მოდით, მეც დავწერ ჩემეულ ამბავს
როგორც უკვე იცით, მეც იგივე ჯგუფში ვიყავი, სადაც ანანო, უღელტეხილამდე როგორ მიდიოდა ამბები ყველამ დაწერა უკვე. გარკვეული მიზეზების გამო, წასახემსებლად გაჩერებამდე მიჭირდა სიარული ძალიან და მიუხედავად იმისა, რომ წესით მარტივი მონაკვეთი იყო, ყოველ 5 წუთში ვაჩერებდი
ბექას.
საჭმელად გაჩერებულებს წამოვეწიეთ, წავიხემსეთ და ნელ-ნელა დავიძარით, თუ არ ვცდები, მაშინ მხოლოდ 1 ჯგუფი იყო ჯერ წინ წასული. აღმართებს შევუდექით, აქ უკვე აღარ მიჭირდა სიარული. ჩვენ წინ მიმავალ ჯგუფს თითკმის კუდში მივყვებოდით. ციცაბოზე ასვლა რომ დაიწყეს, წივწივას ჯგუფმა გადავწყვიტეთ ამ ციცაბოზე არ ავსულიყავით, პირდაპირ გვევლო და ისე ავსულიყავით ქედზე. თუმცა ფერდობი არც ისე ადვილი გასავლელი აღმოჩნდა, არც ამ ფერდობზე დადებული და წაყინული თოვლი იყო ადვილი გასაჭრელი. ზუსტად აქ გამოვიყენეთ ის თოკი, გვალვას ფოტოებში რომ ჩანს

ამინდი იცვლებოდა, ნისლი იწყებდა ჩამოწოლას და წივწივა დიდი ხნით გაჩერებას და დასვენებას არ გვანებებდა. გზა უსაშველოდ იწელებოდა და ასე არაფერი გამოვიდოდა, ძალიან დავგვიანდებოდით, უკან მობრუნებას და წინა ჯგუფის მიერ გავლილ გზაზე დადგომასაც აზრი არ ჰქონდა, მაგაშიც დრო დაიკარგებოდა (თუმცა როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, იმის მეოთხედი დრო დაგვჭირდებოდა, რაც კლდეზე ფორთხვისას დავკარგეთ). აქ გადავწყვიტეთ თოვლი აღარ გვეკვეთა და პირდაპირ აგვეჭრა კლდეზე, დავიწყეთ ზევით-ზევით სვლა და აი, ეს იყო მააართლა კოშმარი. აღარ გავიმეორებ, ეს მონაკვეთი ანანოს დეტალურად აქვს აღწერილი. მითუმეტეს რომ ამოვარდნები მაქვს აქ მეხსიერებაში... ერთადერთი, რაც ამ მონაკვეთში მე და ანანოს განგვასხვავებს, ისაა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი შიშისა და ნერვიულობისა, ერთი ზედმეტი მოძრაობის გაკეთებისაც კი რომ გეშინია,
არცერთი წამით არ გამივლია თავში, რომ იქ უნდა ჩავვარდნილიყავი, პირიქით, ზუსტად ის მაძლევდა ხელებში ძალას რომ ვიცოდი, აუცილებლად უნდა ავსულიყავი ზევით!!
აი, ასულს მომერია შიშიც, სიცივეც, უკან დარჩენილებზე ნერვიულობაც და ისტერიული ტირილ-სიცილის შეტევა მქონდა

საშინელება იყო ლოდინი, სანამ ყველას საღ-სალამათს დავინახავდით.
ამის მერე, მიუხედავად, სიცივისა, სეტყვისა, სისველისა, სიარული აღარ გამჭირვებია საერთოდ, მთავარი იყო ბანაკამდე მივსულიყავი, თანაც აუცილებლად! აღმართიც ავიარეთ, თოვლზე ჩამოსრიალებითაც მააგრად ვისიამოვნე (მიუხედავად იმისა, რომ რაც მშრალი მეცვა ისიც დამისველდა), და ნაშალზეც სულ სრიალ-სრიალით ჩამოვიარე
ანანო, ალექსა ჩამოსვლაში არ მეხმარებოდა, ისე არ გამჭირვებია, მერჩივნა იმის ჩანთა ეტარებინა ვისაც უფრო უჭირდა, შენ რომ ერთად მიმავლები დაგვინახე, გაყინული ხელების გათბობაში ვეხმარებოდი.
რომ მეგონა სამშვიდობოს ვარ და ახლა აღარაფერი მომივა, როცა იქნება ხომ მივალ ბანაკამდეთქო, იქ მომივიდა იაღლიში, ლოდზე წონასწორობა ვერ შევინარჩუნე და დავეცი. ტკენით არ ტკენია, მაგრამ ეტყობა მეწყინა

სულ ტირილით და სლუკუნით მივაღწიე მდინარემდე სისხლის მოსაბანად
ბანაკამდე ამ დაუსრულებელმა გზამ დამტანჯა, მაგრამ შიგადაშიგ გამოჩენილი ციცინათელები, ჯერ
ჯინიყა და მერე
ინტელა იმხელა სტიმულს იძლეოდა...
ბანაკში მე და თამუნა პირველები მივედით. ნამდვილად არავისთან სასაყვედურო არ გვაქვს!!! პირიქით, ჯერ
გვალვამ გამოგვძახა, სველების გამოსაცვლელად ცალკე კარავია გოგოებო და შეძვერითო, მერე
მთაშენკამ და დეივმა მშრალი ჯემპრები გამოგვაწოდეს (უკვე წამოწეულ თიკო-რ-სა და ეკას მივეცით, ჩვენ გვქონდა ბევრი მშრალი ტანისამოსი). თამუნა თამუსიას კარავში ლალიმ შეიფარა საძილეში, მე ერთი დავიძახე, ვის გაქვთ ადგილი მეთქი და
მთაშენკამ მაშინვე გამომძახა, 3 კაციანში მე5 კაცად თუ შემოხვალ, მოდიო, ოღონდ სველი არაფერი შემოიტანოო. კარავში შემძვრალი, საძილის გარეშე დაჩენილი,
შალვამ, რომელიც მთელი ღამე კარვის სველ კედელთან იყო მიჭუჭყნული, შემიფარა. როცა უკვე ჩემი +ები მოიყვანეს ბიჭებმა და ძააალიან ძალიან დიდი ხნის მერე ვანოც ამობრუნდა წყლიდან, დავმშვიდდი და შიგადაშიგ მედზინა კიდეც.
კვირა დღე დამღლელი, მაგრამ ძააალიან ლამაზი და კარგი იყო!!!
აუუ, რამდენი ვწერეეე, არ დაგეზარებათ ვითომ და წაიკითხავთ ბოლომდე?!
p.s. ახალი ფოტოები by Tamuna Coming soon...

[/b]
Keep Smiling...