New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Archil » 05 სექ 2007, 16:17

Naia wrote:თქვენთან ერთად ჭაუხებზე კი არა და ალპებზეც წამოვალ :)

სექტემბრის ბოლოზე ან ოქტომბრის პირველი შაბათ-კვირაზე რას იტყვით?
ალპები კაი იდეაა...

სექტემბრის ბოლოს ეს ჭაუხებზე თუ ალპებზე? ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 05 სექ 2007, 16:24

ლაშქრობა ყველა წამის სიამოვნებით 2

იმას ვამბობდი, რომ აბუდელაურიცა და ჭაუხებიც განსაკუთრებით ლამაზია მთვარიან და ვარსკვლავიან ღამეში. ექსტრიმიც გაგიკვირდებათ და მეტია, რადგან ასეთი სიმშვიდე და უღრუბლობა ყოველთვის უფრო მრისხანეა ამ განსაკუთრებულ ადგილას, მრისხანე და მშვენიერია.. თავსაც გავიწყებს და ყოველდღიურობასაც და ზეციურს გხდის.. და ცაც ისე ახლოა და ვარსკვლავებიც, მაგრამ ჭაუხთ მწვერვალებია სამაგიეროდ ისე მაღლა, როგორც არასდროს.. ამ დროს ჭაუხები განსაკუთრებით მაღალია თითქოს.. ცას კვეთავს, ცას აშინებს, ამყინვარებს და აკლდოვანებს.

ჭაუხ-ჭიუხების თაობაზე სიმართლეც გავარკვიეთ ხევსურეთში, თავად ასეთ კლდოვან და რკინისშემცველ მთებს ჰქვია თურმე ჭიუხები, ხოლო ამ კონკრეტული ჭიუხის საკუთარი სახელია თურმე ხევსურეთში ჭაუხი. ასე გავარკვიეთ ჩვენ ეს ამბავი და საკითხსაც წერტილი დავუსვით.

ღამით კარავთან დავწექი, რომ სპალნიკიდან ცა დამენახა.. მინდა გითხრათ, რომ არც მინანია.. ყოველ გამოღვიძებაზე, ჭაუხების მუქ და გამაპობელ კონტურებს ვხედავდი, მითუმეტეს ზღაპრული იყო იქაურობა დილაბნელზე, ღამისფერიდან ჯერ მუქ მელნისფერ, შემდეგ კი ტონალურად მელნისფერსა და დილაში გარდამავალ ფერებზე.. აბუდელაურსა და ზოგადად ჭაუხებზე ეფექტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათებსაც, ფონსაცა და ხილვადობასაც, ჭაუხები ხომ ერთნაირი არასოდეს არ არის.

თენდებოდა დილა.. ჩვენ ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა საინტერესო და რთული, შფოთიანი, ხიფათებიანი და თავგადასავლებით სავსე გზა, მწვერვალ-ქედიდან ჭაუხების ხევსი მხარეს და ჯუთაში გადასვლა.

:arrow: :arrow: :arrow:
Image

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by shatilis asuli » 06 სექ 2007, 10:40

აუ ხალხნოოოოოოოოოოოოოოო, როგორ გამახსენეთ როშკის ნისლები, იქაური ბალახის და მიწის სურნელი. ჯოგჯერ ორი დღე რამდენს ნიშნავს :)))))))))

არჩილი: მალადეც

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by shatilis asuli » 06 სექ 2007, 10:46

რაღაცა მე მგონი კარავის ავადმყოფობა შემეყარა. აქაურობას ვეღარ ვშორდები. წამალი ხომ არ იცით ვინმემ??????

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by guruli » 06 სექ 2007, 10:48

shatilis asuli wrote:რაღაცა მე მგონი კარავის ავადმყოფობა შემეყარა. აქაურობას ვეღარ ვშორდები. წამალი ხომ არ იცით ვინმემ??????
მაგის წამალი ლაშქრობებია, ჩემო კარგო, სხვა არაფერი. :P :P

User avatar
tama
მაწანწალა
Posts: 502
Joined: 28 ივნ 2007, 00:07
Location: tbilisi
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by tama » 06 სექ 2007, 10:48

:D :D :D მკურნალობას არ ექვემდებარება :D :D :D
ჩემო ათასჯერ დახვრეტილო,
მაინც უკვდავო საქართველო!

User avatar
shatilis asuli
იეტი
Posts: 1059
Joined: 01 აგვ 2007, 15:53
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by shatilis asuli » 06 სექ 2007, 10:56

ლაშქრობის მონაწილეებს: თქვენგან მარტო არჩილს ვიცნობ. სამცხეში გავიცანი, მარა ამ სურათების ნახვის შემდეგ, მგონია, რომ უკვე ყველა ჩემი მეგობარია :D უმაგრესია.მაინტერესებს, რომელიმემ თუ იბანავეთ თეთრ ტბაში? ან იქაური თოვლისა და წყლის და ყავის კოქტეილი თუ დალიეთ????????????????????? აბა, აბა???????????? გისმენთ!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 06 სექ 2007, 11:01

shatilis asuli wrote:ლაშქრობის მონაწილეებს: თქვენგან მარტო არჩილს ვიცნობ. სამცხეში გავიცანი, მარა ამ სურათების ნახვის შემდეგ, მგონია, რომ უკვე ყველა ჩემი მეგობარია :D უმაგრესია.მაინტერესებს, რომელიმემ თუ იბანავეთ თეთრ ტბაში? ან იქაური თოვლისა და წყლის და ყავის კოქტეილი თუ დალიეთ????????????????????? აბა, აბა???????????? გისმენთ!
ყავაც ვსვით, ჩაიც დავლიეთ დეკის, პურის წვადიც შევწვით და თეთრ ტბას შენი მოკითხვაც გადავეცით

:wink:
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 11 სექ 2007, 15:09

ჭაუხობა -- 1

დილა თუ გინახავთ ჭაუხების ძირას, ისეთი.. აი.. ცაზე რომ ღრუბლის ნაგლეჯს ვერ მოიძიებთ წამლად.. ჭაუხებზე შეყვარებული ნისლი რომ თავის არსებობას დაგავიწყებთ და დიდი ხნის წინ გაშორებული საყვარელივით დაავიწყებს თავის არსებობას ყველას..

ასეთი დილა დავინახე საძინებლიდან რომ თავი გამოვყავი.. თვალებსაც კი არ ვუჯერებდი, ამ ხშირად დაბღვერილ კლდეებს თუ ასე გულიანად შეეძლო გაცინება, ნამდვილად არ მეგონა..

ასეთ ლამაზ დილას ადგომაც დიდი მადლია, გავხედე ჰორიზონტს და დავინახე, მზეც ნელ-ნელა მოიპარებოდა ჩვენი ბანაკის ფერდისაკენ.. გავუცინე - გამიცინა.. მივესალმე - მომესალმა.. შემოვიპატიჟე - შემობრძანდა.. ამას რომ ვუყურებდი, მართალი გითხრათ, ის კი არ მინანია, რომ ფოტოაპარატი არ მქონია, არამედ ის, რომ მხატვარი არ ვიყავი მთელი აღჭურვილობით..

თანამობანაკეებ-თანამოლაშქრეებმაც გაიღვიძეს ამასობაში, უფრო სწორად, დათომ გაიღვიძა.. დილის სამზადისს შევუდექით, ჩაი, ყავა და ასე შემდეგ.. როგორც იქნა, გოგოებიც გამოვიდნენ კარვიდან და მონატრებული სალმით მოგვესალმნენ..

მე და დათომ ასასვლელ ფერდს გავხედეთ, სხვა ბანაკის წარმომადგენლობა მიდიოდა ნელ-ნელა.. დრო მიდიოდა და ვშიშობდით, გვიან არ მოგვსვლოდა გასვლა.. ნინიამ და ირმამ დაიჟინეს, ჯერ მაკარონი მოვხარშოთ, მივირთვათ და ისე გავიდეთო.. ჩვენ ჯერ მივიღეთ წინადადება, მაგრამ ტემპებსა და დროს რომ შევხედე, მივხვდი, ცოტა უნდა გვეჩქარა და ნამეტანი სიდინჯეც არ გვარგებდა. ჩემი აზრი ბანაკის სხდომაზე გავიტანე, როგორც იქნა, მივიღეთ (კიდევ კარგი, თორემ მერე სიბნელეშიც მოგვიწევდა სიარული, თუმცა, სამომავლოდ კი იქნება საინტერესო :roll: :roll: :roll: ჭაუხებზე ღამით "ბოდიალი")..

ჩავლაგდით და გავემართეთ ასასვლელი ფერდობისაკენ..
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 11 სექ 2007, 15:34

ჭაუხობა - II

ფერდზე ასვლის ოსტატობის რა გითხრათ, მაგრამ დაცემა-წამოდგომის, დაგორებ-ჩამოგორების და გზააბნეულობის ოსტატობაში კი ნამდვილად კიდევ მეტად დავხელოვნდი.. გაზის ბალონი ისეთი ერთგულობით ვატარე, მგონი საკუთარ შვილსაც კი არ ვატარებდი ესოდენი სიყვარულით.. ნინია წერდა, არჩილმა სეტყვის დროს ცოცხალი თავით გაზის ბალონი არ მიატოვაო, ჰოდა, ასე ფერება-ფერებით ჭაუხის თავამდე ვატარე და ახლა რაღაც "ქეციანი" სეტყვის მიზეზით მივატოვებდი?

ისე.. ასეთ დროს, მგონი ყველაფერი მნიშვნელობას იძენს და რაღაცის იმ პირობებში მიტოვება, თუნდაც ეს ჩაიდანი ან გაზის ბალონი იყოს, რაღაც სულიერის მიტოვების შეგრძნებას გიჩენს.. ჰოდა, ჩემი განსაკუთრებული მზრუნველობაც ამ გაზის ბალონის მიმართ, ალბათ აქდან მოდის..

ამინდს ფერდობზე ასვლის დროს ცვალებადი მოღრუბლულობა ერქვა, ჯერჯერობით უნალექოდო.. მე, რა თქმა უნდა ფერდები ამერია და სულ სხვაგან აღმოვჩნდი (უფრო სწორად, კი არა ამერია, ჯერ იმ მოლაშქრეთა, წეღან რომ ვახსენე, ნავალს მივყვებოდით ყველა, მე დავწინაურდი, ამასობაში ჩვენებს გვერდით ფერდობზე უცხოელებთან ერთად მომავალი მოხევეები შეხვდნენ და უთხრეს ასე ჯობია სიარულიო.. ჩვენებიც ასე წავიდნენ, მე კი სადღაც გვერდით ფერდობზე შევრჩი.. ჰოდა.. არც ვაციე და არც ვაცხელე, პირდაპირ მოვინდომე გადაჭრა..

"გზაში" ისეთ მხარეს აღმოვჩნდი, საერთოდ ვეღარ ვხედავდი ჩვენებს, არც ისი ვიცოდი, წინ იყვნენ, ქვევით თუ ზევით ??? გავიხედე-გამოვიხედე, მე და სავალი ფერდობი ვიყავით მარტონი.. კარგად გამიგეთ, მაგრამ.. თავი კიდევ უფრო კარგად ვიგრძენი რატომღაც, ასე გენსაჯეთ, სულ სიმღერ-სიმღერით გავაგრძელე გზა.. ვინმე იტყვის, უბერავსო, მაგრამ.. როცა ღვთისმშობელს და წმინდა ნიკოლოზს ხელიხელჩაკიდებული მიყავხარ, საშიშიც არაფერია..

გზის გადაჭრა მოვინდომე, კიდეც ვცადე და კიდეც თითქმის გამომივიდა, რომ არა ერთ პატარა ნაპრალში ჩახტომა და მცირედად მუხლის გადაყვლეფა, ფეხი, რა თქმა უნდა ამოვთხარე იქიდან (აბა, იქ ხომ არ დავტოვებდი.. ეს ფეხი სწორედ ის ფეხია, მერე რომ კიდევ რამდენჯერმე "გადამუშავდა" და სვანეთში გოგონას სამკურნალებელი რომ გახდა) და გზა მაინც გავაგრძელე.. ფერდებს შორის ღარში რომ წყარო ჩამოდიოდა, იქამდე მივხოხდ-ცოცდი და ფეხი მოვიბანე, წყალიც დავლიე და ცოტა კიდეც შევისვენე..
Last edited by ARCHILI on 11 სექ 2007, 16:04, edited 1 time in total.
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 11 სექ 2007, 16:04

ჭაუხობა III

მცირედად და მკრთალად ამ მონაკვეთს შესაძლებელია კიდეც ეწოდოს "მარტო პახოდში", ოღონდ მინი-მარტო პახოდში .. არ ვიცი, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს "სიარული" თუ ცოცვა თუ ბობღვა თუ ჭიდილი, ასეთ შემთხვევებში ხომ არც ითვლება დრო ტიპიურად.. ცოტა ფეხი მტკიოდა, ცოტა სისხლი მდიოდა მუხლიდან, ცოტა არ ვიცოდი, სად ვიყავი (დაკონკრეტებულ ფორმაბში რა თქმა უნდა, თორემ ისე კი ვიცოდი, დილით მითხრეს :wink: ), ცოტა მეხალისებოდა, ცოტაც არ მეხალისებოდა, მოკლედ, ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო..

როგორც იქნა, ბრახვან-ბრახვანითა თუ გორიალ-გორიალით, ბზრიალ-ბზრიალითა თუ დაცემა-დაცემით, გადავბობღდი გვერდით ფერდზე.. ფერდის ფინალური ნაწილის იქით არ ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრა, ის კი ვიცოდი, რომ ჩვენებს მაღლა ან დაბლა ან გასწვრივ დავინახავდი.. მოვიკრიბე ძალები, მოვიკითხე აღმართებისა და არასაკმარისი ფესვების, ადვილად წყვეტადი ბალახებისა და ციცაბო სავალების დედები და როგორც იქნა, წეღან რომ ჰორიზონტის ხაზად ვხედავდი, იმ ადგილს მივუახლოვდი.. მართალი ვთქვა, ის უფრო მადარდებდა, რომ ჩვენები ძალიან ზემოთ არ ყოფილიყვნენ, რომ დაწევა გამჭირვებოდა.

ვიბობღე, ვიბობღე და ჩვენებიც დავინახეეეე...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 11 სექ 2007, 16:24

ჭაუხობა IV

მოკლედ, ჩვენებიც დავინეხე და მერე კიდეც ვნახე და მერე კიდეც გავაგრძელეთ გზა!!!

როგორც კი ე.წ. მწვერვალზე ავედით, დაბარებულივით ამინდი მომენტალურად გაფუჭდა, ნისლმა ფეხებსა და ხელებში, ხოლო სიცივემ მთელ ტანში დაგვიარა.. გადავიცვით გადასაცმელი სასწრაფოდ, დათოსა და ირმას ფოტოაპარატს ბოლო შემონახული კადრი ავახიეთ და..

და ამ დროს დასცხო, მაგრამ რა დასცხო!!!

სულ ლამები გველანდებოდა გარშემო!!!

უნებურად იუმორის ხასიათზე დავდექი.. ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა და უხერხულიც იქნებოდა ჭაუხების მხრიდან ასე უპატივცემულოდ რომ გავეშვით.. აბა, რა სინდისით უნდა გადალახოს ადამიანმა ჭაუხები გართულებების გარეშე, ეს ხომ ისეთივე ადვილი იქნებოდა, როგორც საპნის ბუშტების გაშვება..

ჩემს ახნას ჭაუხები ბოლომდე დაეთანხმა და.. დაგვასხა, მაგრამ რა დაგვასხა.. დაგვაყარა, მაგრამ რა დაგვაყარა, ისე მალე გადათეთრდა მიდამო, სწორედ რომ სანაქებოდ.. მე ძალს ეს გაზის ბალონი, ძალს ეს მოშლილი ჩანთა და ა.შ. მოკლედ.. ოდნავ ჩამოვშორდი ჩვენებს და ბოლოს წამოვედი.. ქედი რომ გავიარე და ძირს დავეშვი, ისე გულიანად ჩამოვქანდი სველ ნაშალებზე, სწორედ რომ ჩინებულად.. ჩვენ ბილიკებს დავუწყეთ ძებნა.. რაღაც სწორხაზოვნად თეთრად დავინახე და დავეშვი მისკენ.. მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ბილიკი კი არა წყლის სადინარი ყოფილა.. უპს.. დავქანდი მაგაზეც და შვერილებზე გამოვედე.. აღარც ზევით ვარ ამ დროს და ქვევითაც ვეღარ ჩავდივარ..

ამ დროს ამ სადინარში წყალმაც დაიწო დინება კოხტად და სწრაფ-სწრაფად, მე კი წონასწორობასაც ვერ ვინარჩუნებდი (რაც მთავარია, გაზის ბალონს ცოცხალი თავით არ ვუშვებდი ხელიდან.. მგონი მიმეყინა კიდეც ხელი).. ზემოდან ჩვენებმა გადმომხედეს, რა ვქნათო, "დაეტიეთ მეთქი მანდ,"- გავძახე და როგორც შევძელი, ისე გავუღიმე.. მართალი გითხრათ, ეს ღიმილი არც თუ გულწრფელურად გამომივიდა, უფრო სულელივით.. ნუ ეგ არაფერი..

ელვა. გრუხუნი. თქეში. სეტყვა. ქარი. აქეთ ჩაუსვლელობა, იქეთ აუსვლელობა. ამასთან, წყალსადინარში წყალი კიდევ უფრო მეტი გაბედულებით მახტებოდა. ერთ ადგილას გაჩერებაც ჭირდა... მაგრამ... სამაგიეროდ, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა.. ისეთი ამაყი.. ისეთი დიდებული.. ისეთი მესაკუთრული.. რომ.. ღირდა კიდეც.. (რა?)...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 12 სექ 2007, 11:30

ჭაუხობა V

წმიდა ნიკოლოზი ვახსენე და ავბობღდი უკან უცნაური ძალითა და უნარით, რომელიც მე არ მეკუთვნოდა. ჩვენები დავინახე, ნინია, დრამერა და მისი მეუღლე ტენტში იყვნენ გახვეულები.. მივხვდი, რომ მართლაც ჯობდა ტენტის ადრევე გაშლა. დრამერამ გამომძახა, შენი ჭირიმე, ეგ ბალონი და ჩაიდანი ახლოს არ მოიტანო, მოშორებით დადე სადმეო.. მეც გავედი და რამდენიმე მეტრში მოწიწებითა და სათუთად დავტოვე ეს შემეგობრებული ნივთები, ბოდიშიც მოვუხადე და სინანულით მარტო გამოვბრუნდი უკან..

შევძვერი მეგობრებთან.. მართალი ვთქვა, ჩვენი დასველებისაგან თავის დაცვა ფრიად პირობით ხასიათს ატარებდა.. ჩემს მცდელობებს, ხასიათი და ტონუსი აგვემაღლებინა, ვფიქრობ, უშედეგოდ არ ჩაუვლია.. ჩემს ჩანთაში დარჩენილი არაყის ბოთლი ვიპოვე (ეჰ.. არჩილ, ნეტავ ის ერთი ბოთლიც წამეღო !!! :wink: )..

არაყი ჩამოტარებით ყველამ მოვსვით, თანაც სულ ფრთიან-ფრთიანი სადღეგრძელოებიც მოვაყოლეთ, დრამერამ თაფლიანი ქილა გააძრო, აი, თაფლის ჩამოტარებაზე იმ დრომდე არ მიფიქრია მაინცდანმაინც, ახლა კი მივხვდი, რომ ესეც შესაძლებელი ყოფილა.. ყველანი ისეთ მშვენიერ ხასიათზე დავდექით, თითქოს სხვაგვარად ვერც გავძლებდით, ამინდს რომ ასე არ აერია..

ფეხები გარეთ მქონდა დარჩენილი, თავით შიგნით ვიყავი.. ყველამ სინანული გამოვთქვით არაყის სიმცირის გამო და სიცილ-სიცილი გავაგრძელეთ, ცოტა გვაკლდა, ბარემ ყავასაც მოვადუღებდით მწვერვალებზე.. სამომავლოდ, ალბათ, ამ სურვილსაც მოვისურვილებ აუცილებლად.. ხუმრობა-ხუმრობაში დრო გადიოდა, სტიქიამაც თავის შეკავება არჩია, გამოვძვერი და მიდამოების დათვალიერება დავიწყე, სადღაც რაიმე ბილიკის მსგავსი ხომ უნდა მოგვეძებნა. აღმოვაჩინე კიდეც, დრამერს დავიძახე და დავამოწმებინე. ავდექით, კვლავ ავბარგდით, ამინდი ისევ ურევდა, თუმცა, საღამოც გვიახლოვდებოდა და ჩვენც ნელ-ნელა კვლავ დავიძარით.
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by Naia » 12 სექ 2007, 12:10

ARCHIL_i
ისე ყვები, რომ გულწრფელად ვნანობ რომ არ წამოვედი. ამასწინათ, არჩილსაც ვუთხარი, გული დამწყდა ჭაუხებთან რომ არ დავისეტყვეთ-თქო:) მაგის გარეშე იქ ასვლას გემო ეკარგება :) რაღაც არა-ჭაუხურია :)
რაც მთავარია, გაზის ბალონს ცოცხალი თავით არ ვუშვებდი ხელიდან
ამაზე მაგრად გამეცინა და კახისის ტბა გამახსენდა:) ტორტს რომ იხუტებდი და ცოცხალი თავით ხელიდან არ უშვებდი :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Post by ARCHILI » 12 სექ 2007, 12:11

ჭაუხობა VI

აღმოჩენილი გზისაკენ ორი ჩასასვლელი მოჩანდა, ერთი შედარებით მოკლედ და მეორე შედარებით მოვლითი გზით ჩადიოდა.. ვიფიქრეთ-ვიფიქრეთ და (ყველას გვეზარებოდა დამატებითი ნაბიჯების გავლა, მოდუნებამ დაღლილობის შეხსენება იცის ხოლმე და მოლაშქრეს აზარმაცებს.. ამიტომაც სჯობია ხოლმე სწორედ მხოლოდ მცირე დასვენებებით სიარული, რომ რიტმი და მოწადინება არ შერბილდეს..) გადავწყვიტეთ, რომ მე, როგორც უკვე აპრობირებულ საცდელ ობიექტს, მეცადა მოკლე ვარიანტის მოსინჯვა..

გახარებული გავიქეცი დრამერის გაზის ბალონთან და ჩაიდანთან, ჩავიხუტე მონატრებული მეგობრებივით და.. და ჩასვლა დავიწყე თუ არა.. დავეშვი მთლად ცხვირ-პირით არა, მაგრამ თითქმის, ნუ რბილად რომ შევაფასოთ, კარგად ჩავხრიგინდი.. სადღაც რაღაც ნაწილზე რომ გავჩერდი, სასტავს ავძახე (პრინციპში კიდეც იყვნენ მიხვედრილები), ასე არ ვარგა-თქო.. თავად წამოვდექი და გზა გავაგრძელე ქვევითკენ..

ძირში რომ ჩავედით, მე და ირმამ (დრამერის მეუღლემ) უამრავიო სოკო დავინახეთ, ირმა შეწუხდა, აფსუს, სოკოებიანი პარკი თქეშის დროს ზემოთ დავტოვეთო.. მე გავიღიმე და ქამარზე მიმაგრებული სოკოების პარკი მივაწოდე, ხუმრობა ხომ არ იყო, ჭაუხებზე დაკრეფილი სოკო არა მარტო კვების პერსპექტივის, არამედ განწყობის პოზიტივირების შესანიშნავი საშუალება აღმოჩნდა..

ჩვენ გზაც გავაგრძელეთ და სოკოების კრეფაც გზადაგზა.. ჭაუხები ჯუთის მხრიდან კიდევ უფრო განსაკუთრებული სანახავი აღმოჩნდა.. ისე კი, როგორც მივხვდი, სანახაობრივადაც და პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც, აბუდელაურ-ჭაუხების მონახულება ჯუთის მხრიდან ჯობია და შედარბით ადვილიცაა.. მე, როგორც გამოუცდელსა თუ ნაკლებად გამოცდილს, ამგვარი დასკვნების გაკეთება გზადაგზა მიწევს ხოლმე, თორემ სხვებმა კი იციან ეს ამბავი..

გზა დასაბანაკებელ ადგილამდე არ ვიცი დაღლილობის თუ რის გამო, მაგრამ ფრიად გაგვიგრზელდა, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად არც შეგვისვენია, რადგან საკმაოდ სოლიდური დრო იყო და მალე დაბნელებას დაიწყებდა..

გზაში აქაფებული მდინარის გადავლაც მოგვიწია, უფრო სწორედ გადასასვლელი ვერ მოვიძიეთ ადვილად, მივხვდით, რომ უკან დახევა მოგვიწევდა, ეს კი ჩვენს სურვილს ეწინააღმდეგებოდა.. ერთი ისეთი ადგილი მოვიძიეთ, სადაც ნაპირებს შორის ნაბიჯზე ცოტა მეტი იყო სხვაობა.. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ, მე ავდექი და ვისკუპე.. როგორ იყო? რწყილი ახტა - დახტა... ჭიანჭველა კი ახტა-დახტა და ...
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]