ხევსურ-სერიალი
===========
ნაწილი III "ქისტანი და..."
ქისტანი გამოჩნდა..
ჩვენც შევჩერდით...
ჩვენს დიდებულ წინაპრებს ძლიერება მკლავშიც ჰქონდათ და სილამაზესა და სულიერებაშიც..
შემოგვესალმა ქისტანი... წყალი დავლიე პირდაპირ მდინარიდან (ბოჭო ლევომიცეტინს დამპირდა ამის გამო, მაგრამ არ დამჭირვებია..), გავეშურეთ ქისტანის ციხეების დასალაშქრად.. სულ სიცილ-სიცილით ავბობღდით, ამასთან, მე ასვლის ტექნოლოგიებსა და მეთოდიკაზე მუშაობა გავაგრძელე და გარკვეულ ადგილებზე ოთხფეხა სვლის მეთოდოლოგია მოვნიშნე, რაც საკმაოდ პოზიტიურად აპრობირდა.. აღმოჩენები გავაკეთე ჩემი სანდლების საკითხზეც, აღმოჩნდა, რომ მათ ფეხის ტერფის გარშემო ტრიალიც შეძლებიათ.. რაც შეეხება "ოთხფეხა ასვლის" მეთოდს, ეს უკანასკნელი, "კიბისებური ასვლის" მეთოდის პარალელურად, დაგვირგვინდა იმით, რომ საბოლოოდ ქისტანის ციხეებსაც მივუახლოვდი.. აქვე, მინდა დიდი და სპეციალური მადლობა გადავუხადო თამუნას, რომელიც ჩემი "სვლების" ნამდვილ მუზად იქცა ქისტანსა და შემდგომში მუცოშიც..
მე და ტომამ ბევრი ვისაუბრეთ ზოგადად ქართულისა და ქისტანის შესაძლო ყოფის შესახებ, ჩემთვის ფრიად სასიხარულოდ, ტომა მეტად საინტერესო და კვალიფიციური მოსაუბრე აღმოჩნდა, ტომამ, მე და კოტეტბელმა ერთმანეთს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება გავუზიარეთ, ბევრიც ვიცინეთ... მეორე ციხესთან გადასასვლელ გზაზე მე ძალზე მოხარული დავრჩი, რომ დროის სწორედ იმ მომენტში გურულის გვერდით ვიმყოფებოდი, შედეგად, მე მოვისმინე გურულის მიერ წაკითხული ანა კალანდაძის ლექსი და ჩვენ როგორც საკუთრივ ანა კალანდაძეზე, ასევე ქართულ პოეზიაზეც, განსაკუთრებით კი ხევსურულ პოეზიაზე ვისაუბრეთ..
უკან ჩამოსვლა მე და ლოკოკინამ ახალი ტექნოლოგიით ვცადეთ, რომელსაც პირობითად "სათხილამურო სვლის ტექნოლოგიები არასათხილამურო სეზონზე" შეგვიძლია ვუწოდოთ... ანუ.. სულ სრიალ-სრიალით დავეშვით.. "დაშვება", ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, თუმცა ჩვენს მიერ გამოყენებული მეთოდი ზუსტად შეესაბამებოდა ამ საკითხს..
დაშვება-დაშვებაში სწორედ რომ მშვენიერი წვიმა წამოვიდა, ისეთი, აჩქარებას რომ დიდად აზრი არ აქვს ანუ 10-15 წამში მთლიანად რომ გარეცხილ და გავლებულ სამოსს რომ დაგამსგავსებს.. კარაველთა მთიდან ჩამოსვლის სიჩქარის სწორედ რომ ნებისმიერ მთის მობინადრეს, ჯიხვი იქნებოდა თუ თხა, შეშურდებოდა.. პირობითი ერთეული რომ შევურჩიოთ დაშვებას, დაახლოებით ასეტი გამოვიდოდა: დაშვების პროცესის ყოველი 20 წუთიანი მონაკვეთის 20 წამში დაძლევა.. გინესის სპეციალისტები რომ ახლო-მახლოს ყოფილიყვნენ, შეიძლება "კარავს" ამ საკითხშიც ფრიად ემარჯვა..
მიუხედავად ამისა, ყოველი კარაველი მიხვდა, რომ გინესის რეკორდსმენიც კი ვერ აჯობებს ნამდვილ ხევსურულ წვიმასა და ხევსურული მთების ეშხს.. ასე, რომ ფრიად კოხტად დასველებულები, რბილად რომ ვთქვათ, ბოლოს უკვე სეირნობა-სეირნობით მივუახლოვდით ჩვენს სატრანსპორტო ბაზებს..
თქვენ გულის მზიანობა თქვით, თორემ კარაველებთან სველი ტანისამოსიც მალე შრება, სწორედ გულის მზიანობის ეფექტის გამო..
ქისტანს კიდევ ერთხელ მოვემადლიერეთ, მის ამშენთ და მცხოვრებთ კიდევ ერთი მადლობა გადავუხადეთ, მორიგი ბოდიშიც მოვიხადეთ, რომ ვერც მათნაირი ვაჟკაცები ვეღარ ვართ და ვერც მათ სახელებს ვუფრთხილდებით, როგორც საჭიროა.. და გზა გავაგრძელეთ...
========= გაგრძელება კიდევ იქნება
აბალდუი