Bivrili wrote:ამ ფრესკაზე ალბათ ლევან მეფეა გამოსახული............

კი ნამდვილად ლევან მეფეა გამოსახული. მანდვეა ლევანი დაკრძალული.
ისე ლევანი კახეთის სამ ეკლესიაშია გამოსახული... ერთი აქ გრემში,
მეორე ნეკრესში - თავის მეუღესთან, გურიელის ქალთან თინათინთან ერთად და იქვეა მათი ერთ-ერთი ვაჟის, გიორგის გამოსახულებაც.
მესამე - ზემო ალვაში - ლევანი და თინათინი.
ისე შეიძლება იცოდეთ კიდეც, მარა მაინც დავწერ ლევანისა და თინათინის შესახებ ცოტა რამეს.
ლევან მეფისა და თინათინის ქორწინება სადღაც 30 წელი გაგრძელდა. როგორც ისტორიკოსები ლევანს ახასიათებენ, იგი იყო მრუშებისა და სიძვის მოყვარულიო და ეს გახდა მიზეზი თინათინისა და ლევანის დაშორებისა. თინათინი მონაზვნად აღიკვეცა მისი შემწეობით აგებულ ახალი შუამთის ეკლესიაში და მისივე ანდერძის თანახმად, იგი არა მეუღლესთან, არამედ ცალკე, ამ მონასტერში დაკრძალეს.
გრემში ლევანი მარტოა გამოსახული და შესაბამისად ეკლესიის მოხატვა მოხდა ლევანისა და თინათინის დაშორების შემდგომ. გ. ჩუბინაშვილის ვარაუდით, გრემის აგება მოხდა 1565 წელს, ხოლო მოხატვა შესაბამისად უნდა მომხდარიყო 1565-1574/77 წლებს შორის. 1574/77 წლებში უნდა გარდაცვლილიყო ლევანი.