უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 17 ოქტ 2008, 17:02
Bivrili wrote:კიდევ ერთი საოცარი ფრესკა..........
ვერ გავარკვიე რა არის ასახული და იქნებ ვინმე დამეხმაროს........

მანდ უფლის ამაღლების სცენაა გამოსახული. ცენტრში ღვთისმშობელია ვედრების პოზაში. გვერდზე ორი ანგელოზი უდგას, რომლებიც მოციქულებს ამაღლებული მაცხოვრისკენ მიუთითებენ....
აი რუბლოვის ხატი, ასეთი სცენაა მანდაც გამოსახული .

ვიკბინები...

მართლა...

-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 17 ოქტ 2008, 17:52
Bivrili wrote:მსგავსი ფრესკა პირველად ვნახე, ეს წითელ ფრთიანი რას გამოსახავს არ ვიცი, ნეტავ რა დატვირთვა აქვს........
ან არის თუ არა სადმე კიდევ ასეთი ფრესკა...........

ეს წითელფრთებიანი არის სერაფიმი. ანგელოზთა იერარქიაში, ყველაზე მაღალ, პირველ საფეხურზე დგას და ითვლება, რომ ის ყველაზე ახლოს დგას უფალთან.
ქერუბიმებს ქრისტიანულ ხელოვნებაში გამოსახავენ ექვსი ფრთით. თვითონ სიტყვა ქერუბიმი ნიშნავს ცეცხლოვანს, აალებულს. როგორც ამბობენ, ისინი უფლის სიყვარულით არიან აალებულნი და ყველას აქეთ მოუწოდებენ. სიყვარულის ანგელოზებსაც ეძახიან მათ, ასე რომ ვისაც სურს უფლისადმი სიყვარულის უფრო გაღრმავება ამ დასს შეუძლია შეევედროს : )
სერაფიმების ექვსი ფრთით გამოსახვა დაკავშირებულია ძველ აღთქმასთან. ესაია წინასწარმეტყველი წერს, რომ მან იხილა უფალი, რომლის ახლოსაც იდგნენ სერაფიმები, მათ ჰქონდათ 6 ფრთა: ორით სახეს იფარავდნენო, ორით ფეხებსო, ხოლო დანარჩენ ორს ფრენისთვის იყენებდნენო. ზუსტ ციტატას ვერ მოვიყვან, მაგრამ დაახლოებით ასე წერია : )
ვიკბინები...

მართლა...

-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 17 ოქტ 2008, 20:28
ჩიტუციო
გასაგებია, და სად შეიძლება ამასთან დაკავშირებით კიდევ მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია?...........
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Bivrili
- მაწანწალა
- Posts: 992
- Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
- Location: სახატეთი...
Post
by Bivrili » 17 ოქტ 2008, 20:51
რა ლამაზია ეს დალოცვილი...........
ალავერდის ტაძრის გუმბათი ყველაზე მაღალია საქართველოში არსებულ ეკლესიებს შორის............

მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 00:45
დაზიანებული ფრესკები ზემო ალვანში

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:43
დავამთავრებ თხრობას,
თორემ აგერ შემდეგი გასვლის დროც მოვიდა...
ჩვენი ბოლო პუნქტი იყალთო იყო....
ფერისცვალების მონასტერი
Last edited by
Tamari-ch. on 18 ოქტ 2008, 16:47, edited 1 time in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:44
იყალთო -
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მÑ…9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:46
იყალთოს აკადემია -
სადაც შოთა რუსთაველი სწავლობდა....
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:50
იყალთოს აკადემიაში საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდნენ -
ნაპოვნია კოლბების მაგვარი ნივთები, ლაბორატორიები,
უამრავი ხელნაწერი,
აქ საგანმანათლებლო კერა იყო...
აკადემიაში ჰქონდათ საწნეხელიც კი, სადაც ღვინოს წურავდნენ...
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:55
იყალთოს აკადემიის დაარსებაც დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება. აკადემიის პირველ რექტორად მეფემ დაადგინა ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი, რომელიც იმ დროისათვის ფრიად განსწავლული პიროვნება ყოფილა. მას განათლება ბიზანტიაში კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია. „ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიკულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი“ - ასე ახასიათებენ მას თანამედროვენი. სწორედ ასეთ პიროვნებას ჩააბარა დავითმა კახეთში ახლადგახსნილი აკადემია. სწავლება იყალთოს აკადემიაშიც იმავე პროგრამით მიმდინარეობდა, როგორითაც გელათში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ დამატებით ასწავლიდნენ კიდევ მჭედლობას, კერამიკას და მევენახეობა-მეღვინეობას.
http://children.wanex.net/istoria/mecniereba/gelati.htm
აი აქ იყო საწნეხელი -

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 16:58
იყალთო
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს თელავის ჩრდილო - დასავლეთით 8 კმ-ზე. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები. მათგან ყველაზე ძველია სამების ეკლესია, რომელიც VI ს-ში დააარსა ერთ-ერთმა "ასურელმა მამამ" ზენონმა, უმცროსი სვიმონ მესვეტის მოწაფემ. არც ისე დიდი ეკლესიის შენობა ჯვრულ - გუმბათოვანი ნაგებობაა. რესტავრაციის შემდეგ შეცვლილია, მაგრამ მისი ადრინდელი სახის წარმოდგენა შესაძლებელია.
მთავარი ეკლესიაა ფერისცვალების "ღვთაება", რომელიც აგებული უნდა იყოს VIII - IX საუკუნეებში, მონასტრის დამაარსებლის ზენონის დაკრძალვის ადგილას. ეს ეკლესიაც ჯვრულ - გუმბათოვანი ნაგებობაა, საკურთხეველთან ნალისებური აფსიდით. ეკლესიის თავისებურებას წარმოადგენს მთელ დასავლეთ ფასადზე გამავალი კარიბჭე. ეკლესია გადააკეთეს X - XII საუკუნეებში, მაგრამ მისი ადრინდელი ფენები კარგად ჩანს. ეკლესიის დაარსების დროინდელი ორი წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ძნელად იკითხება.
ყველაწმინდის ეკლესია XII - XIII საუკუნისაა.
საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს იყალთოს აკადემია. იგი VIII - IX საუკუნეებშია აშენებული, ხოლო XI - XII ს-ში გელათიდან გადმოსულმა არსენ იყალთოელმა აქ აკადემია დააარსა.
აკადემიის შენობა, რომელიც დღეს ნანგრევებს წარმოადგენს, ორსართულიანი და დიდი ზომის იყო (43 მ X 35 მ). ნაშენი იყო რიყის ქვით. განსაკუთრებით შესამჩნევია მეორე სართულის მოჩუქურთმებული ორმაგი სარკმელი. აკადემია შუა საუკუნეებში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. გადმოცემის თანახმად იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.

აქ არსებული წარწერები მოგვიანო ხანისაა. იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოთავსებულია აგრეთვე დიდი სატრაპეზო, მარანი და სხვა ნაგებობანი.
http://www.monument.ge/info_geo/ikalto_geo.htm
მარანი
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 17:08
ყველაწმინდის ეკლესია, რომელიც ძირითადი ტაძრის გვერდით მდებარეობს...
ამ ეკლეისასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორია არსებობს...
იყალთოში ყველა მომსვლელს ერთი მოხუცი ხვდება ხოლმე -
პროფესიით ისტორიკოსია...
და ახლა გიდობით ირჩენს თავს..
მას თურმე
ამ ეკლესიის კედელზე უპოვია ფრესკის ნარჩენები -
შარშან გვაჩვენა ეს ფრაგმენტები
და ეს კაცი წელსაც იქ დაგხვდა...

Last edited by
Tamari-ch. on 18 ოქტ 2008, 17:09, edited 1 time in total.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 18 ოქტ 2008, 17:08

არსენ და ზენონ იყალთოელის საფლავი.