Page 28 of 32

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 24 აგვ 2007, 22:52
by zura N.
პასუხის პასუხი :D :lol: :wink:

Gvalva
არაა გადახვევას არ ვაპირებ ნამდვილად. :lol: :lol: :lol: აი მარშუტის გამეორება შეილება :wink: .
მართალი ხარ მანძილი ბევრად მეტია ვიდრე ჭი(ა)უხებზე პირდაპირ, და ავღნიშნე კიდევაც. რაც შეეხება სანახაობას ჭი(ა)უხები ნამდვილად არ გამოჩნდება საძელედან, თუმცა როგორც ფირუზასგან მახსოვს ჩანჩქერი უნდა გამოჩნდეს ძალიან ლამაზი ჯუთის მხარეს რო გადახვალ, რომელიც არხოტის წერიდან მოედინება, თუ არ ვცდები. არხოტიდან როცა გადმოდიხარ ჯუთაში, მაშინაც ნახულობ ამ ჩანჩქერს, თუმცა ზემოდან დაჰყურებ, თან კარგად არ ჩანს და ვერ აღიქვამ მის სილამაზეს. ეს მარშუტი მათთვისაა ვინც ჭი(ა)უხები უკვე ბევრჯერ ნახა და ჯუთაში ნაშალზე და აღმართზე ასვლა აღარ უნდა. თუკი როშკიდან პირდაპირ საძელეს გზას დაადგები და ტბებთან არ მიხვალ არამგონია მანძილში მაინცდამაინც დიდი განსხვავება გამოვიდეს. :wink:


P.S. რაც შეეხება აბუდელაურის ტბებს, არავინ მიწყინოთ მარა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება სურათებიდან რომ ტანიეს ტბასთან შედარებით უბრალო წყლის "გუბეებია" :oops: :oops: , ასე რომ ტანიე უნდა დავლაშქროთ! :!: ესეც ტანიე! მასშტაბისთვის წითელ რგოლში დაახლოებით 10 კაცი ზის. დანარჩენი გაზომეთ. :) :wink:
Image

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 31 აგვ 2007, 01:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
zura N.
არც გამიგია ტანიე. მადლობა ინფოსთვის.
ვა, რა საინტერესოა...

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 31 აგვ 2007, 01:02
by GAMARJOBA SAKARTVELO
zura N.
დავლაშქროთ, დავლაშქროთ

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 31 აგვ 2007, 02:42
by Rivium
ვაუ ძალიან მაგარი მოგზაურობა იყო... ლაშქრობა

მაგრად მომეწონა კაცო ეს ჩვენი ნინია :oops:

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:07
by ARCHILI
ლაშქრობა ყველა წამის სიამოვნებით 1

ნინიას ისე ბრწყინვალედ მოუყოლია გადატანილი და თანაგანცდილი ამბები, რომ ცოტა გამიჭირდება რაიმეს დამატება ან კარგად თქმა, მაგრამ რამდენადაც ეს ჩვენი საერთო თანათავგადასავალი იყო, შთაბეჭდილებებიც თანაერთიანი გვაქვს.

დღემდე განვლილი თავგადასავლებიდან ხევსურეთის ეს ლაშქრობა ჩემთვის ალბათ ყველაზე გამორჩეული და საინტერესოა თავგადასავლების თვალსაზრისით. მით უმეტეს, თუ გვერდით გყავს ისეთი განსაკუთრებული ადამიანი, როგორიც ნინიაა, საიმედო და უშფოთველი და მუდამ მზიანი და ღიმილიანი.

ამ ლაშქრობიდან ალბათ პირველ რიგში უნდა გამოირჩიოს ის ზეერთიანი სიტუაცია, რაც ნინიამ, ნაიამ, გოგონამ, ლიზიმ, თამუნამ, არჩილმა და ალბათ ტქვენმა მონა-მორჩილმა შექმნეს. ამ ლაშქრობაში ყოველი წუთი რაღაცის მომცემი იყო, ლაშქრობებითაც და ურთიერთობებითაც. ერთი წინადადებით რომ შევაფასოთ, ამას "ლაშქრობა ყველა წამის სიამოვნებით" შეგვიძლია ვუწოდოთ, პირველივე წამიდან და ბოლომდე.

ჩვენ გავატარეთ განსაკუთრებული დღეები და ვფიქრობ, ყველა მოხარული დავრჩით ერთმანეთთან გატარებული დროითა და ულამაზესი ხევსურეთის ხედებით.

მოგზაურობის ფინალური ნაწილი ჩემი და ნინიას მეგობრებთან დამშვიდობებით დაიწყო და ჩვენც შევუდექით, აბუდელაურებისაკენ მიმავალ აღმართებსა და დაღმართებს. მობნელ-მომელნისფერდა და ჭაუხები ისე გადაიწმინდა, თავი ჭაუხთ-სამფლობელოში გეგონებოდა. ვისაც ჭაუხები ღამით არ უნახავს, ძალიან ბევრი დაუკარგავს, სწორედ მხატვრისათვის არის ზედგამოჭრილი მისი ნახვა ყველაზე მეტად, ფოტოაპარატი, მარჯვენისა და წარმოსახვის გარეშე ვერ გაუმკლავდებოდა ამას. ჭაუხები ჩვენთვის მთელი მედიდურობით გადაიშალა ღამის ფონზე..

:arrow: :arrow: :arrow:

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:16
by Archil
ARCHIL_I

ჭიუხები შენ ჭექა ქუხილის დროს უნდა ნახო როგორია, სამწუხაროდ ჩემი ფოტოაპარატის მეხსიერების კარტა დასაფორმატებელი გახდა და ვერაფერი ვერ გადმოვწერე მისგან, თორემ კაი სურათები იყო სეტყვიანი ჭიუხებბიდან.

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:19
by ARCHILI
Archil wrote:ARCHIL_I

ჭიუხები შენ ჭექა ქუხილის დროს უნდა ნახო როგორია, სამწუხაროდ ჩემი ფოტოაპარატის მეხსიერების კარტა დასაფორმატებელი გახდა და ვერაფერი ვერ გადმოვწერე მისგან, თორემ კაი სურათები იყო სეტყვიანი ჭიუხებბიდან.
ჩვენ ჭაუხები ჭექა-ქუხილის დროსაც ვნახეთ, მზიან ამინდშიც, ნისლშიც და ცვალებად მოღრუბლულობაშიც და სეტყვაშიც..

ოღონდ სეტყვამდე ჯერ ვერ მივედი

:D

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:29
by Naia
ARCHIL_I
Archil
არ გინდათ დაზამთრებამდე ჭაუხების კიდევ ერთხელ მოვინახულოთ? :D
ოღონდ ამჯერად ჯუთადან გადმოვიდეთ

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:32
by Archil
Naia

რატომაც არა... ეხლაც არჩილიც წაგვიძღვება წინ, ოღონდ მე არა, მეორე ;) ხომ უკვე იცის ჯუთიოდან როგორ უნდა მიხვიდე ჭაუხებამდე, თუმცა ვფიქრობ რთული მანდ არაფერი აღარ უნდა იყოს, რუქაზე დავიზეპირე გადასასვლელები, თან სურათებიც საკმარისადაა უკვე ფორუმზე დადებული, ასე რომ კაცი არ დაიკარგება მანდ.

მაქედან არხოტიც შეიძლება მოინახულოს კაცმა.

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:37
by ARCHILI
Naia wrote:ARCHIL_I
Archil
არ გინდათ დაზამთრებამდე ჭაუხების კიდევ ერთხელ მოვინახულოთ? :D
ოღონდ ამჯერად ჯუთადან გადმოვიდეთ
ავეკ პლეზიღ მე ზ ამი..

მაგრამ გიდად მე არ გამოვდგები.. იცით ფეხები დღემდე რატომ მტკივა? არასწორად დავდიოდი და ხან საიდან ვკოტრიალობდი (მარტივად და რბილად რომ ვთქვათ) და ხანაც საიდან..

მე ნდობას არჩილს ვუცხადებ, რომელთან ერთადაც სიარული ჩემთვის უკვე საამაყო ფაქტია.. თუმცა, ძალ-ღონეს არ დავიშურებ შესაძლებლობის ფარგლებში...

:)

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:41
by Archil
ARCHIL_I
Naia

ჩვენ წავიდეთ და იქ რა დაგვკარგავს, მთავარია ერთად ვიყოთ, ხალისი გვქონდეს და თუნდაც "დამსეტყვე ცაო" კვარდატში მოვიდეს, მაინც მაგარი ნასიამოვნები დავბრუნდებით
ავეკ პლეზიღ მე ზ ამი..
ეს კო ტუ პაღლ ან ფღანსე?

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:48
by ARCHILI
Archil wrote:
ავეკ პლეზიღ მე ზ ამი..
ეს კო ტუ პაღლ ან ფღანსე?
OUI, მე.. პეტიტ.. ჯე ფეტ მე ეტიუდ ან Fღანსეზ.. და გვეყო ოფტო..პამ..პარამ.. მაშ, დავგეგმოთ ჩერეზ ყაზბეგით იგივე სასტავი + მსურველებიც..

თან ხევიც მიმოვიაროთ.. იქაც არის რაღაცეები სანახავი..

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:52
by Archil
მოდერ, ესენი გადაგვიყვანე სადმე იდეების კიდობანში, გთხოვთ,

როდისთვის ვთქვათ?

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:54
by Mao
vax..................
ert temashi pilosopia...
aq prantsutsulii.....
sul davibeni qaa es yana da bose;i... :cry: :cry: :cry: :cry:
:D :D :D :D :D :D

New აბუდელაური ... ჭაუხები, ჯუთა 18-20 აგვისტო 2007

Posted: 05 სექ 2007, 15:55
by Naia
თქვენთან ერთად ჭაუხებზე კი არა და ალპებზეც წამოვალ :)

სექტემბრის ბოლოზე ან ოქტომბრის პირველი შაბათ-კვირაზე რას იტყვით?