე და ვეთანხმები ამ აზრს რომ უნდა გაატარო ხევის მხარეს მიმავალი.
მეც აღმართზე მიმავალი მეგონა, არადა ლოგიკურად მართლა მასე სჯობია
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
Eh_Dato
- ბოდიალა
- Posts: 239
- Joined: 11 იან 2006, 14:53
- Location: თბილისი
Post
by Eh_Dato » 15 აგვ 2007, 17:33
ვერხოვანიდან უკან მომავალნი ამ უცნაურ ხიდს შევხვდით.
პირველი ელისო შედგა.
მერე ჩვენც გავუბედეთ.

-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 15 აგვ 2007, 17:36
აუ.... ბეწვის ხიდი რა მაგარია... პირველად რომ გავიარე ისეთი შთაბეჭდილებების ტყვეობაში აღმოვჩნდი რომ წერა მომინდა...
მეც მინდ მანდ....

ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული