მოკლედ, გავიდა რაღაც დრო და ორი ადამიანი დაგვადგა თავს, კავკასიკა და ვიღაც ბიჭი კიდევ... სიხარულით ტაში დავუკარით, ნამდვილი ღვთის წყალობა იყო მათი გამოჩენა, ყველა შიში ერთად მოგვშორდა, ამოვისუნთქეთ რააა.... ჯნოსმა ფსიქოლოგიური წვრთნა ჩაუტარა ტელეფონში ლამას-ისე დაუხატა გადარჩენის სურათი, უკვე ჩამოსულები მეგონენ ბავშვები

ალბათ საათი ან უფრო მეტი დასჭირდათ...
და ყველაზე ლამაზი, რაც იმ ღამეს მოხდა

ვსხედვართ და ვხედავთ, მოპირდაპირე მხარეს ციცინათელებივით ანათებენ ჩვენების ფანრები, ნელ-ნელა მოიწევენ და ცეკვავენ თითქოს მკრთალი შუქები ... გული თითქმის გამიჩერდა სიხარულისგან
