ახლაც არ ვიცი ვინ იდგა მდინარის პირას, შუბლზე ფანრით და გვინათებდა აქეთ საცოდავად შერჩენილებს, მე და თამუსია ძალიან დავიძაბეთ, ზღარბი ქვემოთ შერჩა და ვიღაც ცდილობს უშველოს, რასაც ხელი მოვკიდეთ-ჩაწყდა, თამუსია ჩაცურდა, დავიჭირე, მე ჩავცურდი, დამიჭირა... ახლა კი მართლა შემეშინდა, თან უკვე ბნელა .... სანდრიკა გამოჩნდა და რაღაც გზით მდინარეზე გადავიდა, უფრო მაღლა ვიდრე ჩვენ ვართ, იქ ასვლა კი, წარმოუდგენლად მიამჩნია...
თამუსიამ გაბედა, ძალიან იყოჩაღა და აცოცდა, გადავიდა მდინარისკენ და ჩავიდა ბიჭებთან, მე მოღუნული ხის ძირში ვზივარ და ვფიქრობ-აქედან ვერავინ ამაყენებს, ვიჯდები ბოლომდე
A12 და გზისმკვლევი მამხნევებენ და ავიდვარ ნელ-ნელა ზევით, ტოტებს ჩაჭიდებული როგორღაც ვაღწევ მდინარის კიდემდე და იქ კიდევ, ჩამიყვანეს. ფეხები ისე მიკანკალებდა ძლივს ვდგამდი ნაბიჯებს
ბოლო მონაკვეთი იყო ძალიან მძიმე...
აცივდა, ცეცხლის დანთების მცირე შანსია, წვიმს, მაგრამ, მაინც...
პირველი გადარჩენილები
