თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 14 იან 2007, 18:19

kopeina
ასე ჩანს დართლო ალაზნის ნაპირიდან......
ოღონდ დავაზუსტოთ, ეს პირიქითის ალაზანი რომაა, ვინმეს კახეთის ალაზანი არ ეგონოს.

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 14 იან 2007, 18:26

ეს სურათი განსაკუთრებით მიყვარს, ძალიან მაგარი ცხენი იყო, ლამაზი და დაღლილი. სულ ოფლი სდიოდა. მე მას ჩემი ქუდი დავახურე და ქუდიანი ცხენი გამოვიდა ....

Image

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 14 იან 2007, 18:27

guruli
მართალი ხარ ეს პირიქითი ალაზანია, სულ დამავიწყდა მითითება.....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 14 იან 2007, 18:35

guruli wrote:kopeina
ასე ჩანს დართლო ალაზნის ნაპირიდან......
ოღონდ დავაზუსტოთ, ეს პირიქითის ალაზანი რომაა, ვინმეს კახეთის ალაზანი არ ეგონოს.
ისე თუშეთში რაღაც ბევრი ალაზანი მახსოვს მე. როგორც აქეთ ბევრი არაგვია.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 14 იან 2007, 18:51

Nika
პირიქითის ალაზანი კიდევ არის თუშეთის ალაზანი..... მეტი არ მახსოვს, არის კიდევ?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 14 იან 2007, 18:54

kopeina
Nika
პირიქითის ალაზანი კიდევ არის თუშეთის ალაზანი..... მეტი არ მახსოვს, არის კიდევ?
გომეწრის ალაზანი. საერთოდ, მანდ ყველა მოზრდილ მდინარეს ალაზანს ეზახიან, როგორც - ტაოში - ჭოროხს.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 15 იან 2007, 00:57

კიდე ხისოს ალაზანია დიდებიდან რაც ვნახე რუკაზე
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 15 იან 2007, 11:41

Nika
კიდე ხისოს ალაზანია დიდებიდან რაც ვნახე რუკაზე
ხისოს ალაზანი მხოლოდ იმიტომ არ ვახსენე, რომ, მგონი, მაგას გულისხმობდა კოპეინა "თუშეთის ალაზანში". ისე კი, მართლაცაა ეგ მდინარე. კახეთიდან რომ გადადიხარ, სწორედ ეგ მხარეა პირველი. სწორედ მაგ მდინარეზეა ლოდზე ამოსული ის ცნობილი ნაძვიც.
ეხ, ნეტა ახლა ჩამაყოლა მაგ ხეობას - ცერიდან დაწყებული, ციმბირი, საცივი, ფიცრიჭალა. სამხევი, მერე სოფლები - ჭალა, ზევით ხისო, მარცხნივ შტროლთა-ნაციხარი-ჟველურთა-ჩიგლაურთა-ხახაბოს ასახვევი, მარჯვნივ - ომალოს და დანარჩენი თუშეთის გზა...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 15 იან 2007, 16:32

წელს აუცილებლად მივდივარ თუშეთში :) :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kopeina
მაწანწალა
Posts: 433
Joined: 25 ნოე 2006, 21:32
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kopeina » 16 იან 2007, 18:31

ვა, თუშეთის ალაზანი, ხისოს ალაზანია? კარგად ვნახავ "ალაზანებს" რუკაზე თორემ დავიბენი......

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 16 იან 2007, 18:46

kopeina
ეგ სამი ალაზანი ერთვის ერთმანეთს ომალოსთან.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 16 იან 2007, 19:18

lama
წელს აუცილებლად მივდივარ თუშეთში
აკი სვანეთიო? :wink:
Nika
ეგ სამი ალაზანი ერთვის ერთმანეთს ომალოსთან.
და შენაქოს იქით ეგ ერთიანი ალაზანი იცი როგორი მღვრიეა? იქ ნიადაგი ეგეთი და ის აძლევს ფერს. საერთოდ, რამდენადაც თუშეთის ბუნება ლამაზია და თვალწარმტაცი, ლეკებისკენ იმდენად ჩაშავებულ-ჩაჟამებულია და უამური, გახედვა არ მოგინდება.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 16 იან 2007, 19:58

guruli
ლეკებისკენ იმდენად ჩაშავებულ-ჩაჟამებულია და უამური, გახედვა არ მოგინდება.
მოკლედ რომ ვთქვათ: ანდის ყოისუა ;)

აკი სვანეთიო?
ორივენიცა მინდა. მარა თუშეთი უფრო ახლოა რა და იოლად განსახორციელებელი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 26 იან 2007, 21:02

ხალხნო, მართალია, ეს ლექსები ფშაველი კაცის - ელგუჯა უძილაურისაა, მაგრამ თუშეთში ნამყოფებს ყველას გექნებათ სიმღერებად მონასმენი და ამიტომ ვდებ აქ, კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ. პოეზია ხომ ყველასია და თუშ-ფშაველნი რამ გაყო.
ისე, ამის რჯული რა ვთქვი, როგორებს ჰქვიათ პოეტები, ასეთები კი არ ჩანან.
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.

რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.

კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.

და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
********************************************
ეს ერთი სტროფი, სხვა ლექსიდანაა, მაგრამ ოდვან პერიფრაზირებულს, მთაში მაგ სიმღერის გაგრძელებად მღერიან.

ქალაუ, მე შენზე ფიქრები მაწამებს,
ისმინე ქალბნელო ვაჟკაცის ვედრება,
ქალაქს ნუ ჩაიტან ყორნისფერ ნაწნავებს,
მთებს უფრო უხდება მაგ თვალთა მშვენება.
************************************************
და ეგ ლექსიც სიმღერაა.

ციხისგორობას მეც დავლიე ლუდი სვიანი,
სასანთლის კართან მლოცავები იდგნენ დრინჯები,
ხევისბრის ღაღადს- საქართველო იყოს მზიანი,
ამინს ეტყოდნენ დაჩოქილი, ფშავლის ბიჭები.

წამოაჩოქეს სასანთლესთან ნისლა ზვარაკი,
უკანასკნელი შეკივლებით მისწვდა ქარაფებს,
გადმომაწოდეს ჯიხვის ყანწით პანტის არაყი,
დალიე ძმაო, დღეს ქეიფში უნდა დაღამდეს.

დაღამდა, ვიღაც შეერკინა ღამეს ჩონგურით,
ცეკვა-სიმღერით ქალ-ვაჟები დუმილს ბზარავდნენ,
დავნებდებოდი ბედისწერას მე უბედური,
თუ არაგველი ასულები მომიპარავდნენ.

ირემთ კალოზე იყო დოღი, ნალის პრიალი,
ლამაზი ჩანდა საარაგვო იმ სიმაღლიდან,
არაგველად რომ დამბადებდეს ბედი ტიალი,
გულს არაგველთა სიყვარული როგორ დაღლიდა?

********************************************
ესეც მაგარი სიმღერაა, მაგრამ ამის მეტი არ ვიცი. მონიპოვებ და დავდებ მერე.

"როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგევხარ ნესტანს და თამარ ქალს, .....
დედაშენს მოვსტაცებ ქალიშვილს ,
მერე გინდ ყაჩაღიც დამარქვან,...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 26 იან 2007, 23:30

guruli
ვაახ, მაგარია!
თუშეთში ეს არ მომისმენია, მარა... მომისმენია: არ მომისმენია სიტყვებით, მაგრამ ემოციური "შრიფტით" ბუნებისგან "ვკითხულობდი"... :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]