nika, დიდი მადლობა პანორამისთვის...
ესე ამბავი, ჩვენგან ტანიეს ხეობაში შესვლისა... დღეს ერთხელ უკვე დაწერილი, და მერე შუქის წასვლის გამო დაკარგული...
მეორედ დაწერილი ისეთი ვეღარ იქნება
ამ თავში, ძვირფასო მკითხველო, ფოტოები არ იქნება, რადგან ჩვენი და ჩვენი აკუმულატორების ენერგიები ერთიანად დაცლილი იყო... აქ მხოლოდ ემოციები იქნება... ვისთვის რამდენი
არხოტში როშკიდან ავედით და გამოსვლა ისართღელით გვინდოდა... ზურას უნდოდა ძალიან... მაგრამ იქეთ ხალხი აღარ დადისო, ბილიკები აღარ არისო, მოკლედ, ყველამ გვირჩია არ წავსულიყავით... ტანიეს ხეობით წამოსვლა გადავწყვიტეთ, შარშან ზურა კარლოსთან და 49 ადამიანთან ერთად არხოტში მაგ გზით შემოვიდა, ეს გზა ვიცოდით, შეიძლებოდა კალოთანიდან ტანიეს ტბაზე გადასვლა და ისე გამოსვლა, მარა ერთი ზედმეტი მთა უნდა გადაგვევლო და ტანიე ვარჩიეთ, მოიხედავად იმისა რომ მოდიდებულიაო, ყველა გვეუბნებოდა; ჩვენი თვალითაც ვნახეთ რა ფერიც იყო, მაგრამ ჩემზე დიდი და საშიში მდინარის შთაბეჭდილება არ დატოვა, ის კი არა, ასას გატოპვასაც ვაპირებდით ტანიეს შესართავთან, მარა 500 მეტრი ჩაიარეთ, ხიდზე გადადით, მერე მეორე ნაპირზე გამოყევით, ასაქცევებია, კაცს გამოგაყოლებთ, ის ასაქცევებზე გადაგიყვანთ და ისე მაინც წადითო... ამაზე დავთანხმდით... ასაქცევები საკმაოდ რთული გამოდგა, რომ გადმოვედით, ცოტა შევისვენეთ, ტანიე ასას შესართავთან მხნედ გავტოპეთ, აი რა უპრობლემოდ გავტოპეთო, სიამაყით ავღნიშნეთ და გახარებულები ტანიეს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ ბილიკს თითქმის ხტუნვა–ხტუნვით დავადექით
ეს უკვე ნამდვილი ლაშქრობის დასაწყისს გავდა... გზა კარგად არ ვიცოდით, ვიცოდით მარტო ის რომ სასაზღვრომდე 3–4ჯერ მდინარეზე გადასვლა მოგვიწევდა... კერძოდ რა ადგილებში ამას ადგილზე გავიგებდით...
ბილიკს კარგად მივყვებოდით, რამდენჯერმე ასაქცევიც ვიპოვეთ, ასაქცევს ეძახიან როცა ბილიკი მდინარის გვერდით ვეღარ გრძელდება, იმიტომ რომ წყალი კლდეს ლოკავს, ამ კლდეზე ასასვლელი უნდა იპოვო და მერე რომ გადაივლი იმ კლდიან ადგილს ისევ მდინარის პირას ჩახვიდე.
ერთ ადგილას მდინარეზე გადადებული ხეები ვნახეთ, ყოჩაღად გადავედიდით, ისევ გაგვეხარდა, აი, ოთხიდან ერთხელ უკვე წარმატებულად გადავედითო, ერთმანეთი ვაქეთ და გზა გავაგრძელეთ სრულიად უბილიკო ჭალაში... ცოტა ხანში გასაგები გახდა რომ აქეთ ტყუილად გადავედიდით, გადასვლის სხვადასხვა ვარიანტიდან ისევ უკან დაბრუნება და იმავე ხეებზე უკან გადასვლა ვამჯობინეთ...
რამდენჯერმე ზურა წყალში შევიდა და ძალიან ჩქარია, აქ ვერ გავტოპავთო... ეგ არაფერი, აქ ვერ გავტოპავთ სხვა ადგილს ვიპოვით და იქ გავტოპავთო, უკან გამოვიდა...
გზად ზურას ვკითხე, ერთ–ერთი ჩვენთაგანი რომ წყალმა წაიღოს, მეორემ რა უნდა ქნას მეთქი?

გააჩნია რომელს წაიღებსო, ზურამ

ვიფიქრე თუ ვთქვი არ ვიცი, მე წამიღოს ჯობია, იმიტომ რომ მე რა უნდა გავაკეთო არ ვიცი მეთქი
მერე ერთ ადგილას კიდევ ჩადებული ხე ვნახეთ, გაგვახსენდა, ჩვენმა მასპინძლებმა რომ თქვეს, ერთგან 2 ხე არის ჩადებული გასვლისას რომ დაგეხმაროთო... ვთქვით რომ ეს იყო ეს ადგილი და გასვლა გადავწყვიტეთ... ხე საკმაოდ მყარად იდო... ამ ხეს ზევიდან, დინების მხრიდან, გავუაროთ, წყალი ხეზე მიგვაბჯენს თუ ძლიერი დინება იქნებაო... მდინარე იყო აყეფებული!! არ ვიცი სხვა დროს ტანიე რამხელაა მარა, ეხლა ისე მოდიოდა რომ მუხლთან რომ წყალი მირტყავდა, იქაც ქვიშა მოქონდა... ზურგჩანთები ზედ გვაქვს, წინ ზურა მიდის, მერე მე მივდივარ... შუაში დინება რომ გაძლიერდა, მდინარემ ხეზე მიმაწება, ასე ხე–ხე მივიწევდი წინ ნელა... უკვე სადაც ძალიან მაგარი დინება იყო დამატებითი ხე იყო, შავი, არ ვიცი კაცმა ჩადო ის იქ თუ წყალმა მოიტანა, ცოტა გამოშვერილად იდო... იმისთვის ფეხი უნდა შემომეტარებინა, ეტყობა ამისთვის ცოტა მეტად ავწიე ფეხი მაღლა... მდინარე ისე ჩქარა მიდიოდა რომ ვეღარ დავდგი... კიდევ ვცადე და მაინც ვერ დავდგი... ზურას ხელი უკიდია... ცოტა ხანში მეორე ფეხიც მაღლა მქონდა და ზურას ორი ხელით ვეჭირე... არ შეშინდეო რომ მიყვიროდა მახსოვს,,, პრინციპში არც მეშინოდა... გაკვირვებული ვიყავი... ისეც არ იყო, გეთქვა, გაივლის ეს ჩქარი დინება და მერე დავდგავ ფეხს, ეს მდინარე ასეთი სიჩრარით ივლიდა კიდევ ერთი დღე, სამი დღე, ხუთი თვე და საერთოდ, მრავალი საუკუნე... ამ ფილოსოფიური ფიქრებიდან იმან გამომარკვია რომ ჩემი მუხლები მოხრილი იყო, და ჩემი ფეხები ხის ქვეშ შეტანილი... სურათი რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ვიტყვი რომ სახით დინების საწინააღმდეგოდ ვიდექი... რეალობის გრძნობას არასოდეს ვუჩიოდი

, ეხლაც ასე ვიმსჯელე, თუ 10 სმ მიწას აცილებული ფეხი ვერ დავდგი მიწაზე, ამ ხის ქვეშ შეტანილ ფეხებს, დინების საწინააღმდეგოდ რა გამომატანინებს მეთქი...
მივხვდი რომ დინებას უნდა წავყოლოდი... უხმოდ, დამშვიდობების და ცრემლიანი შეხედვის გარეშე, დავიწიე ხის ქვეშ გასაძრომად... ეს იყო ყველაზე საინტერესო მომენტი ჩემს მრავალწლიან ცხოვრებაში... წყალი და ყოველგარი მისი გამოვლინება მიყვარს, არ მეშინია, მაგრამ ეს იყო რაღაცა უცნობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც თითქოს მე თვითონ გადავდგი, მარა მაინც იძულებული ვიყავი გადამედგა... ზურგჩანთით ხის ქვეშ ვერ გავეტიე... დავიწიე მაქსიმალურად რომ გავმძვრალიყავი... უკვე თბილისში მკითხეს, და მანდ რომ ვერ გატეულიყავი და გაჭედილიყავი რას აპირებდიო... ეს იქნებოდა ყველაზე დიდი კოშმარი, ალბათ ზურგჩანთას გავიძრობდი, ან ქვემოთ გავთხრიდი... არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია, კარგია, რომ გავეტიე... ტანიემ წამიღო...
სამი დღის წინ გავლილ უჩენიებს უკვალოდ არ ჩაუვლია... მდინარის გაყოლა და წყალში აღმოჩენა არავითარი პანიკა არ იყო... ეს მოვიფიქრე რომ სახით ქვევით კი გავძვერი ხის ქვეშ მარა, მოდი ზურგზე გადავბრუნდები, ზურგჩანთა დამიცავს მეთქი... ხან გვერდით ექცეოდა ზურგჩანთა ხან უკან მარა მაინც რაც "ევალებოდა" ასრულებდა, თავსაც ნაკლებად ვარახუნებდი და ხერხემალსაც... მას შემდეგ სულ ვფიქრობ რას ვხედავდი როცა წყალს მივქონდი... წინ არ ვიყურებოდი, არც ცა მახსოვს, უბრალოდ მგონი ისე მქონდა გამახილებული ყურადღება რას ვეჯახებოდი ზურგით, რომ მხედველობაზე აღარაფერი მრჩებოდა... არაფერი არ მიბრძოლია, არაფერზე გამოდება, წამოდგომა არ მიცდია, ვეგდე წყალში და მივყვებოდი დინებას, ვაყურადებდი რა მოხდებოდა...
ერთ ადგილას რაღაც ხესთან მიმაგდო და გამაჩერა... რომ გავჩერდი ძალიან გამეხარდა

, თავზე წყალი გადამესხა, მერე რა რომ გადამესხა, ტალღა რომ გადაგივლის თავზე მერე ამოყვითავ... რაღაც გადავლა არ მთავრდებოდა

, გამახსენდა ეს ხომ ისევ ის არის, 1 დღე, 3 დღე, 5 თვე და საერთოდ... ასე იქნება, მესხმება და მესხმება მეთქი... აუზში ყვინთვისას ჰაერი რომ მითავდებოდა, თუ უკვე კაფელს ვხედავდი ხოლმე, სადღაც კიდევ ჰაერს ვშოულობდი, ჩავისუნთქავდი და კაფელამდე მივდიოდი ხოლმე... არ ვიცი ამას რა ქვია დაივერისტიკაში, ან თუ რამე ქვია საერთოდ, მე კი ამ ადგილას მიგდებულმა პირის გაუხსნელად "სული მოვითქვი", ფეხებით იმ რაღაცას მივაწექი და არ ვიცი სული ტკბილია თუ იქ მდინარე ძალას კარგავდა, სადაც ვიყავი ჩაგდებული იქედან ამოვვარდი... მდინარემ რომ ისევ წამიღო გამეხარდა

არ ვიცი ამ ამოგდებით დინებას მიმართულებას დავშორდი, არ ვიცი მძიმე ვიყავი ზურგჩანთიანად და იმან მიშველა, ამის შემდეგ მგონი ბევრი აღარ ვუთრევივარ, რაღაც ქვაზე მიმაგდო და ხელთანაც რაღაც ხე მომხვდა... იმ ხეს მოვეჭიდე, ქვაზეც უკვე მიმჯდარი ვიყავი და გავჩერდი... თავი მიტრიალებდა... წამოვჯექი თუ არა მაშინვე ხელში ზურამ მტაცა ხელი!! საიდან გაჩნდა ზურა იქ??? მე იმ აყეფებულ მდინარეში დავტოვე!!
ნუ გეშინია!! ისევ ის მითხრა, ხელს ისე მიჭერდა, მგონი სისხლი აღარ მიმოძრავებდა

, პირველი რაც ვიკითხე იყო, რომელ ნაპირზე ვართ?

, ისევ იმაზე რომელზეც ვიყავითო, ზურასაც გაეცინა, სინანული მახსოვს, მეთქი გავეტანე მაინც იქეთ, საწვალებელი აღარ გვექნებოდა

... გამახსენდა რეალიტი ტივიზე ნანახი სცენები, რომ გონიატ ყველაფერი დასრულდა, ახალი რაღაც უბედურება იწყება... შემეშინდა, სიმძმით ან დინებით ის ქვა არ წაეღო დინებას და ყველაფერი ისევ თავიდან არ დაწყებულიყო

, ჯერ ისევ მდინარეში ვიჯექი, ოღონდ ნაპირისკენ

, გადავედით დიდ და მყარ ქვაზე... ჩემი სათვალე სად არის მეთქი, ისე ვკითხე ზურას, გეგონება მე სად ვიყავი ძაან ვიცოდი

, ორივე მივხვდით შეკითხვის უაზრობას და გაგვეცინა... ზურამ მითხრა, წამოდი გაგიყვანო... რაღაც აღარ მინდოდა, ზემოთ კიდევ 2–3 გადასასვლელი უნდა ყოფილიყო, კაცმა არ იცის ისინი როგორი იქნებოდა, მოდი აღარ გვინდა მეთქი... ეს ლაპარაკი მიდის სანამ სველ ტანსაცმელს გავიხდი იქამდე, ამოსვლიდან 2–3 წუთში... მერე და მერე უფრო შემეშინდა... ცოტა დავისვენეთ, გამოვიცვალე და გადავწყვიტეთ ქვემოთ დაშვება... მდინარეს რომ მივყვებოდი და ვიყურებოდი, ეხლა ამაში უნდა ვეგდო... ლაპარაკის არც იდეა მქონდა არც სურვილი... თანდათან უფრო ვშინდებოდა... მარცხენა მხარეს რაღაც მტკიოდა, ცოტა ფეხის გადადგმასაც მიშლიდა, შეშინებული ამ მარცხენა ფეხს უნდობლად ვუყურებდი

ასაქცევებიც აღარ მომწონდა... რომ ჩამოვედით ასას შესართავთან ტანიე ხომ ისევ უნდა გაგვეტოპა... დილას რომ მხნედ გავტოპე, ეხლა ზურაზე ხელჩაკიდებული მივდიოდი და როგორც კი წყალს ცოტა ძალა მიეცა უკვე შემეშინდა... საბედნიეროდ, ასეთი ორი ნაბიჯი იყო და გადავედით...
წინ ორი ასაქცევი გველოდებოდა, საათმა ტანიეს წყალი დალია და ეტყობა მოინელა, რადგან დღესაც ისევ მუშაობს... დაღამების საშიშროება არა, მარა დაღამებაზე ფიქრიც საჭირო იყო... ძალიან ბევრი დროც არ გვქონდა... ასაქცევებზე ზურამ თავისი ზურგჩანთა ხომ ატარა, ჩემი ხომ ატარა და მეც ფაქტიურად მატარა... ერთ ადგილას ისეთი ცუდი გადასასვლელი იყო, როგორ გადავიდა საერთოდ არ ვიცი... ეს ასაქცევი ჩვენი შემუშავებული იყო მე მგონი, მანდ აქეთობას არ გვივლია... უკვე ყველაფრის მეშინოდა... წყლისაც მეშინოდა, ასვლისაც, ჩამოსვლისაც... მარტო სწორეზე სიარული შემეძლო... ისიც ჩუმად... ერთი ასაქცევი რომ გავიარეთ, მეორეც მალე მიყვა, იქედან ასე არ მახსოვდა, ერთგან მდინარის პირას ზურა დაჯდა, მე უსათვალოდ წინ გავყურებდი მდინარეს, იქ კიდევ ხო სულ კლდეებია... ზურას ვეკითხები აბა იმ კლდესთან ასაქცევია თუ ბილიკი გაივლის მდინარესთან მეთქი... იქ რაღა გვინდა, აი ხიდი სად არისო... თურმე ხიდის ძირას ვისხედით
ხიდი იმას ნიშნავდა რომ ყველაფერი დამთავრდა, ეხლა 4–5 კმ სახლამდე, მარა ისეთი გზა რომელიც 3ჯერ უკვე გავლილი მქონდა, არავითარი ასაქცევი, არავითარი საფრთხე... გადარჩენილი ვიყავი...
აშკარად მითხრეს, ეხლა შენთვის არ გვცალია, სხვა დროს პაჟალÑŒსტა, მარა ეხლა დაახვიე აქედანო
