ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Archil » 15 ივლ 2009, 01:26

anano

და სხვებოც...

ჩემზე ჩაიციკლე ეტყობა, იმ სიპ ქვას დავაბრალოთ, ჯანდაბას,

მარა ხომ გეუბნებოდით, ვერ გაიგებთ მამენტ და.. ვერც გაიგე...

როდესაც მაგ დეკებზე და ლოდებზე სიარული სიამოვნებას მოგანიჭებს,, მაშინ შეძლებ გაგებას.... მანამდე არც ეცადო, მაინც ვერ გაიგებ...

როდესაც თვალი გეუბნება რომ უაზრობაა წინსვლა, როდესაც არ იცი სადაა გამოსავალი, მაგრამ გული გულობს და წინ მიდიხარ, მაშინ გაიგებ... მაშინ მთაც გაგიგებს და შეგისისხლხორცებს.

იმ მთისა და ადგილის დედისა და წმინდანების სადიდებელი თუ შესვა ვინმემ? თუ არადა კიდევ კარგად გადარჩენილხართ, არ უყვარს ხუმრობა და უპატივცემულობა მთას.

იმდენად ჭრელი სასტავი მიდიოდა, წინასწარ ვიცოდი რომ ერთმანეთზე ყურადღების მიქცევა მხოლოდ მთაში გამოცდილებისა და ძველი კარველების იმედად იქნებოდა ... მაგიტომაც მინდოდა წამოსვლა. ისიც ვიცოდი, რომ ეგეთი ყურადღება დაუფასებელია, მარა მაინც...

ისე, პატარა ბავშვებივით კი ელოდით ყურადღებას..

სიმართლე და არაკარვული საქციელია უყურადღებოდ დატოვება. მარა მაგას კარაველები სჭირდება. ეგეთები კი ბევრი არ იყო მაგ ლაშქრობაში.

მარა ერთი რამე, რაც უნდა გითხრათ...

საკუთარი თავის იმედი, რწმეენა საკუთარი თავის, მაგია მთავარი, მაგი გაქაჩვინებს და მაგისთვის დადიან ლაშქრობაში. თუ მაგი არ ქონდა ადამიანს, რა უნდოდა იქ? ლამაზი ხედები კომპშიც შეიძLება ნახო.

მარა ეგ კია...


აწი ასე აღარ შეგეშინდებათ

აწი გეცოდინებათ ვის გვერდით იაროთ

აწი ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავთ..

და უფრო შეძლებთ ჩემს გაგებასაც...


თუმცა მე მაგი რაში მჭირდება რო ;)



ანუ როგორც ინდურ მოდერი ილია ამბობს

გვალვაი წმინდა კერაი გაუმარჯოს :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by perwkli » 15 ივლ 2009, 01:26

anano



ისა

ერთ რამეს ვერ მივხვდი, ასე თუ გიჭირდათ ჩანთები რატო არ მოიხსენით და ჩააგდეთ? უფრო არ გაადვილდებოდა ასვლა?
Last edited by perwkli on 15 ივლ 2009, 01:29, edited 1 time in total.
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Gvalva » 15 ივლ 2009, 01:28

keto

:) მე ასე გავიგე, შალვა ამბობს, შენ კოცნა გინდოდეს და მოახერხებდიო :) ;)

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by keto » 15 ივლ 2009, 01:33

Gvalva
:lol: :lol:
უიიი, აი თვითონ კი მოუხერხებიააა :)
Keep Smiling...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Tamari-ch. » 15 ივლ 2009, 01:38

ანანო ახლა სტრესის ქვეშაა
სიკვდილს ჩახედა თვალებში.
სამაგიეროდ ახლა უფრო ძლიერი ხარ.
:wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Gvalva » 15 ივლ 2009, 01:40

აუ, ხალხებო, ამ გადმოსასვლელის ფოტო მოწმენდილზე ვისაც გაქვთ გადაღებული დადეთ რაა, დაკროპილი, დიდად რომ ვინ რა გზით ჩამოვიარეთ დავახატოთ

მე ეს ფოტო ვიპოვე ყველაზე გამოსადეგი და ჩვენი მარშუტი დავიტანე რომ არ დამავიწყდეს. დაბლიდან ქსოვრელი და ზვიო გვიყვიროდნენ მარცხნივ, მარცხნივო და ჩვენ სიამაყით ვპასუხობდით, ვიცით, ვიცით ჩვენც მარცხნივ მივდივართო :). ნუ რამე უფრო მოკლეს ვყვიროდით ალბათ:). იქ რაღაც ჰორიზონტალური ბილიკი ვიპოვეთ, არ ვიცი ვინ გადარეულები დადიან იმ ბილიკზე, აშკარად ბილიკი იყო და იმას მივყვებოდით. სამი თუ ოთხი ხახმელა :) გადავკვეთეთ. მთლიანობაში ჩამოსვლისაც არც სადმე თოვლი გვინახავს და არც რამე ფათერაკი გადაგვხდენია.

Image

და კიდევ ვინ-ვინებმა იარეთ ერთად, ჯგუფიდან ერთმა მაინც მოყევით როგორ მოიარეთ

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Int3lig3nt » 15 ივლ 2009, 02:04

და კიდევ ვინ-ვინებმა იარეთ ერთად, ჯგუფიდან ერთმა მაინც მოყევით როგორ მოიარეთ
უღელტეხილის ქედზე რომ ავედით მე და ზღარბი, იქ ზვიო, ლალი და დევიდ ბრუბეკი დაგვხვდნენ. ცოტა წინ შოშო და ბექა იყვნენ, როგორც მახსოვს. ამათ წინ კიდე ვიღაცეები, მაგრამ ვერ ვცნობდი შორიდან.

უღელტეხილამდე უპრობლემოდ მივედით, არც თოვლში გვიტოპია და არც არაფერი დაგვსრიალებია.

უღელტეხილის ერთ მხარეს წივწივას ანგელოზთა გუნდი მოჩანდა, მეორე მხარეს ციცაბო დაღმართები, რომელთა შორის ჩასასვლელის მოძებნა, რთული იყო.

გვალვა, შენ მე წინ მეგონე წასული და თურმე თამუსიასთან ერთად ყოფილხარ. თამუსიას ვერ ვხედავდი უღელტეხილიდან.

აბუდელაურების მხარეს ვიყურებოდით და ვეძებდით ვინმეს, ვინც როგორმე მიგვანიშნებდა, საით უნდა წავსულიყავით, თუმცა არავინ არ მოჩანდა.
მარცხენა მხარე ავირჩიეთ. მე, ზღარბი და დევიდი 3-4 მეტრიან კლდეზე ჩავცოცდით, ზვიო და ლალი კი თოვლზე დასრიალდნენ.

ბექა და შოშო მარჯვნივ წავიდნენ და თავიდან რომ შევხედეთ, თითქოს კარგ დაღმართზე მიდიოდნენ და რაღაც მომენტში ვინანე კიდეც, ეს გზა რომ ავირჩიე, მაგრამ მერე გაიჭედნენ და ჩვენ უკეთეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

როშკისკენ გავუყევით ქედს და 30-40 მეტრში ნაშალზე ჩავუხვიეთ.

სრიალ-სრიალით სწრაფი ტემპით ჩავდიოდით. საფეხურებივით ბელტებზეც ვცადეთ ჩასვლა, მაგრამ ფეხს გვტკენდა და ისევ შედარებით რბილად და სწრაფად ჩასვლის მეთოდს დავუბრუნდით.

როგორც აღმოჩნდა (მე ასე ვფიქრობ, ამ თემის წაკითხვის შემდეგ) ეს იყო ყველაზე მარტივი ჩასასვლელი და მომავალში თუ კიდე მოვხვდი ჭაუხის უღელტეხილზე, ალბათ ისევ ასე ჩამოვალ.

სადღაც თეთრი ტბის ქვემოთ ჩამოვედით, უსაფრთხოდ და უპრობლემოდ.

მერე მე და ზღარბი ცოტა წინ გავიჭერით, მინდოდა ამირანს მალე დავწეოდი და რამე წამალი მოეცა.

ზვიოს, ლალის და დევიდს კი, ბექა, შოშო, შალვა და კაპპა შეურთდნენ, სადღაც მთის ძირისკენ.

რთული გზა აურჩევიათ და კარგადაც გადარჩენილან.

სამწუხაროდ ჩემს ფოტოებში არ ჩანს ის ადგილები და ვინმეს ფოტოზე თუ ვნახე, გავავლებ ხაზებს.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by zura N. » 15 ივლ 2009, 02:16

Gvalva wrote:აუ, ხალხებო, ამ გადმოსასვლელის ფოტო მოწმენდილზე ვისაც გაქვთ გადაღებული დადეთ რაა
Image
:shock: ეგ გადმოსასვლელია ნაღდად ლეელ? :roll: :D :D
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 15 ივლ 2009, 05:50

თემას გავეცანი და მივხვდი, რომ ბევრს თამუსიას რჩევები სათანადოდ არ გაუთვალისწინებია.
ამასთან, მეც გირჩიეთ, მზისგან დამცავი ნელსაცხებელი წაგეღოთ.


მადლობა, ღმერთს, რომ ყველაფერი კგდ დასრულდა.
ჩემი აზრით, ლაშქრობაში 100 კაციც რომ იყოს, ნაწილი ჩქარა დადიოდეს, ნაწილი ნელა, ნაწილს - ციოდეს,
ნაწილს - ცხელოდეს, ყველა 1მანეთს უნდა ელოდოს.
ვიდრე ჩამკეტი არ გამოჩნდება, წინამორბედმა გზა არ უნდა გააგრძელოს.

თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ მცირე-მცირე ჯგუფები უნდა შეიქმნას და ისე, რომ
1 ჯგუფი მე2 ჯგუფს მაინც უნდა აკონტროლებდეს.
გამ20დილება აჩვენებს, რომ მთაში უყურადღებობა კგ საქმე ვერაა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Wanderer » 15 ივლ 2009, 08:19

anano
მე არავისგან არ მინდოდა , არანაირი დახმარება. მე იქ ჩემი თავის იმედით წავედი, ძალიან კარგად ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ შეჯიბრზე , რომ მივდიოდი ეგ არ ვიცოდი... ვინ პირველი გაასწრებდა! მთაში დინჯად დადიან ხოლმე...ერთურთის მოლოდინში..
აქ ყველაფერია ნათქვამი და ვიზიარებ აბსოლუტურად! სამწუხაროდ მსგავსი ლაშქრობების უმეტესობა შეჯიბრს ემსგავსება ხოლმე, რაც ჩემთვის პირადად მიუღებელია...

ჯანიანები წინ გავრბივართ ხოლმე(ოღონდ ჩვენი გავისწოროთ) და უკანებს ვტოვებთ...

ეხ... :(
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Archil » 15 ივლ 2009, 09:32

ჯანიანები კი არა, უჭკუოები გარბიან წინ

ჰგონიათ რომ თუ ისინი მივიდნენ, ამითი მთავრდება ყველაფერი

რაიმე ადგილზე მისვლა მაშინ ხდება, როდესაც ლაშქროიბს ყველა წევრი მივა იმ ადგილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ვალდებულია დაეხმაროს ჩამორჩენილებს.

ჯანი თუ მეტი გაქვს, მაშინ დაეხმარე სხვას, გამოართვი ზურგჩანთა, მიაშველე ხელი და ისიც სწრაფად ივლის შედარებით.

თუ ვინმეს სიარულის ტემპი თუ მანერა არ მოგწონს, მეორეჯერ მასთან ერთად ნუ წახხვალ - საბელს არავინ გამოგაბავს ყელზე, მაგრამ თუ მიდიხარ, კეთილი ინებე და მასთან ერთად იარე.

კარავიდან ზოგიერთმა შეიძლება იმიტომაც შეიკავა თავი მანდ წასვლაზე, რომ ნელი სიარულის ხალხი შეხვდებოდათ და უბრალოდ კეთილი ლაშქრობა უსურვეს.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by pataputina » 15 ივლ 2009, 09:52

: D


ვაიჰხთ....

აქა ამბავი იმისა, თუ რატომ მოვხვდი პირველ 7 კაცში


არ ვიცი სხვები თავის შესაძლებლობებს როგორ აფასებენ, მაგრამ
მე ნამდვილად ვიცი
რომ
აღმართში სიარული ძალიან მიჭირს
თან დიდი ხანია ფეხით არ მივლია
და
დასაწყისშივე ჯეერ პირველ დღეს ჯუთაში რომ მივედით
და
სულ პატარა აღმართიო ავიარეთ სანამ დავბანაკდებოდით
სიე გამიჭირდა
რომ
მართლა შემეშინდა
ხვალ რა მეშველებათქო
სწორედ ამიტომ
გადაწყვიტე უფრო ცოტა დამესვენა
და
უღელტეხილამდე მივსულიყავი პირველი
რაათა აღმართზე ასვლისას
ბოლო ჯგუფში მაინც მოვხვედრილიყავი
და
სულ არ ჩამოვრჩენილიყავი ხალს..
ჰხოაქ რომ მეფიქრა
თუ ჩამოვრჩი
ვინმე დამიცდის
და
პრობლემა არაათქო
მაშინ ალბათ არ წავიდოდი წინ
მარა რეავიც..
თითქმის უღელტეხილიდანაა გადაღებული ეს სურათი
Image
და ჩანს რომ ძალიან დავშორდით ხალხს
არ ვიცი გესმოდათ თუ არა
მაგრამ
გიყვიროდით წამოსულიყავით მალე
რადგან სწორედ ამ ადგილას დაგვეცა წვიმის წვეტები
და
იქ ასვლისას რომ გაწვიმებულიყო ასვლა შეუძლებელინ იქნებოდა
სხვათაშორის არ ავსულვართ მანამ
სანამ არ დავინახეთ რომ
სხვებმაც დაიწყეს სხვა
უბრალოდ დალოდება იყი სისულელე
ვიდექით ჩამოკიდებულები
უღელტეხლის იქიტ არაფერი ჩანდა და დაღლილებს სიეთი გრძნობა გვქონდა
ზემოდან ქვემოთ დასაშვები ასფალტდაგებული ტრასა დაგვხვდებოდა : ))
ამიტომაც იქვე შევთანხმდით ზემოთ დაგლოდებოდით

ერთადერთი შეცდომა
რასაც ბოლო ჯგუფისას ვხედავ
ისაა
რომ
მათ მთლიანად წივწივას მიანდეს თავიანთი ბედი
როგორ ასულიყვნენ უღელტეხილზე
ჩვენ ყველა დაბრკოლება გავთვალეთ საიდან უფრო დიდი პორბლემა შეგვექმნებოდა
და
ავედით
თქვენთან შედარებით უმარტივესი გზით
უღელტეხილზე როგორი თოვლიც დაგვხვდა თვქნც იცით
აბსოლუტურად სველები და თოვლიანი ფეხებით ვიყავით
ვიცოდი რომ არ მემოძრავა უბრალოდ ფეხი მოემყინებოდა
თორემ
არ ვიცი
ჩემზე კარგად იცით
რომ
იმ დაღლილზე
დაჯდომა ყველაფერს მერჩივნა
მითუმეტეს
უკვე მოახლოებული იყ მეორე ჯგუფი
და
არ ვიცი ჩვენი ხმა ესმოდათ თუ არა
ვუყვიროდით
რომა მოსულიყვნენ იმ გზით საიდანაც ჩვენ.....

არავინ გასწრებაზე არ ყოფილა
და
არავის პირველად მისვლის სურვილი არ ჰქონია

პირადად მე ნამდვილად მერჩივნა
რომ მივიდოდ
გაშლილი კარვები დამხვედროდა
და
ანანო
მართლა ძალიან ცდები თუ ფიქრობ
რომ
თქვენზე არავინ დარდობა
ჩვენ მშრალი ტანსაცმელები გვქონდა უკვე თქვენთვის გამზადებული
და
გელოდებოდით
რომ რომელიმე ჩვენთან შეგვეფარებინა..
ის რომ
საბედნიეროდ
განსაკუთრებული ტრამვა არავის ჰქონდა
წინა ჩამომსვლელებისგან ვიცოდით
და
მაგ საკითხზე ყურადღება არავის გაგვიმახვილებია როცა ბანაკში დაბრუნდით
პატარპატარა ტრამვები ყველას გვქონდა
(ისე ჩამოსვლისას დაგორებული ქვა დამეცა
ზუსტად მოტეხილ კოჭთან
და
სხვათაშორის ახლაც ცოტა ვკოჭლობ :oops: )



ჰხოდა ამხელა პორსი ჩემს ცხოვრებაში არ დამიწერია
უბრალოდ
მარტივად
იმის თქმა მინდა
რომ
შეცდომები მართლა ბევრი იყო
ყველას მხრიდან
და
ეს უკვე ყველამ აღვნიშნეთ
და
იემდია გამოვასწორებთ მომავალში
უბრალოდ
უნდა ამოიწიროს ამ საკიტხის განხილვა ამ თემაში
მაინც
თორემ
რაც ჩამოპვედი
თავს დამნაშავედ ვგრძნობ კინაღამ
თავში რომ რამე არ დამეცა
და
ძალიან რომ არ გამიჭირდა სიარული

:roll:


























ჰხუხ

3 თვის მაარგი ვწერე

: )))
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by ZVIOSULI » 15 ივლ 2009, 10:12

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ვიდრე ჩამკეტი არ გამოჩნდება, წინამორბედმა გზა არ უნდა გააგრძელოს.

თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ მცირე-მცირე ჯგუფები უნდა შეიქმნას და ისე, რომ
1 ჯგუფი მე2 ჯგუფს მაინც უნდა აკონტროლებდეს.
[/b]
ამინ!

მხოლოდ 1ს ვიტყვი - ჭამაშესვენების ადგილზე სანამ ყელა არ მოვიდა არ უნდა წასულიყვნენ დანარჩნები, უბრალოს არ უნდა წასულიყვნენ, ჩვენ რომ მივედით "პირველი ჯგუფს" უღელტეხილის ძირამდე იყვნე უკვე, ანუ უკვე ძაალინ შორს, მაიშნ როცა ჩვენ ჯერ არც ჭამა და არ დასვენება არ გვქონდა დაწყებული....
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by ZVIOSULI » 15 ივლ 2009, 10:13

ეს კი ფოტოების პირველი ნაწილის ლინკი

http://bin.ge/file/62397/chauxebi-1.rar.html

(ჩილავეკებიანი ფოტოებიც არის გონი მარა უფრო მოერე ნაწილში იქნება)
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჯუთა-ჭაუხები-აბუდელაური-როშკა-კორშა 10-11-12. 07.09.

Post by Naia » 15 ივლ 2009, 10:16

ანანოს მონათხრობმა შემზარა

სად გეჩქარებოდათ ხალხო?

პს. ყველას ფოტოები მომეწონა, მაგრამ მთაშენკას ფოტოებმა კიდევ ერთხელ მომხიბლა :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]